საზოგადოება როგორ დაიკლო დევიდ სმიტმა 186 კილო 2012, 16 ივნისი, 0:17 ამ სტატიაში ნახავთ, თუ როგორ მოახდინა დევიდ სმიტმა პატარა სასწაული. დევიდ სმიტი, ცნობილია მთელი მსოფლიოსთვის, როგორც ადამიანი, რომელმაც მოახდინა სასწაული და დაიკლო 186 კილო. 26 წლის ასაკში დევიდ სმიტი დამოუკიდებლად 200 მეტრსაც კი ვერ გადიოდა, მაგრამ მან მაინც შეძლო 186 კილოს დაკლება. დევიდ სმიტი დედაზე დამოკიდებულ ბიჭუნად იზრდებოდა და ეს დამოკიდებულება მოზრდილ ასაკშიც შემორჩა, მაგრამ დედას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მალევე გარდაიცვალა. ეს ფაქტი დევიდისათვის ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. მას დაეწყო ფსიქოლოგიური პრობლემები და მათ დასაძლევად ძალიან ბევრს ჭამდა. დევიდ სმიტმა გადაწყვიტა ფიზიკური ვარჯიში დაეწყო. მან ოთხ წელიწადში განსაცვიფრებელ შედეგს მიაღწია, მაგრამ სკალპელის ქვეშ წოლა მაინც მოუწია ზედმეტი კანის მოსაცილებლად, რომელიც გახდომის შემდეგ დარჩა. ქირურგებმა დაახლოებით ათი კილოგრამით ზედმეტი კანი მოაშორეს. მართალია, მთელი სხეული დასერილი აქვს, მაგრამ დევიდი დღეს თავს ბედნიერად გრძნობს და საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს. მე საერთოდ არ მესმის ადამიანმა 268 კილოს, როგორ უნდა მიაღწიოს, მაგრამ ამ კაცმა ეს შეძლო და ასევე შეძლო 186 კილოს დაკლება. ( ზოგი 5 კილოს ვერ იკლებს :D). ყოჩაღ ამ ადამიანის ნებისყოფას. მთავარია ადამიანმა მოინდომოს და ყველაფერი შესაძლებელია. 647 16-ს მოსწონს
|