x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა ნიშნებით განვასხვავოთ უხარისხო ტანსაცმელი ხარისხიანისგან? ეს უნდა იცოდეთ!
ყოველთვის, როდესაც მივდივართ საყიდლებზე, ვფიქრობთ შევიძინოთ რაიმე ხარისხიანი და ხელმისაწვდომ ფასად. მართალია ძვირფას და ხარისხიან საქონელს ბევრის ჯიბე ვერ გაწვდება, თუმცა იმ ფაქტორების ცოდნის გათვალისწინებით, რომელიც გვაძლევს საშუალებას ხარისხიანი განვასხვავოთ უხარისხოსგან, ფასდაკლებებზე (სეილი) მაინც შეძლებთ ხარისხიანი პერანგი, კაბა, მაისური და სხვა, თქვენთვის სასურველი რამ შეიძინოთ მისაღებ ფასად.


რა ნიშნებით განვასხვავოდ ხარისხიანი ტანსაცმელი უხარისხოსგან?




1. შეამოწმეთ ბამბის ხარისხი.image

აიღეთ ტანსაცმელი და ქსოვილის ერთი პატარა ნაწილი რამდენიმე წამით მოკუჭეთ ხელის მუჭში. თუ ხელის გაშვების შემდეგ მან დაკუჭული ქაღალდის ფორმა მიიღო, ესეიგი ის დაამუშავეს სპეციალური ნივთიერებით, რომელიც ქსოვილს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება. ასეთი ტანსაცმელი პირველივე გარეცხვის შემდეგ დაკარგავს პირვანდელ სახეს და გადაიქცევა ჩვარად.





2. გაწელეთ ქსოვილი ნაკერზე.image
ხარისხიანი ტანსაცმელი ყოველთვის მჭიდროდაა შეკერილი და თუ ნაკერებზე გავწევთ მას, ხარისხიანობასაც ადვილად დავადგენთ. გაწელვის შემთხვევაში ნაკერებს შორის ნაპრალები არ უნდა გაჩნდეს, მაგრამ თუ ის გაჩნდა, ნუ იყიდით ასეთ ტანსაცმელს.






3. გახსნილი ელვა შესაკრავი...imageimage
შეეცადეთ ტანსაცმელი იყიდოთ მხოლოდ ლითონის ელვა შესაკრავით, რომელსაც პირები მჭიდროდ აქვს დახურული შეკრულ პოზიციაში. პლასტმასის ელვები, რომლებიც შეკვრის შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა, მიუთითებს უხარისხო საქონელზე და ისინი ადვილად ფუჭდება და ტყდება.





4. ტანსაცმლის არასაკმარისი ნაკეცი.image
შარვლებსა და კაბებს უნდა ჰქონდეს დიდი ზომის ნაკეცი (დაახლოებით 4 სმ), მაისურების და სვიტერების შემთხვევაში კი 2 სმ. თუ ისინი მოცემულ ზომებზე საგრძნობლად მცირეა, მაშინ უხარისხო საქონელთან გვაქვს საქმე.





5. ადვილად ფართოვდება თუ არა ქსოვილი.image
ერთ–ერთი ხერხი ხარისხის შესამოწმებლად ისევ გაწელვაა. თუ ქსოვილს გავაფართოვებთ და ხელს გავუშვებთ, მან ფორმა არ უნდა დაკარგოს. დეფორმირების შემთხვევაში უხარისხო საქონელთან გვაქვს საქმე.





6. ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს.image
ბუნებრივი ქსოვილი, მაგალითად როგორიცაა ბამბა და აბრეშუმი, რეცხვის შემდეგ ადვილად დაიტკეპნება, ვიდრე სინთეზური ქსოვილები. აქედან გამომდინარე კი, უნდა აირჩიოთ ქსოვილები არა 100%–ნი ბამბის შემცველობით, არამედ ისეთი, რომელსაც ბამბასთან ერთად 5–30%–მდე ხელოვნური, სინთეზური ქსოვილი აქვს შერეული (viscose, polyester, nylon და ა.შ.), რადგან ასეთი ტანსაცმელი უფრო დიდხანს მოგემსახურებათ.





7. შეამოწმეთ ღილები და მისი შესაკრავები.image
ყალბ და უხარისხო ნივთებზე წვრილმან დეტალებს მწარმოებელი ყურადღებას არ აქცევს, ამიტომ ტანსაცმლის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ღილებს და მის შესაკრავებს, რომელიც უნდა იყოს დაკერებული სიზუსტით, მჭიდროდ, სქელი ძაფით და შესაკრავები კი სრულად დამუშავებული.




P.S. p.s. ამ ფაქტორების ცოდნა–გათვალისწინება თავიდან აგარიდებთ ორმაგ ხარჯს. ენდეთ ხარისხს, ნუ გადაიხდით ზედმეტს.




იხილეთ აგრეთვე:

შეცდომები რეცხვის დროს, რომელიც აფუჭებს თქვენს ტანსაცმელს. გაითვალისწინეთ!

სიმართლე "სარეცხი საშუალებების" შესახებ. ეს უნდა იცოდეთ!

აი როგორ განვასხვავოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისგან

შეძლებთ გაარჩიოთ ორიგინალი პატენტისგან? აბა სცადეთ
გამოიცნობთ რომელი შავა კაბაა ძვირადღირებული?
გამოიცანით რომელი ფეხსაცმელია ძვირადღირებული- ტესტი ქალებისთვის
გამოიცანით რომელია ორიგინალი და რომელი ყალბი
ბრინჯს ცეცხლი წაუკიდეს და შედეგმა ყველა გააოცა- თქვენც სცადეთ




0
448
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0