ფოტოგრაფია 10 ყალბი ფოტო, რომელმაც ინტერნეტში დიდი ხმაური გამოიწვია 2017, 12 სექტემბერი, 8:58 «ნუ დაუჯერებ საკუთარ თვალებს», — ეს არის ფოტოშოპის დევიზი. ბოლო დროს, სოც. ქსელებში ამ პროგრამაში «შედევრად» ქცეული უამრავი ფოტო «ტრიალებს», რომელიც ინტერნეტის მომხმარებლის ყურადღებას იქცევს და განხილვის საგანი ხდება: 1. «ბავშვის ფეხი ფეხმძიმე ქალის მუცელში» სიმართლე ის არის, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან საშვილოსნოს შიდა ნაწილსა და მუცლის ზედაპირს შორის კუნთოვანი ფენებია. 2. «სტივენ სიგალი «რქებს» უკეთებს ვ. პუტინს»ხმაურიანი «რქებიც» ფოტოშოპში არის მიხატული. 3. «სველი და გაბრაზებული კოალა» კოალა ნამდვილად სველი და გაბრაზებულია, მაგრამ პირი-ხახა ძაღლისა აქვს. 4. «სუპერმთვარე რიო დე ჟენეიროს თავზე»აქაც ვიღაც ფოტოშოპში გაერთო და მას ზოგიერთებმა დაუჯერეს კიდეც. 5. «ასე იღებდნენ კინოკომპანია Metro Goldwуn Maуer-ს სარეკლამო ჭრას (Opening)»ეს ფოტომონტაჟია! სიმართლე კი ის არის, რომ ლომი კლინიკაში გამოკვლევაზე მიიყვანეს.
პირველად კინოფირშემოხვეული ლომი, დევიზით «Аrs gratia artis» («ხელოვნება ხელოვნებისთვის»), მაყურებელმა 1916 წელს იხილა. ეს ლომი «The Silent Lion» (მდუმარე ლომი)-ს სახელით არის ცნობილი — იმ წლებში კინო ჯერ კიდევ მუნჯი იყო. 1923 წელს კომპანიების Goldwyn Pictures და Metro Pictures Corp-ის გაერთიანება მოხდა და შეიქმნა Metro-Goldwyn Pictures Corporation და ერთი წლით, ცოცხალი ლომი მისი ქანდაკებით ჩაანაცვლეს. ეს ლომი ისტორიაში «The Lion Statue» სახელით შევიდა. 1924 წელს, როდესაც კომპანია Metro-Goldwyn-Mayer (Metro-Goldwyn Pictures Corporation გაერთიანდა Louis B. Mayer Productions) შეიქმნა და ხელმძღვანელობამ ისევ ცოცხალი ლომის ლოგოტიპი დააბრუნა. ასე შეიქმნა კომპანია MGM-ს პირველი და უკვე ოფიციალური ლოგოტიპი, რომელშიც ლომი სახელად სლეტსი «Slats the Lion» მონაწილეობდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Slats-ი რამდენიმე წლის მანძილზე, ქვეყნის მასშტაბით, გასტროლებზე დადიოდა, კომპანია MGM-ს სარეკლამო ტურეს ფარგლებში! მოგზაურობის დროს, ლომი ორ სარკინიგზო ავარიას, მისისიპის შტატში მომხდარ წყალდიდობას, კალიფორნიის მიწისძვრას, ხანძარს და ავიაკატასტროფას გადაურჩა. ეს ფოტო დადგმულია, ხოლო ბიჭი – ფოტოგრაფის ნათესავი არის. 7. «თვითმფრინავი Air France 447 ფოტოსურათი, რომელმაც ავიაკატასტროფა ატლანტიკის ოკეანის თავზე 2009 წ. განიცადა» სინამდვილეში, ეს არის კადრი, სერიალიდან «დაკარგულები». 8. «ცუნამი ინდოეთის ოკეანეში. 2004 წ.» ამ ფოტოზე ჩილეს სანაპირო ხაზია, ფოტოშოპში გადიდებული ტალღებით. 9. «პეკინში განთიადს მხოლოდ ეკრანზე ხედავენ, რადგან ქალაქში საშინელი სმოგი არის» მართალია, ეს ბანერი მართლაც პეკინში, ტიანანმენის მოედანზე არის. მაგრამ, ის კრეატიული რეკლამის ნაწილია და მთელი წლის მანძილზე მუშაობს. 10. «მამაკაცი I მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების ნიღბებს აკეთებს» მართალია, ეს მამაკაცი ნიღბებს მართლაც აკეთებდა, მაგრამ არა დაღუპულების, არამედ ცოცხლად დარჩენილების – ის მეუმრების ომში დასახიჩრებული სახეების ასლებს აკეთებდა, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თუ რა შედეგები მოაქვს ომს, მასში მონაწილე ადამიანებისთვის. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * ნუ დაიჯერებთ ყველაფერს... 10 ცნობილი ფოტო, რომელიც ყალბი აღმოჩნდა * XIX საუკუნის „ფოტოშოპი“ * 15 რეკლამა, რომლის ნახვა მეორედ მოგინდებათ * რატომ არ უნდა დავუჯეროთ, ინტერნეტში გამოქვეყნებულ ექსტრემალურ სურათებს. არც ფოტოშოპი, არც სიმართლე * «ყველაფერი, რაც ბზინავს, ოქრო არ არის» – როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს სინამდვილეში * ფოტოშოპი ნულიდან. საბაზო კურსი (ელ. წიგნი) 973 9-ს მოსწონს
|