x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ერთს რგებს, მეორეს ვნებს» – გაიგეთ სრული სიმართლე კბილის პასტების შემადგენლობის შესახებ

image


ადამიანების უმრავლესობა, კბილის პასტის არჩევისას, ყურადღებას არ აქცევს მის შემადგენლობას. უბრალოდ, მიდიან მაღაზიაში ან აფთიაქში, პოულობენ შესაფერის თაროს და ყიდულობენ პასტას:
I. რომელიც მათ ბიუჯეტს შეესაბამება;
II. გემო მოსწონთ;
III. წინა დღეს ნახეს რეკლამაში.
ყოველდღიურად, ჩვენ უამრავ სარეკლამო რგოლს ვუყურებთ, რომელშიც სხვადასხვა სახის კბილის პასტის გამოყენებით, კბილების გათეთრებას, კარიესის აღმოფხვრას და ღრძილების განკურნებას გვთავაზობს. მაგრამ, ამ პასტების შემადგენლობაში, დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერება რომ არის და ორგანიზმისთვის, მათი მავნებლობის შესახებ, არავინ არაფერს გვეუბნება.
საერთოდ, საკმარისია შევხედოთ კბილის პასტას შეუიარაღებელი თვალით, მაშინვე მივხვდებით — რომ რაღაც წესრიგში არ არის… გაურკვეველი ქიმიური შენაერთების სახელების გაცნობის შემდეგ, ქიმიის გაკვეთილები გვახსენდება. მაგ., ნატურალური, პასტის შემადგენლობაში, მხოლოდ რომელიმე მცენარე შეიძლება იყოს, ისიც 0, 001%-ის ოდენობით. კბილის პასტის უმრავლესობის ქიმიური შემადგენლობა კი ასეთია:

image ნატრიუმის ლაურილსულფატი (sodium lauryl sulfate, SLS)

imageამ ნივთიერებას კბილის პასტების 99% შეიცავს.
ნატრიუმის ლაურილსულფატი — ეს იგივეა, რაც ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (anionic surfactants), რომლებიც სარეცხი ფხვნილების შემადგენლობაში შედის. სწორედ ამ ნივთიერების დამსახურებაა, კბილის პასტა მომენტალურად ქაფდება და კბილებსაც სწრაფად ასუფთავებს.
შენიშვნა: აღნიშნული ნივთიერება, ასევე შედის შამპუნების, შხაპის გელების, აბაზანის ქაფის და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების გამწმენდი საშუალებების შემადგენლობაში.
ზედაპირულად აქტიური ნივთიერება აგრესიულად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ის ორგანიზს ზიანს აყენებს მაშინაც კი, თუ სარეცხი ფხვნილის შემადგენლობაშია. სარეცხის გავლებისას, ქსოვილის ბიჭკოებში გროვდება და მისი გამორეცხვა არ ხდება. ხოლო შემდეგ, კანის ფორების გავლით, ქსოვილიდან ორგანიზმში გადადის, სისხლის მეშვეობით, მთელს ორგანიზმს ედება და შინაგან ორგანოებში: ღვიძლის, ფილტვების, გულის და განსაკუთრებით, ტვინის ქსოვილებში ილექება. შედეგად, ადამიანის იმუნური სისტემის დსუსტება ხდება, რაც თავის მხრივ, სხვადასხვა სახის დაავადების და ალერგიის მიზეზი ხდება.
მოდით დავფიქრდეთ! თუ ასეთი შედეგი არაპირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში (ქსოვილიდან კანის გავლით შესვლა) მიიღება, მაშინ რა ხდება, როდესაც ჩვენ, ფაქტიურად, ვჭამთ ამ ტოქსიკურ ნივთიერებას?! არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ პირის ლორწოვან გარსს საკვების შეწოვის თვისება აქვს. რა თქმა უნდა, აღნიშნული ნივთიერება კბილის პასტაში უფრო ნაკლებია ვიდრე ფხვნილში, მაგრამ რაც არის, იმის შეწოვა მომენტალურად ხდება (პირის ღრუში არსებული ნივთიერების სისხლში გადასვლის დრო 30 წამს არ აღემატება)!
ალბათ, უმრავლესობა იტყვის, რომ თუ ყოველდღიურად ტოქსიკური ნივთიერება ხვდება ჩვენ ორგანიზმში, აქამდე ყველანი დახოცილი თუ არა, მძიმე სენით დაავადებულები უნდა ვიყოთო. მაგრამ, ჩვენი ორგანიზმი ისე არის მოწყობილი, რომ მას თვითაღდგენა და შინაგან გამანადგურებლებთან ბრძოლა შეუძლია. ამიტომ, ორგანიზმს გარკვეული რაოდენობის სახიფათო ქიმიური ნივთიერებები გარეთ გამოჰყავს. მაგრამ, ჯერ ერთი – SLS სრულად გამოყვანა შეუძლებელია და გარკვეული ნაწილის დალექვა ქსოვილებში ხდება. და მეორე, ქიმიკატებთან ბრძოლა ორგანიზმს ექსტრემალური შემთხვევების დროს შეუძლია და ის არ არის შექმნილი იმისთვის, რომ გამუდმებით შხამები გამოყოს.
კბილებს კი ჩვენ, სისტემატურად, დღეში 2-ჯერ ვიხეხავთ!
ამრიგად, ნატრიუმის ლაურილსულფატი — სახიფათო ტოქსიკური ნივთიერებაა. აირჩიეთ კბილის პასტა, რომლის შემადგენლობაში «sodium lauryl sulfate» არ არის. ნივთიერება, პასტის შემადგენლობის ჩანონათვალში, ასევე შესაძლებელია, «SLS free» სახელით იყოს დაფიქსირებული.

imageნატრიუმის კოკო-სულფატი (Sodiun coco sulphate, SCS)

imageნატრიუმის კოკო-სულფატი — ეს იგივე ზედაპირულად აქტიური ნივთიერებება არის. ამასთან, ეს ნივთიერება, ე. წ. ნატურალური და ბუნებრივი კბილის პასტების უმრავლესობაში შედის. რაც სიცრუეზე დაფუძნებული მარკეტინგული სვლა არის, რომელსაც პასტის მწარმოებელი კომპანიები იყენებენ. საქმე იმაშია, რომ სიტყვა «კოკო-სულფატი», მომხმარებელში, ქოქოსის ასოციაციას იწვევს, ხოლო ქოქოსი რომ ნატურალურია და სასარგებლო — ყველამ იცის! მაგრამ, ამ ნივთიერების წერმომავლობის დეტალურად განხილვის შემდეგ, მივხვდებით, რომ ის იგივე ნატრიუმის ლაურილსულფატია, ყველა შესაძლო შედეგით…
ნატრიუმის ლაურილსულფატსაც ქოქოსისგან ამზადებენ, მაგრამ ის ამის გამო, ნაკლებად მავნებელი არ არის ორგანიზმისთვის. ხსენებული ნივთიერება ქოქოსის შემადგენლობაში არსებული ლაურინის მჟავისგან მზადდება. შემდეგ, მას გოგირდმჟავას და ნატრიუმის კარბონატს უმატებენ და ასე მიიღება ნატრიუმის ლაურილსულფატი.
რაც შეეხება ნატრიუმის კოკო-სულფატს, მისი საწყისი ნედლეულიც ქოქოსი არის, მაგრამ არა ლაურინის, არამედ სხვა მჟავები. მასაც ასევე უმატებენ გოგირდმჟავას და ნატრიუმის კარბონატს და ასე მიიღება — ვითომ, ნატურალური ნატრიუმის კოკო-სულფატი. რეალურად — ეს ნივთიერება, თვისებებით, ძალიან ახლოს არის ლაურილსულფატთან! კოკო-სულფატი — არსებითად, უკვე ცნობილი ნატრიუმის ლაურილსულფატის და კიდევ რამდენიმე ნივთიერების (ნატრიუკის კაპრილიკ სულფატი, ნატრიუმის ოლეურის სულფატი, ნატრიუმის სტეარილ სულფატი და ა. შ.) ნაზავი არის.

imageფტორი (fluoride)

imageის რომ კბილის პასის შემადგენლობაში ფტორი შედის, ყველასთვის ცნობილია. ბოლო წლებში, ხშირად საუბრობენ ფტორის გადაჭარბებული დოზებით მიღების მავნებლობის შესახებ!
კბილის პასტებში, კარიესის პროფილაქტიკისთვის, ფტორის დამატება გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყეს, როდესაც ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფტორს კბილის დაზიანებული ემალის აღდგენა შეეძლო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის, როგორც ამბობენ, «ერთს რგებს, მეორეს ვნებს»: დიდი რაოდენობით ფტორს უკუეფექტის გამოწვევა შეუძლია — უფრო კონკრეტულად კი, ემალის დაშლას, სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებს, თირკმელებში კენჭის გაჩენას და ძვლის ქსოვილების დაშლას (ოსტეოპოროზი და ძვლის სიმსივნე) იწვევს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ფტორს ასევე შეუძლია ტვინის ქსოვილების დაშლაც გამოიწვიოს ანუ ალცჰეიმერის დაავადების და ჭკვასუსტობის სხვა ფორმების განვითარებას შეუწყოს ხელი.
ფტორის დღიური რეკომენდირებული დოზები კი ასეთია:
ზრდასრული ადამიანისთვის — 1, 5 – 2 მგ.
ბავშვისთვის 4-დან – 16-წლამდე — 1 მგ.
ბავშვისთვის 1-დან – 3-წლამდე — 0, 7 მგ.
პატარებისთვის 1 წლამდე — 0, 5 მგ.
ჩვილი ბავშვებისთვის 6 თვემდე, ფტორი საერთოდ არ შეიძლება.
imageდა აქ ისმის კითხვა: რა, თუ არა კბილის პასტა?
პასუხი კი ასეთია: მარილი! კბილის პასტის ჩანაცვლება მარილით შეიძლება.


გაგრძელება

image

0
224
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0