x
ქრონიკულ დაავადებაზე ინდივიდის რეაგირების ტიპები

image


როდესაც პიროვნება იგებს საკუთარი დიაგნოზის შესახებ, მას
სურვილი უჩნდება გაარკვიოს, რა სახის დაავადება აქვს, როგორი მკრუნალობა ესაჭიროება და
რა ელოდება მომავალში. ქრონიკული დაავადება პიროვნების განუყოფელი ნაწილი ხდება და
გავლენას ახდენს მასზე. ამ გავლენის ქვეშ პირველ რიგში იგულისხმება დაავადების ადამიანის
ფსიქიკაზე ზემოქმედება, რაც გამოიხატება დაავადების დროს აღმოცენებულ ფსიქოლოგიურ და
პიროვნულ-ემოციურ ცვლილებებში.

გამოყოფენ ქრონიკული დაავადების ორი სახის პათოგენურ გავლენას ადამიანის ფსიქიკაზე.
სომატოგენურსა და ფსიქოგენურს.

ქრონიკული სომატური დაავადებების ფსიქიკაზე გავლენის ძირითად ფორმას წარმოადგენს ფსიქოგენური
გავლენა- პიროვნების ფსიქოლოგიური რეაქცია დაავადებაზე და მის შედეგებზე.

ხშირია სხვადასხვა სახის ნეგატიური ემოციური რეაქცია, რომელიც დაკავშირებულია ავადმყოფის
ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებთან. შიში, დეპრესია, შფოთვა, გაღიზიანება, რაც აღმოცენდება
ავადმყოფობის მიმდინარეობის და მისი მკურნალობის სხვადასხვა სტადიაზე. (Blumenfield
and Thompson). ლიტერატურაში
აღწერილია ნევროტული და ასთენიური მდგომარეობანი, რომლებიც ვითარდება სომატური დაავადებების
ფონზე, ხშირად, განცდები გამოწვეულია დაავადების შედეგებით, შრომისუნარიანობის, ოჯახური
მდგომარეობისა და ავადმყოფი ადამიანის სოციალური სტატუსის ცვლილებებით. ეს ემოციური ცვლილებები, დაავადების ხანგრძლივად
მიმდინარეობისა და არაეფექტური მკურნალობის
პირობებში, შეიძლება გადაიზარდოს ავადმყოფის პიროვნების მყარ, ხშირად ღრმა ცვლილებებში,
რომლებიც გამოიხატება დაავადების პირობებში ეგოცენტრული განწყობების, დაცვითი, კომპენსატორული
მექანიზმების ფორმირებაში და ხშირად მისი თვითაღქმის და მთლიანი ცხოვრების მიმართულების
ცვლილებაში.

ბლუმენფილდმა და ტომპსონმა აღწერეს ინდივიდის ემოციური რეაგირების ტიპები ავადმყოფობით
გამოწვეულ სტრესზე:

1)უარყოფა - არაცნობიერი დაცვითი მექანიზმია, რომლის
საშუალებითაც ხდება გარე სინამდვილის არასასურველი მოვლენების უკუგდება, უარყოფა. ის, როგორც
პირველადი რეაქცია, შეიძლება სასარგებლო იყოს ავადმყოფისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ, იგი
სახიფათოც შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან ხელს უშლის პიროვნებას რეალობის ადეკვატურად
შეფასებაში.

2)რეგრესია- არაცნობიერი დაცვითი მექანიზმია, რომლის
საშუალებითაც პიროვნება უბრუნდება ქცევის და ადაპტაციის უფრო ადრეულ ეტაპებს. ის უბრუნდება
ფსიქოლოგიურ სტრესთან გამკლავების განვითარების ადრეულ ეტაპებზე გამოცდილ საშუალებებს.
ის სხვადასხვა სახით ვლინდება, მაგ.: ერთი ავადმყოფი შესაძლოა გახდეს შეუპოვარი, მომთხოვნი
და ჰქონდეს ცუდი განწყობა, მეორე კი- მტირალა და ჩუმი. შფოთვა აძლიერებს რეგრესიას.

3)ცოდნით კონტროლი- ეს რეაქცია დაავადების
უარყოფის საპირისპიროა. რადგანაც, ამ შემთხვევაში ავადმყოფს სურს რაც შეიძლება მეტი
გაიგოს საკუთარი მდგომარეობის შესახებ. ის შეძენილი ცოდნით ცდილობს სიტუაციის ანუ დაავადების
კონტროლს. ასეთმა პაციენტმა შესაძლოა ფართო სამედიცინო ცოდნა დაიგროვოს საკუთარი მდგომარეობის
შესახებ. შფოთვა და შიში მატულობს, როცა ის
ინფორმაციის დანაკლისს განიცდის და ყველა ღონეს ხმარობს, მიიღოს ის.

4)შფოთვა- ავადმყოფობა ხშირად ნიშნავს
ფუნქციის დაკარგვას ან ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალების დაქვეითებას, რაც შფოთვას იწვევს.
ის შეიძლება იმდენად ძლერი იყოს, რომ ავადმყოფს უჩნდება ბრძოლის ან გაქცევის მოთხოვნილება.
ერთნი ყველაფერს აკეთებენ გამოსაჯანმრთელებლად, მეორენი - ფსიქოლოგიურად დათრგუნულები
წყდებიან რეალობას.

5)რისხვა- ხშირად განპირობებულია დაავადებასთან
დაკავშირებულ შიშთან. ავადმყოფმა შეიძლება უარყოს, რომ რომ ეშინია და არაცნობიერად ცვლის
ამ არასასურველ და დამამცირებელ გრძნობას რისხვით.

6)დეპრესია- გარკვეულმა საფრთხემ, რომელიც
ხშირად ჩნდება დაავადების დროს, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმძიმის დეპრესია, რაც
უმეტეს შემთხვევაში ავადმყოფობის მიმდინარეობასთან და ცვლილებების ხასიათთან არის დაკავშირებული.



არსებობს კიდევ ერთი რეაქცია, რომელიც, ავტორთა აზრით, ზოგჯერ გხვდება ავადმყოფებს შორის.
ეს არის სხეულებრივი გრძნობების გაცნობიერების ან დაავადებასთან დაკავშირებული ემოციების
გამოხატვის სირთულე. ამ ფენომენის აღსანიშნავად შემოტანილი იყო ტერმინი “ალექსითიმია’’, რომელიც ნიშნავს გრძნობების
აღწერის შეუძლებლობას ან “გრძნობებს’’ სიტყვების გარეშე’’. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ის მხოლოდ ფსიქოსომატური
ავადმყოფებისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა ალექსითიმია გხვდება ქრონიკული დაავადების
მქონე თითქმის ყველა ავადმყოფთან.


0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:პოპიაშვილი
პოპიაშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0