x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
15 პრეპარატი, რომლებიც არაფერს კურნავს!
ცრუ პრეპარატების წინააღმდეგ ბრძოლის, ერთ–ერთი უცხოური ქვეყნის ფალსიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი კომისიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა გამოაქვეყნეს მემორანდუმი "ჰომეოპათიის ფსევდო მეცნიერებაზე".

მემორანდუმში ნათქვამია, რომ ჰომეოპათია მოკლებულია მეცნიერულ საფუძველს და თეორიული საფუძვლებიც ეწინააღმდეგება ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ყველა ცნობილ კანონს. მეცნიერები ასევე გვინმარტავენ, რომ ჰომეოპათიის ეფექტურობა არ დასტურდება არცერთი კვლევით და რომ მისი სარგებლიანობა ნულოვანია. დოკუმენტი ხელმოწერილია წამყვანი სამედიცინო პირებისა და მეცნიერების მიერ.


image



აქვე შეგახსენებთ, რომ ჰომეოპათია ალტერნატიული მედიცინის სისტემაა, რომლის მიხედვითაც დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ხშირად და მცირე დოზით ისეთი წამლების მიღება, რომელთა დიდი დოზა ჯანმრთელ ადამიანში გამოიწვევდა ამ დაავადების მსგავს სიმპტომებს. მისი ფუძემდებელია, გერმანელი ექიმი სამუელ ჰანემანი. „ჰომეოპათია“ იყენებს მცენარეულ, მინერალურ და ცხოველურ სამკურნალო საშუალებებს უმცირესი დოზით და „მსგავსების პრინციპით“, ანუ თავისი არსით ჰომეოპათია ეს არის ბიომარეგულირებელი თერაპია, რომელიც არ სტიმულირებს ან არ თრგუნავს ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესს.

ჰომეოპათია, როგორც ალტერნატივა მედიცინის დარგში, 200–ზე მეტი წელია არსებობს. მეცნიერები კი მოუწოდებენ ექიმებს ამოიღონ პრაქტიკიდან მათი გამოყენებით მკურნალობა და არ გაუწიონ პაციენტებს ამ პრეპარატების მიღებაზე რეკომენდაციები.

ჩვენც მოგვიწოდებენ, რომ ფართოდ გავრცელებული ეს ჰომეოპათიური პრეპარატები არ გამოვიყენოთ, რადგან მათი სარგებლიანობა ნულის ტოლფასია.

გთავაზობთ ფართოდ გავრცელებულ იმ 15 ჰომეოპათიურ პრეპარატს, რომლებიც შესაძლოა ჩვენთანაც იყოს გაყიდვაში და ხშირად მოვიხმარდეთ: (ფრჩხილებში წერია მისი ღირებულება ევროსა და დოლარებში)


1. Anaferon (60 ₴ / 2, 2 $).image





2. Atma (170 ₴ / $ 6, 3).image





3. Aflubin (140 ₴ / 5, 2 $).image




4. Viburkol (130 ₴ / $ 4, 8).image






5. Galstena (190 ₴ / $ 7).image




6. Gentos (220 ₴ / 8, 15 $).image






7. Memoria (150 ₴ / 5, 5 $).image






8. Pumpan (100 ₴ / $ 3, 7).image





9. Remens (220 ₴ / 8, 15 $).image






10. Traumeel (170 ₴ / $ 6, 3).image



11. Успокой (25₴/0, 9$).image




12. Cerebrum compositum (500 ₴ / 18.5 $).image






13. Cefavora (200 ₴ / 7, 4 $).image





14. Cinnabsin (155 ₴ / 5, 7 $).image






15. Enghistol (135 ₴ / 5 $).image




P.S. აქვე შეგახსენებთ, რომ ჰომეოპათია საქართველოში ერთ-ერთი კარგად შესწავლილი დარგია და გვყავს კარგი ჰომეოპათები, რომელთაც არაერთი დაავადება განკურნეს თავიანთი მიდგომით.




იხილეთ აგრეთვე:

როგორი უნდა იყოს თქვენი სახლის "მედიკამენტების კუთხე". წესები, რომლებიც საყურადღებოა



9
6244
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
6244
  
2019, 4 მარტი, 13:54
ჭეშმარიტება ურთერტსაუბრის შედეგად მოდის კარგია როცა ერთმანეთს უზიარებთ აზრს იქნებ ასე უფრო გავიგოთ სიმართლე ამა თუ იმ წამალზე
2017, 1 სექტემბერი, 15:55
ერთი წელი ვიტანჯებოდი მოურჩენელი სურდოთი, რამდენნაირი წამალი მაყლაპეს უშედეგოდ ექიმებმა, ვეღარ დავთვალე, ბოლოს გადავწყვიტე თვითონ მომეძებნა რაიმე სამკურნალო მეთოდები ინტერნეტში და ერთერთ საიტზე გადავაწყდი ცინნაბსინის ანოტაციას. იმ დღესვე დავიწყე სმა, დღეში 10 აბს ვსვამდი საათში ერთხელ (ინსტრუქციის მიხედვით) და მეორე დღეს უკვე შედეგი მქონდა. ერთ კვირაში მოვიშორე ის, რაც ერთი წელი ექიმებმა ვერ მომაშორეს.
ამას რეკლამისთვის ნამდვილად არ ვწერ, რა თქმა უნდა ისიც ვიცი, რომ არ შეიძლება თვითმკურნალობა, მითუმეტეს შესაბამისი ცოდნის გარეშე, მაგრამ რომ არ გამერისკა, დღემდე დატანჯული ვიქნებოდი. თანაც სულაც არ არის ცუდი ჰომეოპათიური წამლები და ქიმიურს (ნახევრად რომ ცარცია და მართლა არაფერს კურნავს) ნამდვილად ჯობია.
2017, 1 სექტემბერი, 13:53
ეჭვი მაქვს დეტოქსიკზეც, ზუსტად დომენტოლ-გაგენოლოსნაორ რეკლამას უკეთებენ
2017, 31 აგვისტო, 15:44
ფალსიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი კომისიის მეცნიერებათა აკადემიის წევრების კვლევის შედეგები გაგიზიარეთ უბრალოდ და ვფიქრობ სისულელე არ დავწერე, რადგან მე არ მომიგონია, პ.ს-ში კი ჩემი აზრი ავღნიშნე.
2017, 31 აგვისტო, 8:35
კიდევ კარგი p.s.ით მაინც დაამატეთ რომ საქართველოში არაერთი კარგი ჰომეოპათია...სასაცილოა ეს ყველაფერი...კონკურენციას უწევს ჩვეულებრივ მედიცინას და კონკურენტის მოშორების ყველაზე მარტივი გზა შავი პიარია.ხალხსაც მეტი რა უნდა რა სისულელესაც დაწერთ იმას იჯერებს...რომ არა ჰომეოპათია რა უნდა მექნა არ ვიცი..17წელია ამ მეთოდით ვმკურნალობთ ყველაფერზე...და ანტიბიოტიკი რა არის არ ვიცი..და ტრაუმელის ეფექტურობა იმდენად დიდია რომ ჩვეულებრივ ნიშნავენ პედიატრებიც და არამარტო!!!
2017, 30 აგვისტო, 14:19
ვიბურკოლი და ანაფერონი არადა ხშირად ინიშნება ჩვენი პედიატრების მიერ :(
2017, 30 აგვისტო, 14:10
იმ ექიმებს უნდა დაუმტვრიო ის ხელები, ვინც ამ წამლებში გვაყრევინებებს ფულებს
2017, 30 აგვისტო, 13:58
"გაგენოლი" და დომენტოლი" დაუმატე ამ საინტერესო სტატიას მაკა. :)))
0 1 9