სხვა მსოფლიოს ყველაზე უცნაური სკოლები 2017, 31 აგვისტო, 9:26 «Trabajo Ya» ესპანეთში პროსტიტუცია ლეგალურია. ამიტომ, 2012 წელს, ვალენსიაში სკოლა გახსნეს, რომლის სახელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც «იმუშავე ახლა» (ესპ. Trabajo Ya). 100 ევროს საფასურად, მოსწავლეები «პროფესიული პროსტიტუციის საბააზისო კურსს» გადიან. სწავლის ხანგრძლივობა მხოლოდ 1 კვირა არის და გაკვეთილებზე მოსწავლეებს ამ უძველესი პროფესიის ისტორიას და ევოლუციას აცნობენ. ხოლო, პრაქტიკულ მეცადინეობებზე, რომელსაც ყოველდღიურად 2 საათი ეთმობა, მათ პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებელ «აქსესუარებს» აცნობენ და კამასუტრას აკითხებენ. მსოფლიოში პირველი, მეძავების სკოლის გახსნამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საქმე სასამართლომდეც კი მივიდა, მაგრამ ლეგალური ბიზნესის, ლეგადური სასწავლო კურსები დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას. მაგიის სკოლა «Grey» მაგმა ობერონ ზელ-რავენჰარტმა (Oberon Zell-Ravenheart) გადაწყვიტა, რომ სამყარო დღეს, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ჯადოქრების სკოლას. მან პირველმა გახსნა და ოფიციალურად დაარეგისტრირა მაგების და ჯადოქრების სკოლა ქ. სონომაში (კალიფორნიის შტატი, აშშ) და მას Grey School of Wizardry დაარქვა. ობერონი ახლა 74 წლის არის. მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მაგიის შესწავლას შეალია და გადაწყვიტა თავისი ცოდნა ამ სფეროში ყველას გაუზიაროს, ვისაც ამის სურვილი ექნება. სკოლაში 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები 4 სხვადასხვა სახლში ნაწილდებიან. ეს სახლებია: «ჯუჯები», «ქარები», «სირინოზები» და «სალამანდრები». ხოლო, მოსწავლეები 18 წელს ზევით, სახლებში: «ოთხი ქარის საზოგადოება», «მოცეკვავე ცეცხლის ორდენი», «დინების შეკრული წრე» და «ფეხზე მდგომი ქვების წრე». სკოლაში 14 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, ხოლო სასწავლო პროგრამში, ჩვეულებრივი საგნების (არასრულწლოვანი მოსწავლეების შემთხვევაში) გარდა, ალქიმია, ცხენების შელოცვა, ჯადოსნური ჯოხის დამზადება და სხვა, მსგავსი საგნები ისწავლება. სწავლის ხანგრძლივობა 7 წელია, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ, კურსდამთავრებულს «მოგზაური-ჯადოქრის» დიპლომი გადაეცემა.
დღეს ობერონი მაგიის საკუთარ სახელმძღვანელოებს გამოსცემს და თითოეული მათგანი, ამ სფეროში, ბიბლიად არის აღიარებული. თავად ჯადოქრობის მაგისტრი კი ყველას აფრთხილებს, რომ დაინტერესებულმა პირებმა სხვა სკოლებს არ მიმართონ, რადგან დიდია შანსი იმისა, რომ პროფესიონალების ნაცვლად, თაღლითების ხელში აღმოჩნდნენ და მათთვის, ვისაც კალიფორნიაში ჩასვლის საშუალება არა აქვს, ონლაინ-სკოლა ფუნქციონირებს. პრაქტიკული კურსის გასავლელად კი, საზაფხულო ბანაკები ეწყობა. 192 8-ს მოსწონს
|