საზოგადოებრივი სტალინის გარდაცვალება (მკვლელობა თუ ბუნებრივი სიკვდილი?) 2017, 22 სექტემბერი, 9:49 ნ. ხრუშჩოვის ვერსიას და დაცვის წევრების ვერსიებში ბევრი უცნაურობა და შეუსაბამობა არის: ჯერ ხრუშჩოვის მტკიცებით დავიწყოთ, რომ ვითომ, მან, მალინკოვმა, ბერიამ და ბულგანინმა სტალინის აგარაკი 1 მარტის დილის 6 საათზე დატოვეს. სინამდვილეში, ბელადი ყოველშვის ღამის 3-4 საათზე იძინებდა და დილის 10-11 საათზე დგებოდა. სწორედ ამ გრაფიკით მუშაობდა სსრ კავშირის ყველა სამთავრობო დაწესებულებაც. სამუშაო დღე 9.30 იწყებოდა და რიგითი თანამშრომლებისთვის 20 საათზე მთავრდებოდა, ხოლო მინისტრებისთვის სამუშაო დღე ღამის 24 საათამდე გრძელდებოდა. ასე, რომ, ხრუშჩოვი აშკარად ცრუობს, როდესაც წერს, რომ დილის 6 საათზე წავიდა სახლში. მან და სხვა სტუმრებმა, სავარაუდოდ, 2 ან 3 საათზე დატოვეს აგარაკი. შესაბამისად, სტალინი 3 - 4 საათზე დაწვა დასაძინებლად, მას შემდეგ, რაც დაცვაც გაუშვა, როგორც ამას დაცვის წევრები ამბობენ. მაგრამ, ასეთი რამ, საერთოდ შეუძლებელი იყო. ადამიანები რომლებიც ბელადს იცავდნენ, მის დაქვემდებარებაში არ იყვნენ და არც მის ბრძანებებს ემორჩილებოდნენ. ისინი ქვეყნის №1 სადარაჯოზე იმყოფებოდნენ და ამიტომ, სამხედრო ქვეგანაყოფს განეკუთვნებოდნენ, რომელიც საგუშაგო წესდებას ექვემდებარებოდა. იქ კი, შავით თეთრზე წერია, რომ გუშაგი საგუშაგოზე მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ზემდგომ პირებს ემორჩილება. ეს არის გუშაგების უფროსი, უფროსის მოადგილე და გუშაგების გამანაწილებელი თავდაცვის მინისტრსაც კი არ შეეძლო გუშაგებისთვის ბრძანების მიცემა. სტალინი სამხედრო პირი იყო, წესდება კარგად იცოდა და ისიც იცოდა, რომ საკუთარი დაცვის წევრებს ვერაფერს უბრძანებდა. დაცვისთვის ის მხოლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტი იყო და არა უფროსი და თუ მაინც მოხდებოდა ასეთი რამ და ისინი სტალინმა დასაძინებლად გაუშა, გუშაგები მაინც არ შეასრულებდნენ ამ ბრძანებას. ისინი სამხედრო დავალებაზე იმყოფებოდნენ და მსგავსი საქციელის შემთხვევაში, ტრიბუნალი არ ასცდებოდათ. არც ხრუშჩოვის ვერსია არის, დაცვის ვერსიაზე უკეთესი. თავის მოგონებებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველსავე სიტყვებიდან იტყუება, რომ სტალინის აგარაკი დილის 6 საათისთვის დატოვა. ასეთი რამ კი შეუძლებელი იყო, რადგან სახელმწიფოს მეთაური არასდროს არღვევდა თავის რეჟიმს. გარდა ამისა, ხრუშჩოვი ამბობს, რომ აგარაკზე 1 მარტის 23 საათზე მივიდა, მალენკოვის სატელეფონო ზარის შემდეგ. დავუშვათ, რომ ხალხის ბელადმა დალია და უგონო მდგომარეობამდე დათვრა (კვირა დღე იყო). მაგრამ, სტუმრებს ის 1 მარტს გამოემშვიდობა და იმ მომენტისთვის, ფეხსე იყო და თავს კარგად გრძნობდა. ხოლო დაცვამ იმავე დღის 23 საათზე, ის პატარა სასადილოს იატაკზე დაცემული აღმოაჩინა. ანუ ხრუშჩოვის აგარაკიდა წასვლისა და მეორედ მისვლას შორის 17 საათი გავიდა. ამ პერიოდის მანძილზე, 100-ჯერ შეიძლებოდა გამოფხიზლება. მაგრამ, იქნებ სტალინს მარტო სმა უყვარდა, მისმა თანამებრძოლებმა ამის შესახებ იცოდნენ და ამიტომ, არ მიაქციეს ყურადღება მის ასეთ მდგომარეობას? მაგრამ არა, ეს ასე არ იყო. სტალინი სმის დიდი მოყვარული არ იყო და სპირტულ სასმელებს მინიმალური რაოდენობით იღებდა. მას განსაკუთრებით «მაჭარი» უყვარდა. ის ხანდახან ცოტა კონიაკის დალევის უფლებასაც აძლევდა საკუთარ თავს. ხოლო არაყს, საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ამის შესახებ, მასთან დაახლოებულმა ყველა პირმა იცოდა. შესაბამისად, ხრუშოვი სტალინის არატიპიური ქცევის მოწმე გახდა. თუმცა, მან აღნიშნული სიტუაცია ტიპიურად ჩათვალა და მალენკოვთან ერთად, მშვიდად დატოა აგარაკი. სტალინის თანამებრძოლები ლენინის და სტალინის მავზოლეუმის ტრიბუნაზე ვის აწყობდა სტალინის სიკვდილი? დაცვას ნამდვილად არა. ამასთან, დიდია ალბათობა იმისა, რომ დაცვის წევრებმა უკვე 1 მარტის დილის საათებში აცნობეს თავიაანთ უფროსობას, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ ობიექტს რაღაც სჭირდა. მაგრამ, ისინი ეტყობა დაამშვიდეს ან შეიძლება, ექიმიც გაუგზავნეს ხელისუფლების მაღალი ჩინის წარმომადგენელთან ერთად. შესაძლებელია, რომ ისინი გარკვეული დროის მანძილე სტალინის საძინებელში იყვნენ, ხოლო შემდეგ გამოვიდნენ და თქვეს, რომ ყველაფერი კარგად იყო.
სტალინს უკან მიჰყვებიან (მარცხნიდან-მარჯვნივ) ხრუშჩოვი, მალენკოვი, ბერია და მოლოტოვი რაც შეეხება სიმართლეს, თუ რეალურად, რა და როგორ მოხდა, ჩვენ ამის შესახებ, მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვილია: დილით, 1 მარტს, უცნობმა ექიმმა გასინჯა სტალინი და დიაგნოზიც დაუსვა – სისხლჩაქცევა თავის ტვინში. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო არ აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება ბელადისთვის და ექიმები მხოლოდ მას შემდეგ მიიყვანეს, როდესაც ნათელი გახდა, რომ პროცესი შეუქცევადი იყო. ირიბ მტკიცებულებად იმისა, რომ სტალინის სიკვდილთან დაკავშირებით ყველაფერი სუფთად არ არის, შეიძლება დაცვის და სამედიცინო კომისიების თანამშრომლების შემდგომი ბედი ჩაითვალოს. ხრუსტალევი მალე გარდაიცვალა, ხოლო ორმა ადამიანმა, აგარაკის გარე პერიმეტრის დაცვიდან, თავი მოიკლა. სტაროსტინი, ლოზგაჩევი და ტუკოვი მოსკოვიდან მოშორებით, სხვაგან გადაიყვანეს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * სტალინის გარდაცვალება (ნ. ხრუშჩოვის ვერსია) * სტალინის გარდაცვალება (პირადი დაცვის ვერსია) * კაცი, რომელმაც სტალინს შვილი გადაურჩინა, ხოლო თავად მისი სიკვდილი დააჩქარა 1446 11-ს მოსწონს
|