ერთადერთი მოდელი მსოფლიოში, რომელიც ხიჯაბით გამოდის პოდიუმზე
2017, 13 სექტემბერი, 13:54
მოდელების რელიგიური მრწამსი, როგორც იცით, ნაკლებად აინტერესებს მოდის სახლებს და მათ მესვეურებს. ამიტომაც მათთვის სასურველ მოდელებს როცა ირჩევენ, არანაირ ყურადღებას არ აქცევენ მოდელების რელიგიურ მრწამსს. თუმცა აღმოჩნდა მსოფლიოში ერთადერთი გამონაკლისი–მოდელი, რომელიც ხიჯაბის გარეშე პოდიუმზე გამოსვლაზე ვერავინ ვერ დაითანხმა. საუბარია ხალიმა ადენზე–ერთადერთ ხიჯაბიან მოდელზე მსოფლიოში. მან დაიპყრო ფეშენ–ინდუსტრია, მოდელი არცერთ ჩვენებაზე არ იხდის თავსაბურავს. გოგონა ერთადერთი მოდელია ასევე მსოფლიოში, რომელიც დევნილიდან ვარსკვლავად იქცა. ხალიმა დაიბადა ლტოლვილთა ბანაკში, რომელიც კენია–სომალის საზღვარზე იყო განლაგებული, სომალსა და კენიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო ლტოლვილების დიდი ნაკადის მისაღებად და დასაბინავებლად. 7 წლის ასაკში გოგონა მშობლებთან ერთად ცხოვრების უფლებით მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხალიმა–ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ოცნებების ახდენა მონდომების შედეგად განხორციელებადია. მთავარი–ტალანტი და მუყაითობაა. ხალიმა რელიგიურ წეს–ჩვეულებებს იცავს და ამას იდეალურად უთავსებს მოდელის კარიერას.