სისხლის სამართალი აშშ-ში უშვილო ცოლ-ქმარმა მოკლა მეზობლის ფეხმძიმე გოგო,ახალდაბადებული ჩვილი კი მიითვისეს 2017, 31 აგვისტო, 15:10 ![]() საშინელი ამბავი დატრიალდა ჩრდილოეთ დაკოტაში 19 აგვისტოს, როდესაც უგზო-უკვლოდ დაიკარგა ქალაქ ფარგოს მაცხოვრებელი 22 წლის სავანა გრეიუინდი. სავანა ფეხმძიმობის მე-8 თვეში იმყოფებოდა და გინეკოლოგის თქმით გოგონა უნდა ემშობიარა. ახალგაზრდა ქალის მეზობლები იყვნენ 38 წლის ბრიუკ კრიუ და 32 წლის უილიამ ჰოენი.წყვილი უკვე სამი წელია ერთად ცხოვრობდა, თუმცა ბრიუკს არაფრით არ უჩნდებოდა შვილი, არა და ქალი დედობის მანიით იყო შეპყრობილი. პოლიციის ინფორმაციით 19 აგვისტოს, იმ საბედისწერო დღეს, სავანა კაბის შეკერვაში უნდა მიხმარებოდა ბრუკს, სხვა ინფორმაციით ამასთანავე ბრიუკი აპირებდა სავანასთვის ესწავლებინა, თუ როგორ გამოეწვია ნაადრევი მშობიარობის პროვოცირება. გოგონა სახლში შეიტყუეს, რის შემდეგაც უილიამმა სავანას შუბლში ესროლა ტყვია;შემდეგ გოგონას მუცელი გაუჭრეს და ბავშვი ამოიყვანეს. ![]() სხვათა შორის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა დამნაშავეები.ახალშობილი გოგონა მათ ბინაში ჩხრეკის შემდეგ აღმოაჩინეს.ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ცოლ-ქმარი დააკავეს. ბრიუკ კრიუს და უილიამ ჰოენის სამუდამო პატიმრობა ელოდებათ. ![]() (ნახე:ორი დაქალის ტრაგიკული ისტორია ანუ რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანის ზნეობა) 209 3-ს მოსწონს 1-ს არა
|