x
სწავლის სიძნელეები უმცროს მოსწალეებთან

image


სკოლაში შესვლა ყველა ბავშვისთვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაა. ისინი ეთხოვებიან სახლს, რომელსაც ასე
შეჩვეულები იყვნენ და ხვდებიან გარემოში, სადაც მათთვის ყველაფერი ახალია. ყველა ბავშვი
ერთნაირად ვერ ეგუებია ამ ცვლილებეს. დაწყებით კლასებში სკოლის ფსიქოლოგის მუშაობაში მნიშვნელოვანი ადგილი
ეთმობა სუსტ მოსწავლეებს, რომლბიც ვერ უმკლავდებიან სკოლის პრობლემებს. ჩამოვთვალოთ
დაბალი მოსწრების მიზეზები და სახეები, რომლებიც ხშირად გვხვდება დაბალ კლასებში.


პირველ რიგში, ვერ სწავლობენ მოსწავლეები, რომლებსაც აღენიშნებათ
გონებრივი ჩამორჩენა და ფსიქოლოგიური განვითარების
შეფერხება. შეფერხების მქონე ბავშვები თითქმის ყველა კლასში არსებობენ, აუცილებელია მათთვის
სწორი მიდგომის შერჩევა.სკოლის ფსიქოლოის წინაშე ამ დროს განსაკუთრებული ამოცანა დგას, მან
ერთმანეთისგან უნდა გაარჩიოს შემთხევები, რომლებსაც პათოლოგიური ან დეფექტური ხასიათი
აქვს ისეთი მიზეზებიდან, რომლებიც გამოწვეულია პედაგოგიური მიზეზებით. უნდა აღინიშნოს
ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგს თვითონ არ აქვს უფლება დასვას დიაგნოზი. მას შეუძლია მხოლოდ რეკომენდაია
გაუწიოს მშობლებს რომ მიმართონ სპეციალისტს. სპეციალისტის დახმარებას ასევე საჭიროებენ
ბავშვები, რომლებსაც აქვთ მეტყველებასთან პრობლემები.ამ დროს რეკომენდირებულია მშობლებმა
მიმართონ ლოგოპედს.


გაცილებით რთულად არის საქმე მაშინ, როდესაც ფსიქოლოგი
პრობლემის მიზეზად მიიჩნევს პედაგოგოიურ მიდგომას, მაგრამ ამავე დროს მასწავლებელი მოსწავლეს
აფასებს, როგორც გონებრივად ჩამორჩენილს და მოითხოვს მისი სკოლიდან „გაყვანას“.განსაკუთრებით
ხშირად ეხებათ ეს იმ ბავშვებს, რომლებსაც პედაგოგიური ხელმიშვებულობა აქვთ.უფრო მძიმეა
შემთხვევები, რომლებიც გამოწვეულია ასევე ოჯახური არაკეთილდღეობით და აღზრდის უკმარისობით
( გამუდმებული კონფლიქტი, მშობლების ალკოჰოლიზმიდა სხვა, რის გამოც, როგორც წესი, ოჯახს
არ შესწევს უნარი დაეხმაროს ბავშვს პედაგოგიური ხელმიშვებულობის გადალახვაში).


ასეთ ბავშვეთან ეფექტური მუშაობა შეიძლება განხორციელდეს
სპეციალურ ჯგუფებში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არა პროგრამის დამატებით
მეცადინეობებს, არამედ ბავშვის საერთო განვითარებას, მათი მსოფლმხედველობის გაფართოებას.


ფსიქოლოგის სრულიად განსხვავებულ ყურადღებას მოითხოვს
ინტელექტუალურად პასიური ბავშვები. ისინი, როგორც წესი, ძალიან მონდომებულები არიან, კარგად
ასრულებენ ადვილ დავალებებს, ფაქიზად აწარმოებენ რვეულებს.ისინი ლამაზად და ბევრს წერენ, შეუძლიათ
არაერთხელ გადაწერონ არასწორად შესრულებული დავალება, გულმოდგინედ იცავენ სამუშაოს გაფორმების
ყველა წესს და სხვა.მეორე და განსაკუთრებით მესამე კლასებში ისინი უცებ იწყებენ ჩამორჩენას, მნიშვნელვნად
შეიმჩნევა რეგრესი იმ უნარებისაც, რომლებსაც ისინი პირველ კლასში საკმაოდ მაღალ დონეზე
ფლობდნენ.


ვ.ა პეტრუნეკი და ნ.ტარანი საინტერესო მიდგომას გვთავაზობენ
სწავლის დაბალი დონის გამოყოფისას.მათი თვალსაზრისით დაბალი მოსწრების ინდივიდუალური
ვარიანტების მთელი მრავალფეროვნება შეიძლება დავიყვანოთ ორ ძირითადამდე:დაბალი მოსწრება
ძალიან მოძრავ (ცელქ) ბავშვში და ძალიან უმოძრაო (ზანტ) ბავშვში. ავტორები ხაზს უსვამენ,
რომ საუბარია სწორედ ზედმეტობაზე, რომელიც ბავშვის მთლიან ქცევას განსაზღვრავს.


პირველები მოუსვენრები არიან.მოზრავები, ერთ ადგილად
ვერ ჩერდებიან, ადვილად გადააქვთ ყურადღება ერთი საგნიდან მეორეზე, არ შეუძლიად დიდხანს
კონცენტრირება.ჩვეულებივ არ მიჰყავთ დაწყებული საქმე ბოლომდე ეს ეხება როგორც სკოლის
დავალებებს, ასევე ნახატებს, ისინი ვერ ისვენებენ გაკვეთილებზე და ამით სხვებსაც ხელს
უშლიან.


მეორენი-პირიქით. მაგრამ აქ საქმე მეორე უკიდურესობასთან
გვაქვს, ისინი ინერტულები და მოდუნებულები არიან, ისინი ცდილობენ ყველაფრის შესრულებას
, რასაც მასწავლებელი ავალებს, მაგრამ დამოუკიდებელ ინტერესს, საკუთარ ინიციატივას არ
ამჟღავენებენ სწავლისადმი.ასეთი ბავშვების სინელე ვლინდება არა მხოლოდ სასკოლო საქმიანობაში, არამედ
სხვა სფეროებში, ისინი ნელა და მოდუნებულად მოძრაობენ.გადამეტებული სინელე ჩვეულებრივ
დამოკიდებულია ნერვული სისტემის გამოფიტვასთან, გადაღლასთან რაც შეიძლება უმნიშვნელო
გონებრივმა დატვირთვამაც კი გამოიწვიოს.


ამ ჯგუფების გამოყოფა პროდუქტულია, რადგან მან წარუმატებლობა
დაუკავშირა ცენტრალური ნერვული სისტემის თავისებურებებს და იგი ამავდროულად იძლევა
ყევლა ამ ჯგუფისთვის კორექციის სპეციალური გზების გამოვლენის საშუალებას.


დაბალი მოსწრების მქონე ბავშვების განსაკუთრებულ ჯგუფს
წარმოადგენენ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ბავშვები.ასეთი ბავშები მალე იღლებიან, მათ ეწყებათ
ძილის მოშლა, მატულობს გაღიზიანებულობა რაც რაღათქმაუნდა აისახება სწალაში, ყველა ეს
სიმპტომი ძლიერდება მაშინ თუ ბავშვი დადის გახანგრძლივებული დღის სკოლაში.ასეთი ბავშები
დახმარებას საჭიროებენ როგორც სპეციალისტის მხრიდან ასევე სკოლაში ფსიქოლოის მხრიდანაც.


დაწყებით კლასში სწავლის სიძნელეები შიძლება გამოწვეული
იყოს ასევე ნებისმიერი სფეროს განვითარების უკმარისობით, სასწავლო საქმიანობის აუცილებელი
ელემენტების უქონლობით, მეხსიერების, ყურადღების დაბალი დონინთ, პიროვნულ სფეროში დარღვევით.


1
27
1-ს მოსწონს
ავტორი:პოპიაშვილი
პოპიაშვილი
27
  
2017, 4 სექტემბერი, 12:09
ავტორთა ჯგუფში არ ხართ? თუ არა დაემატეთ და აქ გამომიგზავნეთ მეგობრობა, რაღცების მოწერა მინდა და ისე ვერ გწერთ. წარმატებები!
0 1 1