საზოგადოება ჩვენი ცნობილი, ბინძური და ზარმაცი ვარსკვლავები 2017, 19 სექტემბერი, 9:42 ის, რომ ჩვენს ცნობილებს მოწყვეტილი აქვთ დიდების ვარსკვლავი და იდეალურებად გვევლინებიან პრიალა ყდებიდან, სულაც არ ნიშნავს, რომ ასევე ბრწყინვალედ ცხოვრობენ საკუთარ სახლებში. ყველა მათგანს როდი უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და სახლის დალაგება, ნაწილი თავისუფალი დროის სხვა მიმართულებით გამოყენებას არჩევს.
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ჩვენს ცნობილებს, რომელთაც არ უყვართ სახლში სისუფთავე და სამზარეულოში ფუსფუსი- ანუ "ნირიახა" და ზარმაცი ვარსკვლავების ათეული. 1. "შიმშილის თამაშების" მთავარ პერსონაჟს ჯენიფერ ლოურენსს (Jennifer Lawrence) არ მოწონს და არც გამოსდის სამზარეულოში ფუსფუსი, ამიტომ რესტორნებში ვახშმობას, ან შეკვეთილ საჭმელს ამჯობინებს ყოველთვის. მსახიობი ვერც სახლის დალაგებისადმი სიყვარულით დაიკვეხნის, ურჩევნია სრული ქაოსი, ვიდრე დრო საქმეზე ხარჯოს. 2. სექსუალური მეგან ფოქსიც (Megan Fox) ვერ დაიკვეხნის თავს იდეალურ ქალად, რადგან ხშირად პირად ჰიგიენაზე ზრუნვაც კი ეზარება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ტანსაცმელსა და პირად ნივთებზე, რომლებიც ყოველთვის აქეთ-იქით ყრია. ყოველგვარი უხერხულობის გარეშე აღიარებს, რომ ბინძურია. 3. სუპერმოდელს ვერავინ ვერაფრის დიდებით ვერ დაარწმუნებს სამზარეულოში იფუსფუსოს, მისთვის ის სრულიად წარმოუდგენელია, თუნდაც ჟურნალების გარე-ყდისთვის ფოტოს გადასაღებად. ამიტომ ტაირა ბენქსს (Tyra Banks) საკვების მირთმევა ან გარეთ, ან ყიდვის შემთხვევაში უწევს. 4. ლინდსი ლოჰანი (Lindsay Lohan) ნამდვილი შოპაჰოლიკია (შოპინგზე დამოკიდებული), რის გამოც ის თითქმის ყოველ დღე შინ სიახლეებით ბრუნდება. უამრავი ტანსაცმელი აქვს ლინდსის და ყველას ჩაცმას ფიზიკურად ვერ ახერხებს, თუმცა არც მათი დალაგებით იკლავს თავს. ამიტომ, მის სახლში სრული ქაოსი სუფევს. 5. ცნობილი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა (Мария Шарапова) ბავშვობიდანვე დაკავებულია ამ სპორტით, ამიტომ მას დრო არ ჰქონდა, რომ დალაგება და მზარეულობა ესწავლა, თუმცა ტკბილეულის საკუთარ ხაზს ფლობს და იმედოვნებს, რომ მომავალში, როდესაც შვილები ეყოლება, ყველაფერს ისწავლის. 6. სექსულაური მსახიობი ევა მენდესი (Eva Mendes) სულაც არ განიცდის იმ ფაქტს, რომ დიასახლისობა არ გამოსდის, დალაგება დამხმარესაც შეუძლია, საჭმელზე კი რესტორანი და კვების სხვა ობიექტები იზრუნებენ, დრო, რომელიც მას თავისუფალი რჩება, ურჩევნია ქალიშვილებთან ერთად გაატაროს. 7. სკნდალური მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსი (Miley Cyrus) თავისი ცხოვრებითაც ისეთივე ეპატაჟურია, როგორც ეკრანებზე. მას სახლში ძაღლები და პატარა გოჭი ყავს, რომელთაც არაფერს და ყველაზე უარესი კი– პირდაპირ ოთახის შუა გულში მოსაქმებასაც არ უშლის. გარდა ამისა, მთელს სახლში აქვს მიმოფანტული შესაფუთი მაქმანები, პიცის ცარიელი მუყაოს კოლოფები, გასარეცხი თეფშები და ა.შ. 8. მომღერლის მეგობრების თქმით, ბიონსეს (Beyonce) მასპინძლობა არ ეშლება, მაგიდაც ყოველთვის გადავსებულია უგემრიელესი სადილებით, თუმცა ეს ყველაფერი შეკვეთაა, რადგან მისი წარმოსახვა და ნიჭი ძალიან შორსაა სამზარეულოსგან. 9. მრავალშვილიან დედას და სილამაზის ეტალონს აჯელინა ჯოლის (Angelina Jolie) ხშირად ავიწყდება ქურაზე დადგმული სადილი და ადვილი მისახვედრია შემდეგ რაც ხდება. აღიარებს, რომ არ აქვს სახლის საქმეების ნებისყოფა. 10. მსახიობი სოფია ვერგარა (Sofia Vergara) ბავშვობიდან მიეჩვია მოსამსახურეებსა და მათ ზრუნვას, ამიტომ ის აღიარებს, რომ დღემდე არაფერი მოუმზადებია და დაულაგებია, მას ყავს დაქირავებული დამლაგებელი და მზარეული, რომლებიც უზრუნველყოფენ მსახიობის კვებასა და სისუფთავეს. წარმოუდგენელია და მისმა ვაჟმა აღმოაჩინა მზარეულობის ნიჭი და ასევე ის უმზადებს ხოლმე დედას გემრიელ კერძებს. იხილეთ აგრეთვე: ● ცნობილები ანომალიებით, რომლებიც აქამდე არ შეგიმჩნევიათ ● ზღვაზე გადაღებული ცნობილების ფოტოები გულს აგირევთ ● "იღლია გასაპარსი" ვარსკვლავები, რომელთაც კრიტიკოსებიც კი აალაპარაკეს ● ვარსკვლავური ფიასკო- ანუ საჯაროდ შერცხვენილი ცნობილები ● ცნობილების ყველაზე განკითხვადი ფოტოები ბოლო თვის მანძილზე ● ცნობილები, რომლებიც კილოგრამების დაკარგვასთან ერთად დამახინჯდნენ ● უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი კუმირი ვარსკვლავები ● ცნობილები, რომელთაც ფსიქიატრიული კლინიკა "დაჭირდათ" ● ჩვენი ცნობადი ვარსკვლავები, რომელთაც მეგობრები არ ყავთ ● ვარსკვლავები, რომლებმაც სიყალბით მოიპოვეს პოპულარობა 2039 20-ს მოსწონს
|