x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139046
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
ქართველი ძიუდოისტების კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმატება!
image გასულ შაბათ კვირას, 9-10 ივნისს ჩატარდა წინა საოლიმპიადოდ მოსამზადებელი, გრანდიოზული ტურნირი ბრაზილიაში “გრანდ სლამი".ქართული ნაკრები სრული შემადგენლობით გამოცხადდა შეჯიბრზე და საკმაოდ წარმატებითაც იასპარეზა და გუნდური შეჯამებით მე-9 ადგილზე გავიდა.აღნიშნულ შეჯიბრზე ჩვენმა ბიჭებმა მოიპოვეს 4 ოქროს მედალი:(-60 კგ) ბეტკილ შუკვანმა, (-90კგ) ლიპარტელიანმა ვარლამმა, (-100 კგ) ირაკლი ცირეკიდძემ და (+100 კგ) ოქროაშვილმა ადამმა.ასევე ჩვენმა ბიჭებმა აიღეს 2 ბრინჯაოს მედალი:, (-60)პაპინაშვილმა ამირანმა და (-66 კგ) ლაშა შავდათუაშვილმა.აგრეთვე წარმატებით იასპარეზეს (-73 კგ) ტატალაშვილმა ნუგზარმა, (-81 კგ) ჩირიკიშვილმა ავთანდილმა და (-100კგ) ჟორჟოლიანმა ლევანმა.

საქართველოს ნაკრებისათვის ამ შეჯიბრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა საოლიმპიადო ლიცენზიებისათვის, რადგან ჩვენს ნაკრებს ყველა წონით კატეგორიაში გააჩნია ოლიმპიური ლიცენზია, იგი მხოლოდ წინა საოლიმპიადოდ მოსამზადებელი იყო.ყველასათვის გასახარელია მათი ასეთი წარმატება და იმედს გამოვთქვავ უფრო წარმატებულად გამოვა ჩვენი ნაკრები 16-17 ივნისს არგენტინაში მსოფლიო თასსზე.

imageimage











imageimage












image

1
226
5-ს მოსწონს
ავტორი:ჯუზეპე
ჯუზეპე
226
  
2012, 16 ივნისი, 16:18
მაგრები ხართ
0 1 1