x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საშინელი ვირუსი, რომელმაც უამრავი ბავშვი დააინფიცირა. როგორ ვუმკურნალოთ და რა ფაქტორების გათვალისწინება გვმართებს ინფიცირების შემთხვევაში?
ჯანმრთელობის ფასი რომ არაფერი არ არის, ეს ყველა თქვენგანმა ძალიან კარგად იცით, თუმცა სეზონურად და დღითიდღე ახალი ვირუსები გვსტუმრობენ და ჩვენი პატარების ხალისით სავსე დღეებს მოღუშულს ხდიან. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული გამორჩეულია რესპირატორული ვირუსების არ არსებობით– ბატონებისა და სხვა პათოლოგიებისგან, რომელიც ხშირად სხვა ქვეყნებიდან ტურისტების მეშვეობით ვრცელდება, დაზღვეული არავინ ვართ. სკვერები და საზოგადოების თავშეყრის ადგილები სწორედ ის წყაროა, საიდანაც ჩვენი პატარები ადვილად ინფიცირდებიან.


დღევანდელ სტატიაში მინდა ბოლო სეზონის, ფართოდ გავრცელებულ ვირუსზე გესაუბროთ, რომელსაც მედიცინაში "იმპეტიგოს" სახელით იცნობენ.


image



სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები: გამოვლინების პირველადი სახე ძალიან ჰგავს მწერის, ზოგადად კი კოღოს ნაკბენს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ მასზე წარმოქმნილი სითხით სავსე ფისტულა დაგარწმუნებთ, რომ საქმე ნაკბენთან არ გაქვთ. იმპეტიგოს გამომწვევი მიზეზი ბაქტერიაა, რომელიც აინფიცირებს ბავშვს მწერის ნაკბენის, კანის გაჭრის ან გაკაწვრის შემთხვევაშიც. ოცდაათი საათის შემდეგ ფისტულა სკდება და სითხე გადმოედინება, რომელიც სხეულის სხვა ადგილას ამ ვირუსის გადადების კერა ხდება. პირველადი, თითქოს ნაკბენი კი სულ სხვაგავარ, სრულიად წარმოუდგენელ სურათს იღებს გაფურჩქნული ჭრილობის სახით, რომელიც იწვევს ქავილს, ტკივილს და ბოლოს ფუფხდება.




image


რა ფაქტორების გათვალისწინება გვმართებს ინფიცირების შემთხვევაში და როგორია მისი მკურნალობის სახე?


პირველი ფაქტორი, რაც ინფიცირების დროს უნდა გვახსოვდეს არის ჰიგიენა, თუმცა არა ბანაობა. წყალი ერთ–ერთი ძირითადი ხელშემწყობია მთელს სხეულზე ვირუსის გავრცელების. ეცადეთ ბავშვმა ხელები იბანოს გამუდმებით, ფრჩხილები კი აუცილებლად მაქსიმალურად დააჭრათ, რათა მოქავების შემთხვევაში ფრჩხილში არსებული ვირუსული ქსოვილებით, სხეულის სხვა ზედაპირზე არ გაავრცელოს დაავადება. პირველ დღეებში დაბანა აკრძალულია (ფისტულების ადგილებს არ უნდა მოახვედროთ წყალი), უმჯობესია ის დაუმუშავოთ ფურაცელინის, ბეტადინის (ან სხვა რომელიმე) ხსნარით და მხოლოდ ამის შემდეგ თხლად დაატანოთ მალამო, რომელსაც ბავშვის პედიატრი ან დერმატოლოგი დაგინიშნავთ. ფუფხების შემთხვევაში შეგეძლებათ ბრილიანტის მწვანის (ზილიონკა) გამოყენება. ქავილის ჩახშობის მიზნით მიეცით რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატი. თეთრეულის, საწოლის თეთრეულისა და პირსახოცის რეგულარული გამოცვლა–გადმოხარშვა ასევე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროცესია ვირუსის შემთხვევაში. იმპეტიგო ძირითადად თვემდე გრძელდება, თუმცა სწორი მკურნალობისა და ჰიგიენის დაცვის გზით ის თქვენს პატარას ძალიან მალე და გართულებების გარეშე გაუვლის. აუცილებელია ბავშვი მოარიდოთ სხვა ბავშვებს მათზე მატარებელი ვირუსის გადადების გამო.



P.S. მსგავსი სიმპტომების და სურათის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართედ პედიატრს ან დერმატოლოგს, რათა დროული მკურნალობით შეუმსუბუქოთ თქვენს პატარას ტკივილიანი დღეები. ჯანმრთელობას ვუსურვებ დედამიწის ყველა პატარას!


გააზიარეთ სტატია, რათა ყველა დედამ დროული რეაგირება მოახდინოს!



სტატიის ავტორი: მეამეა




იხილეთ აგრეთვე:


ახალი ვირუსი გზაშია, რომელიც "მენინგიტსა და ენცეფალიტს" იწვევს. როგორ დავიცვათ ბავშვები?

აი რატომ არ უნდა დაალევინოთ ჩვილს დიდი რაოდენობით წყალი!– ეს ბევრმა არ იცოდით

თუ ბავშვი უმიზეზოდ ტირის, აუცილებლად შეუმოწმეთ ფეხები! აი რატომ

თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ასე არასოდეს მოიქცეთ!

თუ საზოგადოებრივ ადგილებში ბავშვთან ერთად დადიხართ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

როგორ დავიცვათ ბავშვი ავი თვალისგან

ყველაზე დიდი შეცდომები, რომელთაც შვილის აღზრდის დროს ვუშვებთ
რა წონის და სიმაღლის უნდა იყოს ბავშვი 1 თვიდან - 3 წლამდე?
იმისათვის, რომ შვილი სწორად ავღზარდოთ...
არ გადააგდოთ ამოღებული, ბავშვის სარძევე კბილი! და, აი რატომ



0
448
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0