ტერაქტში თემურ მახაურთან ერთად უკრაინელი მოდელი დაზარალდა-აფეთქების შედეგად მან ცალი ფეხი დაკარგა
როგორც ცნობილია, გუშინ კიევის ცენტრში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური შეეწირა. ის ასევე ცნობილი იყო ალი ტიმაევისა და რუსლან პაპასკირის სახელითაც.
გავრცელებული ინფორმაციით, მახაურთან ერთად ავტომობილში ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვან ბიჭუნასთან ერთად იმყოფებოდა.ცნობილი გახდა მისი ვინაობა.
იგი გახლავთ ცნობილი უკრაინელი მოდელი, Dior-ის სახე ნატალია კოშელი.
ტერაქტის შედეგად ნატალიამ ფეხი დაკარგა, ამჟამად მის სიცოცხლის გადასარჩენად კიევის #17 საავადმყოფოს მედიკოსები იბრძვიან.
![ტერაქტში თემურ მახაურთან ერთად
უკრაინელი მოდელი
დაზარალდა-აფეთქების შედეგად მან ცალი
ფეხი დაკარგა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201709/201709091326176227.jpg)
რაც შეეხება მცირეწლოვან ბიჭუნას, 6 წლის ანტონს, იგი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.
![ტერაქტში თემურ მახაურთან ერთად
უკრაინელი მოდელი
დაზარალდა-აფეთქების შედეგად მან ცალი
ფეხი დაკარგა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201709/201709091327256227.jpg)
უკრაინული პრესის ინფორმაციით, თემურ მახაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის და შემდეგ უკრაინაში ოდესის პოლიციის ყოფილი ჩინოსნის, გიორგი ლორთქიფანიძის პირადი მეგობარი და ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო.იმავე უკრაინული პრესის ინფორმაციით მახაური თურქეთში მცხოვრები ჩეჩნური თემის საქმეებში აქტიურად იყო ჩართული და რუსეთის აგენტურის შესახებ ფლობდა ინფორმაციას. ასე, რომ როგორც ჩანს რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ის არასასურველი ფიგურა იყო.
![ტერაქტში თემურ მახაურთან ერთად
უკრაინელი მოდელი
დაზარალდა-აფეთქების შედეგად მან ცალი
ფეხი დაკარგა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201709/201709091330496227.jpg)
ასევე რუსული პრესა მახაურს ჩეჩნეთის რესპუბლიკის რამზან კადიროვის პირად მტრად მოიხსენიებს.
![ტერაქტში თემურ მახაურთან ერთად
უკრაინელი მოდელი
დაზარალდა-აფეთქების შედეგად მან ცალი
ფეხი დაკარგა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201709/201709091331256227.jpg)