x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
ცნობილები, მდიდრები და ამავდროულად მოკრძალებულები

ბევრი ჩვენგანი თვალს ადევნებს ცნობილი ადამიანების ცხოვრებას: ისინი ხშირ შემთხვევაში, ინდივიდუალურად დაკვეთილი ავტომობილებით დადიან, მხოლოდ ცნობილი დიზაინერების ძვირად ღირებულ სამოსს ატარებენ, ცხოვრობენ ძვირად ღირებულ ვილებში...
მაგრამ, ყველა ვარსკვლავი ასე არ იქცევა. არიან ისეთებიც, უფრო მაკრძალებული ცხოვრების წესით რომ ცხოვრობენ, ხოლო ჰონორარების დიდ ნაწილს ქველმოქმედებაზე ან საინტერესო პროექტების დაფინანსებაზე ხარჯავენ.

ეს სტატიაც სწორედ ამ ადამიანებზეა — მათზე, ვინც კარგად იცის ფულის ყადრი:


ლეონარდო დიკაპრიო

image
მსახიობი კარიერის დასაწყისშივე მიხვდა, რომ ფულის დაგროვება ბედნიერებას ვერ მოუტანდა და უკვე 1998 წელს შექმნა საქველმოქმედო ფონდი Leonardo DiCaprio Foundation.
ამჟამად, ის აქტიურად არის დაკავებული ეკოლოგიის საკითხებით. მან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი ფილმიც კი გადაიღო.

არის გაეროს კეთილი ნების ელჩი.


კირა ნაიტლი

image
კირამ თავისთვის ყოველკვირეული თანხის ლიმიტი დააწესა და თუ რამე ნივთის არაგეგმიური შეძენა არა მოუხდა, არასდროს აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტს.
მსახიობი ამბობს, რომ ლუქსს კლასის ცხოვრება მისთვის არ არის, — რადგან ასე, ის ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობას ვეღარ შეძლებდა.


ანჯელინა ჯოლი

image
2001 კამბოჯაში ჩასულმა მსახიობმა ნახა, თუ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობენ მესამე სამყაროს ქვეუნებში ადამიანები და აქტიურად დაიწყო მათთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.
მსახიობმა, მათ დასახმარებლად, არაერთი საქველმოქმედო ფონდი დაარსა და 2013 წელს ჰუმანიტარული «ოსკარი» მიიღო, ქველმოქმედებისთვის გაღებული ღვაწლისთვის.


რიზ უიზერსპუნი

image
რიზს არ უყვარს შვილების განებივრება და მათთვის მხოლოდ იმას ყიდულობს, რაც აუცილებელია. ის ასევე მონაწილეობს მზრუნველობას მოკლებული ამერიკელი და კანადელი ბავშვებისთვის სათამაშოების, წიგნების და სხვა საჭირო ნივთების შეგროვებაში.
მსახიობი — საქველმოქმედო ფონდის Avon-ის თავმჯდომარეა და აქტიურად გამოდის მკერდის კიბოს პროფილაქტიკის მოწოდებებით.


კიანუ რივზი

image
რივზი არ ყიდულობს სასახლეებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. «მატრიცაში» აღებული ჰონორარის (80 მლნ. დოლარი) 90 % მან გრიმიორებს და ფილმზე მომუშავე სხვა ტექნიკურ პერსონალს დაურიგა, რადგან ჩათვალა, რომ მათ მეტისმეტად დაბალი ხელფასი ჰქონდათ.
მსახიობმა კიბოს დაავადებებთან ბრძოლის ფონდი დაარსა და კატეგორიული უარი თქვა მისთვის საკუთარი სახელის დარქმებაზე.


სარა ჯესიკა პარკერი

image
მსახიობი მხოლოდ თვითონ კი არ აკეთებს ეკონომიას, – ბავშვებიც მიაჩვია ცხოვრების ამ სტილზე. ის ხშირად სტუმრობს მეორადების მაღაზიებს, ხოლო ქალიშვილებს სამოსს თავად უკერავს.
პარკერი — გაეროს ბავშვთა ფონდის კეტილი ნების ელჩია და ჰოლივუდის ქალთა პოლიტიკური კომიტეტის წევრი.


რასელ კროუ

image
კროუს თავისუფლად შეეძლო ფუფუნებაში ცხოვრება, მაგრამ ავსტრალიაში პატარა რანჩო იყიდა და ძველი ჯიპით დადის.
ის რეგულარულად, მხოლოდ საქველმოქმედო ფონდებს კი არ აფინანსებს, ასევე ეხმარება თაყვანისმცემლებსაც, რომლებსაც ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.


კეით მიდლტონი

image


კეითი პოპულარული მხოლოდ ბრიტანეთში კი არა, სხვა ქვეყნებშიც არის და ამ სიყვარულის მოპოვებაში, მას ის ფაქტი დაეხმარა, რომ ის სამეფო ქონებას დიზაინერების ძვირად ღირებულ ბრენდებზე არ ხარჯავს.
რაც შეეხება მის ყოველდღიურ ჩაცმის სტილს, ბოლო დროს, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის მეუღლეს ხშირად ხედავენ Zara, Hobbs და H&M სამოსში. ხოლო, თავისი დანაზოგით, ის საქველმოქმედო პროგრამებს აფინანსებს.


კრისტიან ბეილი

image
მსახიობი ფუფუნებით ცხოვრების თაყვანისმცემელი არ არის და გამომუშავებულ ჰონორარებს აქტიურად რიცხავს სხავადასხვა საქველმოქმედო ფონდებში. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ სიმდიდრე მისთვის არაფერს ნიშნავსო.


ჯესიკა ალბა

image
ჯესიკა — ეკონომიური დედა და ბავშვის ეკოლოგიური საფენების კომპანიის დამაარსებელია. ის ჩვეულებრივ, მას-მარკეტში შეძენილ სამოსს ატარებს და ხანდახან, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც სარგებლობს.
მსახიობი ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში: ეხმარება აფრიკელ ბავშვებს, აფინანსებს დაკარგული ბავშვების ძებნის და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს.


სანდრა ბალოკი

image
ყველასთვის ცნობილი კინოვარსკვლავი აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით: მან წითელი ჯვრის ფონდში უკვე 4-ჯერ გადარიცხა 1 მლნ. დოლარი.


ჯენიფერ გარნერი

image
ჰოლივუდის ვარსკვლავის ნახვა ხშირად შეიძლება ბაზარში. მას ძალიან უყვარს ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობა. მსახიობი აქტიურად თანამშრომლობს Save the Chidren ფონდთან, რომელიც განვითარებადი ქვეყნების სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარება.


ჯენიფერ ლოურენსი

image
პოპულარული მსახიობი, ჩვეულებრივი, სერიული წარმოების, Volkswagen Eos მარკის ავტომობილი ჰყავს და როგორც თავად ამბობს, იაფფასიანი გართობის მოყვარულია – გემრიელობა და ტელევიზორი, სულ ეს არის. ხოლი, გამომუშავებუი თანხის უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებაზე ხარჯავს.


კვენტინ ტარანტინო

image


ყველასთვის ცნობილ რეჟისორს, სრული ბედნიერებისთვის, ძვირად ღირებული ავტომობილები არ ესაჭიროება. მისი ინტერესის ობიექტი — კინორეკვიზიტებია და მას ამ ნივთების კარგი კოლექცია აქვს. გარდა ამისა, ტარანტინო რეგულარულად ეხმარება სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულ მოსახლეობას.


ისინი უარს ამბობენ ბრილიანტებზე და ლამაზ ცხოვრებაზე, ქველმოქმედების სასარგებლოდ. და ამ ადამიანებით აღფრთოვანება, ნამდვილად რომ, მუდმივად შეიძლება.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* უნაკლოები – არც ფოტოშოპი, არც პლასტიკური ოპერაცია (45 ფოტო)
* ლეგენდარული ფილმის გადაღებიდან 50 წელი გავიდა. მიშელ მერსიე ფილმის კასტინგის და ეროტიკული სცენების შესახებ ალაპარაკდა
* ისე, როგორც კინოში


0
695
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
695
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0