x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
9 თვის ბავშვი უნდა გავაშვილო... მარტოხელა ვარ, უიმედო და სასოწარკვეთილი– პოსტი, რომელმაც მთელი საქართველო შეაშფოთა
სიტყვები არ მყოფნის, რომ წერისას შესავალს თავი მოვუყარო, იმდენად შემძრა გაგონილმა, გაოგნებული ვარ და როგორც არ უნდა წარმომედგინა ხოლმე სხვისი გაჭირვება, ვერასდეს ვიფიქრებდი, რომ ამ ფორმამდეც მივიდოდა. მოკლედ, ახალგაზრდა დედამ, რომელიც სრულ სიდუხჭირეში ცხოვრობს, ორიოდე დღის წინ ფბ–ის ჯგუფში "დედობრივი სიყვარული ქალთა №1" დადო პოსტი, სადაც გულისტკივილით წერდა საკუთარი, 9 თვის ბავშვის გაშვილების შესახებ. საზოგადოების მხრიდან არც შეცოდებას, არც დახმარებას და რა თქმა უნდა, არც კრიტიკას არ დაუგვიანა და დაუშურია. როგორც ირკვევა, ბავშვის დედა მარიამი ქუთაისში ცხოვრობს, მის სოციალურ დმგომარეობაზე კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ (არ) ზრუნავენ, პოსტი კი ალიას ჟურნალისტმა ნინო ლაბარტყავამ გამოაქვეყნა, რადგან ხელი შეეწყო მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რათა დედა–შვილი ერთმანეთს არ დაშორებოდა არც ფიზიკურად( შიმშილით სიკვდილი) და არც მატერიალური პირობების გამო.


image


პოსტს კი უცვლელად გთავაზობთ და იქნებ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაეხმაროთ უკიდურეს მდოგომარეობაში მყოფ დედა–შვილს.




"ჩემს სათქმელს ბოლოში დავწერ, მანამდე ჯერ ეს ამბავი წაიკითხეთ.
მარიამი, 25 წლის:
"9 თვის ბავშვი უნდა გავაშვილო... მარტოხელა ვარ, უიმედო და სასოწარკვეთილი. შეიძლება ჩემზე გაჭირვებულებიც არსებობენ, მაგრამ იმედია, სწორად აღიქვამთ ჩემს ამბავს და მთლად ნუ გამასწორებთ მიწასთან... აქამდე ხალხის დახმარებით და დედის პენსიით მოვედით, რომლის ნახევარიც ბანკში მიდის... სად არ ვმუშაობდი მხვეტავად, დამლაგებლად, მუშადაც კი... ხანდახან სული ძლივს მიმქონდა სახლამდე, მაგრამ მიხაროდა, შვილს ერთ ფაფას თუ მაინც ვუყიდდი. რა დამცირება და დაცინვა არ გადამიტანია... გაჭირვებამ კი თავისი ქნა. სახლში ყველაფერი გაყიდული გვაქვს. ბავშვს დედაჩემი იტოვებდა, ძალიან უყვარს, მაგრამ ახლა დედა დანევროზებულია და ხშირად ვკამათობთ. თუ ვეუბნები, რომ ბავშვთან ნუ ყვირი, ისტრესება-მეთქი, გაიბუტება, ბავშვს აღარ ეკარება და ყველაფრის გაკეთება მე მიწევს. ახლა საერთოდ სუსტადაა, ვეღარ დადის. მე თვალების პრობლემა გამირთულდა, რთული მიოპიური ასტიგმატიზმი მაქვს დიდი მინუსით. ლინზები გამოსაცვლელი მაქვს და მზეზე გარეთ ვერ გავდივარ, ამის გამო სამუშაოს ვეღარ ვეძებ და 5 თვეა, სასოწარკვეთილი სახლში ვზივართ. წინ დიდი ზამთარია და არ ვიცი, როგორ გადავიტანთ. დედაჩემს რამე რომ დაემართოს, საერთოდ უპატრონოდ დავრჩები. სოციალური არ გვაქვს, უარი მოგვივიდა. ზედმეტ წუწუნსაც ვერიდებოდი, მეშინოდა ბავშვი არ წაერთმიათ. ერთხელ უკვე შემომთავაზეს, ბავშვი თავშესაფარში დამეტოვებინა, მაგრამ შემეშინდა შვილი არ დამკარგვოდა... ახლა ვფიქრობ, რომ თუ მე და დედა ფეხზე ვერ დავდგებით, კარგი ოჯახი მოვძებნო...
გგონიათ, შვილი არ მიყვარს? სწორედ ამიტომ არ მინდა, გაჭრვებაში და სიცივეში დაიჩაგროს. ავადმყოფი და დატანჯული ჩემი თავი მეზიზღება. არ ვიცი რა ვქნა, ძალიან ცუდად ვარ. თუ ვინმე დაგვიდგება გვერდში და ამისგან მიხსნის, მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები. არაა ჩემთვის ადვილი ამ ყველაფრის მოყოლა. ვისაც გაჭირვება არ გამოუცდია, ის ვერ გამიგებს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მთლად წყალსაც ნუ გამატანთ. უბრალოდ გამოსავალი მაპოვნინეთ..."
მარიამის აღნიშნული ამბავი ერთ–ერთ ჯგუფში დევს, ერთი კონკრეტული ორგანიზაცია ცდილობს მის დახმარებას და მათივე საბანკო რეკვიზიტები აქვთ მითითებული, ფულის ჩასარიცხად... მადლობა მათ ამისთვის...
აღნიშნულ პოსტზე მარიამმა წეღან თავად მომნიშნა, მაშინვე მივწერე პირადში და მისი ამბავის ჩემთან დადებასა და საკონტაქტო ნომერის გამოქვეყნებაზე მისგან თანხმობა მივიღე.
ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ეს გოგო (((( არც ვიცი რა დავწერო...
გოგონა ქუთაისში ცხოვრობს, არ ვიცნობ მას, რომ ზუსტი მისამართი ვიცოდე, თუმცა არც ამის გაგებაა პრობლემა.
ერთი სიტყვით, იქნებ რამე მოვუხერხოთ მარიამს, რომ ასეთი მისთვის უმძიმესი გადაწყვეტილების წინაშე აღარ იდგეს... (((((((
ვისაც დახმარება შეგვიძლია, ეს მარიამის ნომერია 597 55–59–10. ჩემთან ვერ დავდებ საბანკო რეკვიზიტებს ან რამე ასეთს, არც ვიცი თუ აქვს მას რომელიმე ბანკში ანგარიში გახსნილი...
მოკლედ, მეგობრებო, თუ ვინმეს გოგონას დახმარება გინდათ, პირადად შეეხმიანეთ აღნიშნულ ნომერზე. მეც, ჩემის მხრივ, ვეცდები რამენაირად გვერდში დავუდგე
გააზიარეთ ეს, ბევრმა ადამიანმა რომ ნახოს და იქნებ რამე მოვახერხოთ ((((((
პ.ს. – რა ჯანდაბას აკეთებს საერთოდ ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება, ესაა კიდევ საინტერესო!!! არაა გამორიცხული, ამ დღეებში ჩავიდე იქ და ერთი–ორი "კარგი" სიტყვა ვუთხრა ზოგიერთებს!!!"– წერს ნინო.



image

22
744
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
744
  
2017, 1 ოქტომბერი, 10:38
ჩვენს გასიებულ - გასუქებულ ხელისუფალთკი რა ენაღვლებათ... მანდ ქუთაისის მერიაშიც ალბათ დიდი ამბავია არჩევნების გამო,ყველას გამარჯვება ერთი მიზეზით სურს - რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოვონ,უფრო გაალაღონ საკუთარი ცოლ - შვილი თუ ქმარ – შვილი...მაგ ცოდვილებმა. ის კი არ იციან ადრე თუ გვიან,მარიამისნაირების საცოდაობა ყელში გაეჩხირებათ და ოხრად დარჩებათ ოხრად ნაშოვნი!
2017, 22 სექტემბერი, 22:37
არასამთავროებისათვის უნდა მიემართა იურიდიულ კონსულტაციასაც გაუწევდნენ და შესაძლოა მიუსაფართა სახლშიც გადაეყვანათ.
შვილს, რომ გააშვილებს მერე ის ქალად ვერ ივარგებს, მუდმივი სტრესი გაანადგურებს... :(
2017, 22 სექტემბერი, 22:05
ერთჯერადი დახმარება მიუღია გუჯა, რომელიც უმწეო თოთო ბავშვისთვის ზღავში წვეთია. ნათესავებს არ ადარდებთ, ქალაქის ხელისუფლების თუ სოციალური ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც ასე ვთქვათ დაიკიდეს და იმდენად სასოწარკვეთაშია ქალი, რომ თვითმკვლელობა არ გაუჭირდება და ფიქრობს, რომ ბავშვს ყავდეს ოჯახი.
2017, 22 სექტემბერი, 21:55
გამარჯობა შენი მეგობარო, ამაზე ვამბობდი ზუსტად, როცა დავწერე ლაითად უყურებენ ცხოვრებას მეთქი!
ქალია თუ კაცი მნიშვნელობა არა აქვს, სანამ საქორწინო ბეჭდამდე მივა საქმე უნდა შეისწავლო მისი ხასიათი.
მე ვერ გავუგებ დედას, რომელიც შვილს გააშვილებს, ეს ჩემს ძალებსაც კი აღემატება.
კარგი ნათესავები ვერ ან არ ეხმარებიან, მიემართა არასამთავრობოებისათვის თუ ადგილობრივი ხელისუფლება არ ეხმარება.
ქმარია თუ მეგობარი მამაკაცი ცალსახაა გარეწარი რომაა გეთანხმები...
2017, 22 სექტემბერი, 21:50
ბევრი მამაკაცი ვიცი გუჯა ჩემს გარშემო, რომლებიც იდეალურად თამაშობდნენ ქალის გულის მოსაგებად, თანაცხოვრებისას კი პათოლოგები და მოძალადეები აღმოჩნდნენ, ვისაც არ აქვს წასასვლელი კი იტანს და ბევრმა ამ გოგოს მსგავსად გადაწყვიტა მარტოხელა დედობა, თუმცა ვერ გაუმკლავდა. ცუდი არაფერია რომ დახმარება სჭირდება. სწორედაც რომ მისი ყოფილი ქმარია არაკაცი, ამ მდგომარეობამდე სწორედ მან მიიყვანა :(
2017, 22 სექტემბერი, 20:34
ნინო, მე მორალზე და ზნეობაზე არ ვსაუბრობ, რადგან ეს ჩემი გასარჩევი არაა.
მაგრამ, როცა ხედავ ქმარი თუ მეგობარი მამაკაცი მოძალადეა დროულად უნდა გაეცალო, მანამ სანამ ამ დღემდე მიგიყვანს...
2017, 22 სექტემბერი, 20:26
მაკა ცხოვრების დაგეგმვა სხვა რამეა, ქმრის პირდაპირი ვალდებულებაა დააბალანსოს მეუღლესა და მშობლებს შორის ურთიერთობა.
ვიცი შენი მეუღლე კარგი პიროვნება რომაა...
კაცი რომელიც ოჯახზე არ ფიქრობს და მეუღლეს უყურებს, როგორც ინტიმური სურვილის დაკმაყოფილების საშუალებას -არაკაცია...
2017, 22 სექტემბერი, 20:25
მე ისიც არ მესმის ახლა ამ ყველაფერს რა აზრი აქვს? გინდათ, რომ მთელმა ერმა გონივრულად იცხოვროს, ეგ მეც მინდა, მაგრამ ილუზიაა. ახლა ადამიანურად უნდა მოვიქცეთ. აქ უფრო გული უნა ჩავრთოთ ,ვიდრე გონება , რავიცი, ჩემი პირადი აზრია.
2017, 22 სექტემბერი, 20:23
ნინო, მოძალადე ბავშვის გაჩენის მერე ხომ არ გახდებოდა მისი ქმარი?
მოდით ლოგიკასაც მოვუხმოთ, თუ მოძალადე იყო აქამდე როგორ ეგუებოდა!?
2017, 22 სექტემბერი, 20:17
ასე მარტივი არაა დაგეგმო ცხოვრება გუჯა :( არავინ ვიცით წინ რა სიურპრიზი გველოდება. გააზრებულად შევქმენი ოჯახი 25 წლის ასაკში, არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, მაგრამ დედამთილმა მომისპო ნერვები და ცხოვრება, ნერვული სტრესის ფონზე გლაუკომა დამემართა და დავბრმავდი, ერთი შვილის გაჩენა მოვასწარი, მეტი არ შემიძლია, რადგან ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. კიდევ კარგი მეუღლე იდეალურია, საღად მოაზროვნე, რომ ესმინა დედამისისთვის და დღეს მე ოჯახი არ მქონოდა და დავრჩენილიყავი მარტოხელა მშიერი და ბრმა დედა, მერე მსგავსი რამ ჩემზეც რომ ეთქვათ, საშინლად მომიკვდებოდა გული. ბავშვის ჩასახვაში მარტო ქალს არ მიუძღვის როლი და ვფიქრობ კაცს უფრო მართებს დაფიქრება და ოჯახის პასუხისმგებლობა. :(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10