სხვა ეს 8 ვიტამინი საშიშია! ნუ მიიღებთ მათ, თუ... 2017, 1 სექტემბერი, 11:46 ვიტამინები და მინერალები ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ელემენტებია, თუმცა მათი გადაჭარბებული რაოდენობა სულაც არ არის სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება გამოიწვიოს ზიანი. ვიტამინების მიღებას უმჯობესია დაბალანსებული რაციონალური კვებით იკვებოთ და ისინი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით ან აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოთ.
გამომცემლობა Reader’s Digest–მა ძალზედ სასარგებლო, სწავლულების მიერ გაზიარებული ინფორმაცია გაგვანდო, სადაც დასახელებულია 8 ვიტამინი, რომლებიც არაფერს გარგებთ და პირიქით საშიშია. 1. ბეტა–კაროტინი. ბეტა–კაროტინი ვიტამინის A–ს სახით და ხშირად ჯანმრთელ ადამიანებში ინიშნება. სტაფილო, ისპანახი, კომბოსტო და ნესვი– A ვიტამინის წყაროა. ზოგიერთი ადამიანი მას იღებს, როგორც კიბოს საწინააღმდეგო, რადგან მას აქვს ანტიოქსიდანტური აქტივობა, რომელიც ეხმარება დაიცვას უჯრედები დაზიანებისგან. თუმცა ვიტამინებს შეუძლია მხოლოდ გაზარდოს ასეთი მავნე უჯრედების რისკი და შეუწყოს ხელი კიბოს განვითარებას. დასკვნა: არ მიიღოთ ის. 2. ფოლიუმის მჟავა. შეეცადეთ ის საკვები პროდუქტებიდან მიიღოთ, რომელთაც ყოველდღე მიირთმევთ– პური, მშრალი საკვები, ასპარაგა. ფოლიუმის მჟავა ახალშობილებში ნერვული მილის დეფექტების რისკს ამცირებს და ამიტომ მას ორსულობის დროს იღებენ ქალები. თუმცა მისი ხშირი და დიდი რაოდენობით მიღება ნაწლავის კიბოს მიზეზი შეიძლება გახდეს. დასკვნა: მისი მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ორსული ქალბატონებისთვის ან მათთვის, ვინც გეგმავს ორსულობას. 3. სელენი. სელენიუმი, იგივე სელენი უმჯობესია მიიღოთ ბუნებრივი წყაროდან, რომელიც არის ბრაზილიურ კაკალში, ძროხის ხორცსა და თინუსშია. ის გამოიყენება პროსტატას კიბოს საწინააღმდეგოდ, თუმცა მამაკაცებში, რომელთაც პროსტატას კიბოს დაბალი მაჩვენებელი აქვთ, სელენის მიღებით რისკი გაიზრდება. გარდა ამისა, სელენის მიღება საშიშია დიაბეტით დაავადებულთათვის. 2007 წლის გამოკვლევებით დადგინდა, რომ მათ, ვინც დღეში 200 მგ სელენს იღებდნენ, დიაბეტის დონე 50% -ით გაიზარდა. დასკვნა: არ მიიღოთ ის. 4. ვიტამინი B6. 19–50 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის საჭიროა ვიტამინი B6–ის მიღება, რომლის ბუნებრივი წყარო გამომცხვარი კარტოფილი, ბანანი და თურქული ბარდაა. მას ძირითადად გონების გაუმჯობესებისა და ჰომოცისტეინის (ამინომჟავა) დონის შესამცირებლად ნიშნავენ, რომელიც შემდეგ გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა კვლევის შედეგები დღემდე საკამათოა. დასკვნა: მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით. 5. ვიტამინი B12. ეს ვიტამინი დიდი რაოდენობითაა თევზში, მოლუსკებში, მშრალ საჭმელებსა და მჭლე ხორცში. ვიტამინი B12–ის ნაკლებობა დემენციას (დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა) და ანემიას იწვევს. გადაჭარბებული დოზირება კი იძლევა საპირისპირო შედეგს. დასკვნა: მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით. 6. ვიტამინი C. მისი ბუნებრივი წყარო ციტრუსი, ნესვი და პომიდორია. ის გაციების პრევენციისთვისაა რეკომენდებული. კვლევების მიმოხილვამ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ის გაციებას შველის. თუმცა ეხმარება ძლიერ ფიზიკურ სტრესს, მაგალითად მარათონში მორბენალს და მწეველებს. დასკვნა: არ საჭიროებს მისი დამატებითი მიღება, გამოიყენეთ ბუნებრივი წყარო. 7. ვიტამინი E. მას შეიცავს მცენარეული ზეთი, მწვანე ფოთლოვანი მცენარე–ბოსტნეული, თხილი. იცავს კიბოსგან, გულ–სისხლძარღვთა და ალცჰეიმერის დაავადებებისგან. შეეცადეთ მიიღოთ დღეში 15 მგ საკვები პროდუქტებიდან. კვლევებმა ჯერ ვერ დაადასტურა ფაქტი, რომ ვიტამინი E იცავს ორგანიზმს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოსგან და მეტიც, მისი გადაჭარბებული რაოდენობა იწვევს ინსულტს. კვლევამ აჩვენა, რომ თუ ვიტამინ E–ს მხოლოდ კვების წყაროდან მივიღებთ, ალცჰეიმერის დაავადება არ დაგვემუქრება. დასკვნა: არ მიიღოთ ის. 8. თუთია. მისი ბუნებრივი წყაროა ხამანწკები, ძროხის მჭლე ხორცი და მშრალი საკვები. წესით ის გაციების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, თუმცა კვლევებმა ფაქტი ვერ დაადასტურა, პირიქით ვინც მას ხშირად იღებდა, გაციების რისკმა უფრო იმატა და იმუნური სისტემა დაუქვეითდა. დასკვნა: არ მიიღოთ ის. P.S. გაუზიარეთ სტატია ახლობლებს, რათა თავიდან აიცილონ ფულის ზედმეტი ხარჯვა და არსებულ პრობლემას ბუნებრივი გზით მიხედონ. ჯანმრთელობას გისურვებთ! იხილეთ აგრეთვე: ● 15 პრეპარატი, რომლებიც არაფერს კურნავს! ● როგორი უნდა იყოს თქვენი სახლის "მედიკამენტების კუთხე". წესები, რომლებიც საყურადღებოა 8849 21-ს მოსწონს 1-ს არა |
ავტორს თუ ჯერა რაც სადღაც ამოიკითხა?
ბეწვზე ხარ გადარჩენილი მაკა.
სააფთიაქო "მაფიის" გაშიფრვის გამო. :)))