სხვა პირველადი დახმარებები, რომლებიც გამოიწვევს ცუდ შედეგებს. აღარ გაიმეოროთ ისინი! 2017, 18 სექტემბერი, 8:50 საგანგებო სიტუაციებში, პირველი რაც გვახსენდება, ეს მეგობრებისა და ახლობლების, უკვე დიდი ხნის წინათ დამკვიდრებული რჩევებია, რომლებიც სინამდვილეში შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.
![]() იმისათვის, რომ სამწუხარო შედეგები აიცილოთ თავიდან, ნუ გაითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს და დაუჯერეთ ექსპერტების რჩევებს, რომლებსაც სწორედ დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ. ● ყინულის დადება დაჟეჟილ (დაზიანებულ) ადგილას. ![]() რატომ არ შეიძლება: მოგეხსენებათ, რომ ყინულის დადება მხოლოდ იმ შემთხვევისთვისაა, როდესაც ამას გემატომის გაწოვის აუცილებლობა მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოყინვა მოხდეს. როგორ მოვიქცეთ: ყინულსა და სხეულს შორის შექმენით ბარიერი, ჩადეთ ის ქსოვილის ტომარაში და მხოლოდ 20 წუთით დაიდეთ დაზიანებულ ადგილას. შემდეგ შეისვენეთ 20 წუთით და კვლავ 20 წუთით დაიდეთ ყინულის ტომარა. რამდენიმეჯერ თუ გაიმეორებთ, დადებითი შედეგი არ დააყოვნებს. ● ძმრიანი და არყიანი საფენები მაღალი სიცხის დროს. ![]() რატომ არ შეიძლება: ძმარი და ალკოჰოლი ადვილად შეიწოვება კანიდან სისხლში, რაც გამოიწვევს მოწამვლას. ეს პროცედურა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. როგორ მოვიქცეთ: მაღალი ტემპერატურის დროს (39 გრადუსი) უმჯობესია თუ ავადმყოფი მიიღებს მეტი რაოდენობით წყალს, ოთახში კი რეკომენდებულია გრილი ჰაერი (16-18 გრადუსი), ამიტომ ხშირად ანიავეთ ის. ● გონება დაკარგული ადამიანის წამოყენება ![]() როგორ მოვიქცეთ: გონებადაკარგულ ადამიანს ფეხები აუწიეთ ზევით და შეუხსენით მჭიდრო ტანსაცმელი. გონზე მოსვლის შემდეგ კი ეგერევ ნუ წამოაყენებთ. ● დამწვრობაზე კეფირისა და მაწვნის გამოყენება. ![]() როგორ მოვიქცეთ: დამწვარი ნაწილი გაიგრილეთ წყლის ქვეშ 15 წუთით. თუ წარმოიქმნა ფისტულები, (ბუშტუკები) ნუ გახეთქავთ მათ, რადგან ამით ჭრილობას კარს გაუღებთ ინფექციებისთვის. ● ნაღრძობი ფეხის შალით შეფუთვა. ![]() როგორ მოვიქცეთ: ამ დროს გამოიყენეთ ცივი კომპრესი, რომელიც ჩააქრობს ანთებას და გაგათავისუფლებთ ტკივილისგან. ● ნებისმიერი მოწამვლის დროს ნაძალადევი ღებინება. ![]() როგორ მოვიქცეთ: მსგავს სიტუაციაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფოს. თუ ღებინება გარდაუვალი გახდება, არ გამოიყენოთ ამისათვის მანგანუმი, სოდა და რძე, მხოლოდ და მხოლოდ თბილი წყალი. ● თვალში მოხვედრილი მტვრის თითებით ამოღება. ![]() როგორ მოვიქცეთ: თუ ქიმიური ნივთიერება შეგეყარათ თვალში, სასწრაფოდ გამოიბანეთ წყლით, ასევე ამ და სხვა შემთხვევების დროს აიხვიეთ მტკივანი თვალი დოლბანდით და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. (ნუ დაისრისავთ თვალებს ხელით) ● ჭრილობიდან ზედმეტი "ნაწილების" ამოღება. ![]() როგორ მოვიქცეთ: რაც არ უნდა წარმოუდგენელად გამოიყურებოდეს დაშავებული ჭრილობაში დანით ან შრაპნელით, უმჯობესია ასე დარჩეს უახლოეს საავადმყოფომდე მისვლამდე ან სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. ● ჭრილობაზე მალამოს წასმა. ![]() როგორ მოვიქცეთ: დაიაბანეთ ჭრილობა გრილი წყლითა და საპნით, შეიმშრალეთ და დაიდეთ მშრალი სახვევი. P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ. იხილეთ აგრეთვე: ● ჭამის შემდეგ აღარასოდეს მოიქცეთ ასე... ● სხეულის ნაწილის ამ 5 რაღაცას არასოდეს შეეხოთ! რადგან... ● სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება ● ჯანსაღი ჩვევები, რომლებიც რეალურად ზიანს გაყენებთ. მოიშორეთ ისინი! ● როგორ მოვიქცეთ ჭამის შემდეგ? 3 აუცილებელი პირობა 594 18-ს მოსწონს
|