x
image
ellen murani
უძღები შვილი

image


მე უძღები შვილი ვარ და დავბრუნდი სახლში. იმდენი ხნის წინ გავიხურე, რომ ჩაჟანგებულა ჩემთვის კარი.
მე უძღები შვილი ვარ და აი, მოვედი!

არავინ დამხვდით, ისე წასულხართ ვერ მოგისწარით. ვყვირი და ვერ გაგონებთ. გეძახით და პასუხს არ მცემთ. კართან დაჩოქილი, ხან ჩურჩულით, ხან კივილით პატიებას გთხოვთ, თქვენ კი არ გესმით. ვხოკავ სახლის კარს, მაგრამ როგორ დაჟანგებულა თქვენი ცრემლებით?! როგორ უცვლია ყველაფერს ფერი?! როგორ გამხმარა ხეები ჩემთვის?!
მე უძღები შვილი ვარ და აი, ვტირი! ვტირი იმიტომ, რომ აღარ გესმით ჩემი კივილი.

ო! როგორ მჭირდებით?! როგორ მომინდით ეხლა ჩემ გვერდით?! გავიხსენებდი წამებს ბედნიერს ერთად ყოფნისას. დავიძახებდი დედი მოვედი! მამა შენთან ვარ!
მე უძღები შვილი ვარ და დავბრუნდი სახლში, სახლში სადაც სიჩუმეა დიასახლისი.

0
46
10-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0