იარაღი და ტექნიკა
ინდონეზია რუსეთს მიწოდებული გამანადგურებლების " Су-35" ღირებულებას გადაიხდის პალმის ზეთით
2017, 1 სექტემბერი, 15:36
ინდონეზია რუსეთის ფედერაციას რუსული გამანადგურებლების "Су-35" ღირებულებას გადაიხდის პალმის ზეთით, პრაკტიკულად ხდება ბარტერი–სამხედრო გამანადგურებელი თვითმფრინავები გადაიცვლება ინდონეზიურ პალმის ზეთში.
ინდონეზიის სახელმწიფო სავაჭრო კომპანია "PT Perusahaan Perdagangan"–მა და რუსული სახელმწიფო კორპორაცი "Ростех"–მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს რუსეთის მიერ ინდონეზიისათვის მიწოდებული სამხედრო გამანადგურებელი თვითმფრინავების სანაცვლოდ ინდონეზიისაგან მიეღო ინდონეზიური პალმის ზეთი.
ინდონეზიას არ აღმოაჩნდა საჭირო რაოდენობის ფინანსები რუსული გამანადგურებლების შესასყიდად და ამიტომაც გახდა საჭირო მოლაპარაკებების ჩატარება რუსეთთან რათა მიღწეულიყო შეთანხმება, რუსეთისათვის აუცილებელი პალმის ზეთის მიწოდება სამხედრო გამანადგურებელი თვითმფრინავების სანაცვლოდ!
ისე საინტერესოა, ნუთუ ასე შემოაკლდა რუსულ ტექნიკას მყიდველები, გამანადგურებელ ავიაციას პალმის ზეთზე, რომ ცვლიან!
პალმის ზეთი და გამანადგურებელი, ცოტა არ იყოს შევცბი...