x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ფულზე გაყიდული დედობა თუ სიკეთე? თქვენ რა აზრის ხართ სუროგაციაზე?
დედობა არის გმირობა, ღირსება ქალისა, მიუხედავად იმისა, რომ დედის ინსტიქტი ყველა ქალს არ გააჩნია. კრიტიკა და დისკუსია გამუდმებით ხდება ამ საკითხზე, ხშირად ვაუბრალოებთ და ვაუფასურებთ დედების შრომას, და დაუძლეველ წინააღმდეგობებს ვუქმნით იმ ქალებს, რომლებსაც ადვილად არ გამოსდით დედობრივი მოვალეობების განხორციელება. რა უფრო უარესია, ის, რომ დედები აბორტს (ორსულობის შეწყვეტა) იკეთებენ და ამ გზით იშორებენ შვილს (სქესის, მატერიალური პირობების და სხვა ფაქტორების გამო), თუ ქალები, რომლებიც ფულზე ყიდიან დედობას? დღევანდელ სტატიაში სუროგაციაზე ვისაუბრებთ.


image


სუროგაცია დღეს ფართოდ გავრცელებული, ქალისთვის ერთ–ერთი მარტივი გზაა ფულის ადვილად საშოვნელად– სწორედ ასე აკრიტიკებს საზოგადოების დიდი ნაწილი ფულზე გაყიდულ ან უბრალოდ სიკეთის მკეთებელ დედებს. ვიცით, რომ უშვილო წყვილისთვის სუროგატი დედა არის უბრალოდ ჭურჭელი, მისი საშვილოსნო გამოიყენება ბავშვის იმპლანტაციისთვის, რომელსაც ცხრა თვე მუცლით ატარებს და ამ ქვეყნად მოვლენის წამიდან "ბიოლოგიურ მშობლებს" გადასცემს. სუროგატი დედობა რთული გადაწყვეტილებაა და ქალები გადიან ფსიქოლოგიურ და სამედიცინო ტესტირებას იმის დასადასტურებლად, რომ მზად არიან დაეხმარონ უშვილო წყვილებს, გახდნენ მშობლები და ბავშვის გენეტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ.


image




როგორც ხედავთ, დიდი დანაშაული არ მიუძღვით ქალებს, რომლებიც ამხელა სიკეთეს იჩენენ იმ წყვილების მიმართ, რომელთაც წლების მანძილზე კლავთ სურვილი გახდნენ მშობლები, ეს ხომ სიკეთის ტოლფასია და განსხვავდება იმ ქალებისგან, რომლებიც ჩვილებს ბუნკერთან, ბავშვთა სახლებში ტოვებენ, ან სულაც იკეთებენ აბორტს.


სუროგაცია– ფულზე გაყიდული დედობა თუ სიკეთე, საზოგადოების ერთ–ერთი გნკითხვადი თემაა. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა მოეშვას თუ არა საზოგადოება სუროგატი დედების დადანაშაულებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 15000–დან 30000$–მდე თანხას იღებენ ამის სანაცვლოდ?!


image




სტატიის ავტორი: მეამეა




7
77
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
77
  
2017, 6 სექტემბერი, 15:27
ჩემთვის ორივე ერთია მაკა, ერთი კლავს და მეორე ყიდის. :((((
2017, 6 სექტემბერი, 15:13
რა ამოძრავებთ არ ვიცი, მაგრამ აბორტის მკეთებელ და ბავშვთა სახლში მიყრილ დედებზე მეტ პატივს სუროგატ დედებს ვცემ, ისინი ქმნიან და არა ანადგურებენ.
2017, 6 სექტემბერი, 15:05
ეს მედლის მეორე მხარეა მაკა, კანონმდებლობაა შესაცვლელი, თუ უცხოელებზე შეიძლება ნებართვის გაცემა საქართველოს მოქალაქეებისათვის უფრო უნდა იყოს ეს პროცესი გამარტივებული.
ახლა ბავშვის "დროებითი აღზრდის" ბუმია, ფულის გამო 2–3 ბავშვი მიჰყავთ სახლში.
არა მგონია გამოყოფილ თანხის თუნდაც 50%–ს ვინმე ახმარდეს მერე ამ ბავშვებს.
"გამორჩენა+სარგებელი"–აი ეს ამოძრავებთ ძირითადად.
2017, 6 სექტემბერი, 14:36
აიყვანონ?! იცი გუჯა ბავშვის აყავნაის პროცედურები როგორი რთული, გაწეილილი და უიმედოა?! წლები არიან რიგში ის წყვილები, რომლებმაც ხელოვნური გზით 3–4–ჯერ უშედეგო მცდელობის შემდეგ ბავშვის აყვანის გზას მიმართა და ამასობაში 15–16 წელი გავიდა, რა მოხდა თუ კი სუროგაციის გზით ეყოლებათ მათ შვილი? მეუღლის 2 ძმაკაცი და ჩემი ბიძაშვილი წლებია უშვილობით იტანჯება. :(
2017, 6 სექტემბერი, 14:10
აიყვანონ შვილი, გაზრდაშია სიყვარული, თორემ ნაშიერს ცხოველიც ბადებს...
2017, 6 სექტემბერი, 14:03
ჩემი აზრით, ეს არც სიკეთეა და არც დანაშაული, ამაზე მიდის ერთი მხრივ ქალი, რომელსაც გამოუვალი მდგომარეობა აქვს და მეორე მხრივ ოჯახი, რომელსაც ყველანაირი იმედი გადაწურული აქვს. როგორ შეიძლება ან ერთის ან მეორის განსჯა?
2017, 6 სექტემბერი, 13:48
"სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო" ნათქვამია, მაგრამ ესაა გარკვეული ჯგუფის ფულის "საჭრელი დაზგა".
ერთი ცნობილი ქართველი ქალბატონია ამ სფეროში ძალიან "პროდვინუტი" ბიზნესმენი.
0 1 7