x
სხეულის გარეშე

image



მამიდაჩემმა, რომელსაც არც შვილები ჰყავდა და არც ქმარი, თავისი ძველი სახლი მამაჩემს უსახსოვრა და გარდაიცვალა. სახლი ძველი იყო თუმცა კარგად იყო გაკეთებული, წინ ლამაზი ტბა იყო და ამიტომ არდადეგებზე სწორედ იქ წავედით დასასვენებლად.მე და ჩემმა ძმამ სხვენზე მდებარე ორი ოთახი ავირჩიეთ. დათომ (ასე ქვია ჩემ ძმას) დასავლეთით მდებარე ოთახი აირჩია, იმიტომ რომ ეს მხარე ტბას გადაჰყურებდა, ტბის უკან კი აქა იქ სიბერისგან გადახრილი ხეები იყო. ამი შესაბამისად მე ააღმოსავლეთ ნაწილი მერგო რომელიც ტყეს გადაჰყურებდა, ზალიან ლამაზი იყო. იმ დღესვე მოვეწყვეთ. ბავშვებს ერთი სული გვქონდა როდის დავიძინებდით ჩვენს ახალ ოთახებში. შუაღამისას ჩემი ძმა შემოვიდა. საშინლად ცივი და შეშინებული იყო თან ტიროდა, მან მითხრა რომ მისი საყვარელი სათამაშო აქეთ იქით დადიოდა და საშინელი სახით ამბობდა რომ მას მოკლავდა, ძლივს დავამშვიდე, მეგონა უბრალოდ კოშმარი იყო, იმიტომ რომ დათო მხოლოდ 9 წლის იყო, ალბათ რამე მოელანდათქო. ნეტა მართლა ასე ყოფილიყო...

დათომ კატრგორიული უარი განაცხადა იმ ოთახში დაძინებაზე, თავისი საწოლი ჩემი საწოლის გვერდით დადგა, სათამაშო კი ნაგავში გადააგდო. ერთხელ, ღამით მეც მომესმა ხმები ჩემი კარადიდან. მოგკლავ... მაინც მოგკლავ...

მეორე დილას მეგონა რომ ეს სიზმარი იყო, მაგრამ მეორე ღამესაც რომ განმეორდა, მე და ჩემი ძმა მშობლების ოთახში გადავედით. შემდეგ დღეს ამ სახლზე ინფორმაცია მოვიძიე და გავიგე რომ 300 წლის ყოფილა. იქვე იყო მოცემული ლეგენდაც, თითქოს ამ სახლის პირველი პატრონი ვერავის იტანდა, შვილებიც კი დახოცა ამის გამო, ხოლო თვითონ თავი ჩამოიხრჩო, იმის მერე მისი მოჩვენება ამ სახლში დადის და მაცხოვრებლებს მოკვლას პირდება, მაგრამ მას ფორმა არ აქვს ამიტომ სახლში მყოფი ერთერთი მაცხოვრებლის საყვარელ საგანში სახლდებაო, მაგრამ გავიდა დრო და ეს ლეგენდა ხალხმა მიივიწყა, ახლა კი თავი ისევ იჩინა.ლეგენდა ასევე იუწყება რომ კაცის სხეული სახლის ქვეშ 3 მეტრის სიღრმესეა ჩამარხულიო და როცა ვინმე მას ამოთხრის მოჩვენებაც გაქრებაო. მამამ სახლის დანგრევა გადაწყვიტა და იმ დღესვე შეასრულა დანაპირები ისე იყო შეშინებული, მართალია ბავშვები გაგვიყვანა იმ ადგილიდან მაგრამ დედამ მიამბო რომ როგორც კი სასურველ ადგილს მიუახლოვდნენ კვამლი ავარდა და საშინელი ხმა გაისმა. ეს ხმა იძახდა: დანაპირებს აუცილებლად შევასრულებო. ამის მერე მოჩვენებაზე არაფერი გამიგია

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიზი აფხაზავა
ლიზი აფხაზავა
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0