კინო აი, ზღაპრის დასასრულიც.. ლეგენდა ჩვენგან მიდის. XX ს-ის ყველაზე ლამაზი მამაკაცი, რომლის ტალანტი დაუვიწყარია!!! 2017, 21 სექტემბერი, 16:52
მსოფლიო კინოს ვარსკვლავი, მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობი, ქალთა გულის მპყრობელი, 82 წლის ალენ დელონი აცხადებს, რომ იგი ასრულებს სამსახიობო კარიერას.
"მე, როგორც მოკრივე ისე ვარ, რომელსაც არ სურს ზედმეტი ბრძოლა, არ მინდა გადამიღონ ზედმეტ ფილმში" -ამბობს იგი. ფრანგმა მსახიობმა- ალენ დელონმა განაცხადა, რომ "სურათი", რომელშიც ის ახლა იღებს მონაწილეობას, ბოლო იქნება მის კარიერაში. "ეს იქნება ჩემი უკანასკნელი ფილმი, რადგან როგორც ბოქსიორს არ სურს ზედმეტად იბრძოლოს, მეც არ მსურს ზედმეტ ფილმში მონაწილეობის მიღება" - განაცხადა 82 წლის მსახიობმა, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. ძვირფას ვილაზე, ჟენევის ტბის სანაპიროზე, მსახიობს გარს მხოლოდ ძაღლები ახვევია, რომელთაც ალენის თქმით ადამიანური თვისებები უფრო მეტად აქვთ, ვიდრე ადამიანებს ... შეგახსენებთ, რომ მსახიობი "ცეზარის" მფლობელია, საუკეთესო როლის შესრულებისთვის, ფილმში "ჩვენი ისტორია". მის ანგარიშზეა 3 რეჟისორული ნამუშევარი:“ პოლიციელის ტყავისთვის", შოკი, "“ მოურჯულებელი". დელონმა დაიპყრო მაყურებელთა გულები, ფილმებით: "კაშკაშა მზეზე", “როკო და მისი ძმები"" და "ლეოპარდი". 1963 წელს, ბოლო ლენტში მონაწილეობისთვის, "ოქროს გლობუსის პრემია მიიღო, როგორც "ყველაზე მაღალანაზღაურებადი ახალბედა, მამაკაცებს შორის." ალბათ ბევრი თქვენგანის გულთამპყრობელიც არის ეს დიდებული მსახიობი. რომელი ფილმი დაგრჩათ ყველაზე მეტად გულში? ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურვოთ ამ ლეგენდარულ პიროვნებას. 9869 11-ს მოსწონს 1-ს არა
|