x
image
ციცი
Mediator image
ამერიკელ მილიარდელ თაღლითს 110 წელი მიუსაჯეს



image
14 ივნისს Houston-ის სასამართლომ, 62 წლის მილიარდელი, ალენ სტენფორდი გაასამართლა. მას თაღლითობაში ედება ბრალი და სასამართლომ 110 წელი მიუსაჯა. სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია პროკურატურის დასკვნა, რომლის თანახმადაც ალენმა უკანონოდ მიითვისა დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი, რომელიც ბანკ Stanford International ინვესტორის კუთვნილება იყო. საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მითვისებული ფულით სტენფორდი ცხოვრობდა მდიდრულად, აწარმოებდა სხვადასხვა სახის ბიზნეს პროექტებს და ასევე მოსყიდული ჰყავდა ამერიკის მარეგულირებელი ორგანოების თანამდებობის პრები, რომელთაც პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 2009 წელს. იგი ნებაყოფლობით ჩაბარდა ხელისუფლებას. მილიარდერი ფიქრობდა, რომ მას არ მიუსჯიდნენ ბევრს, ამერიკული საზოგადოებისთვის გაწეული წვლილის გამო, მაგრამ იგი შეცდა. რეალური განაჩენი ბევრად უფრო მკაცრი აღმოჩნდა ვიდრე მოელოდა. გარდა ამისა, ჟურნალისტების მინიშნებებმა, რომ იგი დაკავშირებული იყო მექსიკის ნარკობიზნესთან, სტენფორდი შოკში ჩააგდო. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, დაპატიმრების დროს სტენფორდის თანხა შეადგენდა 2, 2 მილიარდ დოლარს და იგი დიდი რეპუტაციით სარგებლობდა მეცენატებს შორის. სტენფორდის ფინანსური პირამიდა შეიძლება ჩაითვალოს სიდიდით მეორედ ამერიკის ისტორიაში ბერნარდა მედოფის შემდეგ, რომელმაც ინვესტორებს გამოძალა 65 მილიარდი დოლარი.

15
494
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
494
  
2013, 31 ივლისი, 18:18
კარგი სტატიები გაქვს ციცი :))
2013, 31 ივლისი, 18:17
გამარჯობათ,ვარ ადვოკატი და ვეძებ პარტნიორს საადვოკატო ოფისის ჩამოსაყალიბებლად ,სასურველია სისხლის სამართლის სპეციალისტი...მსურველები დამიკავშირდით https://www.facebook.com/pages/ადვოკატი/527908457233228?ref=hl
2013, 31 ივლისი, 18:16
გამარჯობათ,ვარ ადვოკატი და ვეძებ პარტნიორს საადვოკატო ოფისის ჩამოსაყალიბებლად ,სასურველია სისხლის სამართლის სპეციალისტი...მსურველები დამიკავშირდით https://www.facebook.com/guladiabzhandadze
2012, 26 ივნისი, 1:32
უნდა თუ არა, 172 წლამდე აცოცხლებენ:):):)ისე,დაახლოებით მსგავსი რამე მოხდა საქართველოშიც, 60 წლის კაცს 40 წელი მიუსაჯეს და ბოლო სიტყვაში სასამართლოს და პროკურატურას მადლობა გადაუხადა,თქვენი ხათრით სასჯელის მოხდამდე უნდა ვიცოცხლო და სიცოცხლე რომ გამიხანგრძლივეთ, ჩემი მოიდგმა არ დაგივიწყებთო:):):)
2012, 17 ივნისი, 18:05
7 მილიარდი მომცა და ისე კარგად დავხარჯავ :D
2012, 16 ივნისი, 13:24
შენ ეგა თქვი:D
2012, 16 ივნისი, 13:22
თუ ვერ ხარჯავ რაღად გინდა? :D
2012, 16 ივნისი, 13:22
ხო იცი რაც მეტი გაქვს უფრო მეტი გინდა, სიღორემ დაღუპა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10