მაკიაჟი და ვარცხნილობა თმის მოვლა სახლის პირობებში 2012, 16 ივნისი, 13:43 ![]() მოვლა ჭირდება ეს კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ არსებობს რამოდენიმე მეთოდი როგორ უნდა მოვუაროთ თმას სახლის პირობებში მინიმალური დანახარჯით.შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ და იაფ თმის მოვლის საშუალებასა და რჩევას. #1თუ გაქვთ სწორი თმა და გინდათ ტალოვანი გახდეს დაბანის შემდეგ ერთი სუფრის კოვზი მარილი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და გადაივლეთ თმაზე, შემდეგ აიწიეთ კოსა და დაიძინეთ.დილით თითებით დაივარცხნეთ თმა. ![]() #2ჩემი რჩევაა არ დაიბანოთ თავი ყოველდღე, რადგან ყოველდღე თმის დაბანა აშრობს, როგორც თმას ასევე თავის ქალას.რაც შემდეგ იწვევს ქერტლს.კვირაში 2-3 ჯერ დაბანა საკმარისი იქნება. #3შეეცადეთ ხშირად არ გაიშროთ თმა ფენით.ცხელი ჰაერის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება დაგიწვათ თმა და გაგიყოთ ბოლოები (აქვე პატარა ისტორია ფენი გამოიგონა ფრანგმა.ალექსანდრე გოფროუმ 1897 წელს.) #4ზეითუნის ზეთი არის ერთი-ერთი საუკეთესო მეთოდი თმის მოსავლელად.ზეითუნის ზეთის ნიღბის სახლის პირობებში მომზადების რამოდენიმე მარტივი წესს გეტყვით. წესი1)შეიზილეთ ზეითუნის ზეთი თავის კანზე გაიჩერეთ 20-25 წუთის განმავლობაში.შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.წესი2) ორი კვერცხის გული ათქვიფეთ, შეურიეთ 4-5 (თმის სიგრძის მიხედვით) სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.ნიღაბი გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში.შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.წესი3)3 კოვზი ზეითუნის ზეთი შეურიეთ 3 კოვზ ლიმნის წვენს.შეიზილეთ თმის ძირებში და 2 წუთში ჩამოიბანეთ. #5)რეკომენდირებულია თვეში ორჯერ მაიონეზის ნიღბის გაკეთება თმაზე.მაიონეზი საუკეთესო ბალზამია, ასევე კვებავს თმას და მატებს ბზინვარებას. ![]() მოითხოვს.ხვეული თმა თითქმის არ ბზინავს, გაყოფილია ბოლოები და მიდრეკილია სიმშრალისაკენ.ხვეული თმის დასამორჩილებლად გამოიყენეთ აბუსალათინის ზეთი.წაისვით მშრალ, დასაბან თმაზე და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.ეს ნიღაბი კეთდება დღეგამოშვებით. #7 ეს არის თაფლისა და ბანანის ნიღაბი.2ცალი ბანანი და 2 სუფრის კოვზი თაფლი აურიეთ.მას დაამატეთ ერთი ჭიქა იოგურტი და შეიზილეთ თმაში 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და გადაივლეთ თმის ბალზამი.თაფლი აღადგენს თმას ხოლო ბანანი კვებავს მას. #8 ასევე ძალიან სასარგებლოა თაფლი და ლიმონი ერთად.1 სუფრის კოვზი თაფლი და ერთი ლიმნის წვენი შეურიეთ ერთმანეთს.წაისვით მშრალ თმაზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ![]() #9ერთი ჭიქა ლუდი და ერთი ჭიქა ჭინჭრის ნარევი გადაივლეთ დაბანილ თავზე.ძალიან სასარგებლოა ყველა ტიპის თმისათვის და ბოლოს #10 ერთი კვერცხის გული გახსენით ლუდში და დაიბანეთ თავი ამ მასით.აღადგენს და გააჯანსაღებ თმას;) წარმატებებს გისურვებთ... იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევები 17731 8-ს მოსწონს 1-ს არა
|