x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მზის სისტემის სხვა პლანეტებზე ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ცივილიზაციები არსებობდა

ამერიკელი პროფესორის აზრით, ჩვენს «წინამორბედებს» საკუთარი მოღვაწეობის კვალი, მხოლოდ დედამიწაზე კი არა, მარსზე, ვენერაზე და მთვარეზეც კი შეიძლება რომ დაეტოვებინათ.


image


ამ საკითხთან დაკავშირებით, პენსილვანიის უნივერსიტეტის ასტრონომ-ასტროფიზიკოსმა პროფესორმა ჯეისონ რაითმა (Jason Wright), თავისი არაორდინალური მოსაზრება, ჟურნალ «International Journal of Astrobiology»–ში გამოქვეყნებული სტატიით («Prior Indigenous Technological Species») გააცნო ფართო საზოგადოებას. სტატიის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ შორეულ წარსულში, მზის სისტემაში, ტექნოლოგიურად მაღაგანვითარებული ცივილიზაცის არსებობა, სავსებით შესაძლებელია — ისინი თავისთავად ჩაისახნენ და განვითარდნენ ამ სისტემაში, ან სისტემის გარედან მოვიდნენ — ანუ სხვა ვარსკვლავები სისტემებიდან, ეკზოპლანეტებიდან, როგორც დღეს ეძახიან პლანეტებს, სადაც ადამიანის არსებობისთვის შესაფერისი პირობები არსებობს და რადგან ასეთი რამ შესაძლებელია, ღირს ჩვენი «წინამორბედებს» კვალის სხვა პლანეტებზე მოძებნა.
პროფესორი განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთი-ორი მილიარდი წლის წინ, სიცოცხლისთვის შესაფერისი იყო არა მარტო დედამიწა, არამედ, მარსი და ვენერაც. იმ დროს, ჩვენი პლანეტა უკვე საკმარისად კომფორტული იყო ცხოვრებისთვის, მარსი ჯერ კიდევ არ იყო გამომშრალი და გაყინული, ხოლო სათბურის ეფექტს ჯერ კიდევ არა ჰქონდა განადგურებული ვენერა.
რაითი დარწმუნებულია: ვენერაზე კვლევის ჩატარებას არანაირი აზრი არა აქვს — იქ ყველაფერი მჟავამ შთანთქა. დედამიწის ზედაპირზეც, სავარაუდოდ, რამის პოვნა, ასევე შეუძლებელია — უკვე აღარაფერი დარჩა, რადგან ჩვენი პლანეტის გარემო პირობებს არ შეუძლია დიდი ხნის მანძილზე რაიმე სახის ნაკვალების შენახვა. მაგრამ, დედამიწის ქერქის შედარებით ღრმა ფენებში, რაღაცის პოვნა ნამდვილად შეიძლება. მაგ., მანქანის დეტალები, ან თუნდაც მთელი საფრენი აპარატები.
არქეოლოგიური თვალსაზრისით, ამ მხრივ, მარსიც შეიძლება პერსპექტიული იყოს — განსაკუთრებით მისი წიაღი. არტიფაქტების აღმოჩენა მთვარეზეც შეიძლება, რადგან ატმოსფეროს არარსებობის პირობებში, მათი დაფარვა და კოროზია არა ხდება.


imageგაქვავებული ადამიანი მარსზე. სავარაუდოდ, ვულკანის ამოფრქვევის მსხვერპლი.


— ჩვენ მაშინვე მივხვდებით, რომ აღმოვაჩინეთ «რაღაც უცხო», – ამბობს პროფესორი – ამასთან, ჩვენს შთაგონებას, ე. წ. ვირტუალური არქეოლოგებიც ცდილობენ, რომლებიც, თითქმის ყოვეკვირა, მარსზე ან მთვარეზე გადაღებულ ფოტოებზე, წარსულში მაღალგანვითარებული ცივილიზაციების არსებობის ნაკვალევს პოულობენ.
ვინ იცის, იქნებ მეზობელ ციურ სხეულებზე მართლაც არის სხვა ცივილიზაციების ნაშთები. მაგალითად, მარსზე გადაღებულ ერთ-ერთ სურათზე, უფოლოგმა, ფილის ქვეშ მოყოლოლი, გაქვავებული ადამიანის სხეული აღმოაჩინა.

შესაძლებელია, პროფესორი რაითის მოსაზრება უსაფუძვლო არ არის და შორეულ წარსულში, მზის სისტემის სხვა პლანეტებზეც იყო სიცოცხლე?!

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* წყალქვეშა ნავები და მფრინავი ობიექტები ძველ მსოფლიოში

* ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო


* ადამიანები დინოზავრებზე ადრე ცხოვრობდნენ?!

* აკრძალული არქეოლოგია

* უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი

* ნაპოვნია უცხოპლანეტელის თავის ქალა (+ ვიდეო)

1
342
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
342
  
2019, 24 მარტი, 23:25
მე ვფიქრობ, რომ პროფესორი ამ შემთხვევაში ცდება :)) მაგრამ კვლევა ღირს ნამდვილად.
0 1 1