x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138410
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ხერხები, რომლებიც წონის დაკლებამდე უნდა იცოდეთ
image


აკუპრესურა არის ტრადიციული ჩინური მედიცინის სახეობა, რომელიც ორიენტირებულია იმ ენერგიაზე, რომელიც ჩვენს სხეულში განუწყვეტლივ მოძრაობს.

ეს ტექნიკა ითვალისწინებს ზემოქმედებას სხეულის რამდენიმე წერტილზე, რომლებიც დავაკშირებული არიან მთავარ ორგანოებთან.

თუ სავარჯიშოს სწორად გააკეთებთ, თავიდან აიცილებთ ჯანმრთელობის პრობლემებს წონის კლების დროს.



1. ყურის წერტილი

ეს ერთ-ერთი მთავარი წერტილია, რომელიც მადას აკონტროლებს. მის საპოვნელად თითი დააჭირეთ ყურის იმ ადგილს, რომელიც ქვედა ფოტოზეა ნაჩვენები, შემდეგ გააღეთ და დახურეთ ყბა. დააჭირეთ ამ წერტილს 1-დან 3 წუთამდე დღეში ორჯერ.

აკუპრესურას მიხედვით, ყურებ, ხელები და ტერფები არიან სხეულის ის ნაწილები, რომლებსაც განსაკუთრებული გავლენა აქვს სხეულში მიმდინარე პროცესებზე. ამიტომ, ყურის წერტილის სტიმულაცია ეფექტური გზაა წონაში დაკლების მიზნის მისაღწევად.

image


2. ზედა ტუჩი

ეს წერტილი მდებარეობს ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის, ცენტრში. უბრალოდ, დააჭირეთ მას 1-დან 5 წუთამდე ორჯერ დღეში ან როცა შიმშილს იგრძნობთ, ან შეწუხებული როცა იქნებით.

image


3. მუხლის წერტილი

ამ წერტილზე დაჭერა არა მხოლოდ საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, მენსტრუალური დისკომფორტის და სპაზმების თავიდან აცილებაშიც გეხმარებათ.

image

image


4. იდაყვის წერტილი

დააჭირეთ იმ ადგილზე, რომელსაც ქვედა ფოტოზე ხედავთ, დღეში 1 წუთის განმავლობაში. ამ წერტილის სტიმულაცია გეხმარებათ სხეულის ზედმეტი სიცხისგან და სინოტივისგან გათავისუფლებაში, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

image


5. კოჭის წერტილი

ეს წერტილი კოჭიდან 5 სმ-ით მაღლა მდებარეობს. დააწექით დღეში 1 წუთის განმავლობაში.

გირჩევთ, ნუ გააკეთებთ ამ სავარჯიშოებს, თუ ორსულად ხართ.

image


სავარჯოშოების დახმარებით მალე იგრძნობთ სხეულში ცვლილებას.

იყავით ჯანმრთელი და აკონტროლეთ მადა მარტივად და ეფექტურად აკუპრესურას დახმარებით. წარმატებას გისურვებთ!



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ვასწავლოთ ბავშვს ლოდინი - 5 სასარგებლო რჩევა

2. 14 ტანსაცმელი, რომელიც ამახინჯებს თქვენს ფიგურას

3. როგორ გადავიღოთ ვარსკვლავური ფოტო - 12 ხერხი

4. 10 რამ, რაც სწრაფი კვების რესტორნებზე აუცილებლად უნდა იცოდეთ

5. 17 საკვები, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ


3
541
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
541
  
2017, 27 სექტემბერი, 19:30
მერე ულვაშები რომ დამეწიწკნოს?)))))
2017, 27 სექტემბერი, 13:01
ეგ პირის წერტილია, და სკოჩი უნდა გადავიკრათ :)))
2017, 27 სექტემბერი, 12:26
მადა რომ გამიქრეს, ის წერტილი სადააა?))))))
0 1 3