x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რატომ სრულდება ქორწინების რიტუალი კოცნით და ვინ შემოიღო ეს ტრადიცია

კოცნა კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე არსებობს. მაგრამ, თუ მასზე დავფიქრდებით, ძალიან საინტერესო პროცესია. რატომ კოცნიან ადამიანები ერთმანეთს? ხან ეს რომანტიკული გრძნობების მოზღვავების გამო ხდება, ხანაც – მისალმების ნიშნად. როგორც არ უნდა იყოს, კოცნა ყოველთვის მნიშვნელოვანი ემოციების გაცვლა არის ადამიანებს შორის.
ზოგიერთ ძველ კულტურაში, კოცნა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და ხშირად, პატივისცემის ან თანხმობის ნიშნად გამოიყენებოდა. ანთროპოლოგებმა ზუსტად არ იციან კოცნის წარმოქმნის ისტორია. თუმცა, ორი ძირითადი თეორიის გამოყოფა მაინც შეიძლება: პირველი თეორიის თანახმად, ითვლება რომ, კოცნა თანდაყოლილი ინსტინქტური ქცევა არის, ხოლო მეორე თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ კოცნა, «კოცნით კვების» (პროცესი, როდესაც დედა ახალშობილს საკვებს საკუთარი პირიდან აწვდის) ევოლუციის შედეგია.
ყველაზე ძველი წერილობითი წყარო, რომელშიც კოცნა არის ნახსენები, სანსკრიტზე (ძველინდური) შესრულებული ტექსტია, რომელიც, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. 2000 წლით არის დათარითებული. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ კოცნა ინდოეთიდან დანარჩენ მსოფლიოში, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ალექსანდრე მაკედონელმა ჩრდ. ინდოეთის ნაწილი დაიპყრო. როგორიც არ უნდა იყოს კოცნის წარმოქმნის და გავრცელების ისტორია, ბევრად უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია ფაქტები, რომლებიც მას უკავშირდება:


image


1. მეცნიერებას კოცნის შესახებ ფილემატოლოგია ჰქვია.

image

2. სიტყვა კოცნა პროტოგერმანული სიტყვიდან «Kuss» მომდინარეობს, რომელიც კოცნის დროს გამოცემული ხმის ბგერების ჟღერადობის მიხედვით წარმოიქმნა.

image

3. პლინიუსი უფროსი (23-79 წწ.) ამტკიცებდა, რომ ვირის კოცნა გაციებისგან კურნავსო და ბევრ ადამიანს სჯეროდა მისი.

image

4. მეცნიერები ვერ ამტკიცებენ, კოცნა თანდაყოლილი თუ გამომუშავებული ჩვევაა. მათი ერთი ნაწილი თვლის, რომ კოცნა მაშინ გაჩნდა, როდესაც დედები ცდილობდნენ შვილები ძუძუთი კვებისგან გადაეჩვიათ და საჭმელს პირიდან პირში აძლევდნენ. მათივე მტკიცებით, კოცნის მიხედვით შეიძლება იმის გარკვევა, ადამიანი ბუნებრივი კვებით იზრდებოდა ჩვილობის პერიოდში, თუ ხელოვნური.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკის ზოგიერთი ხალხები, საერთოდ არ კოცნიან ერთმანეთს.

image

5. გასული საუკუნის 20-იან წლებში, ინგლისურ ენაში გაჩნდა ტერმინი – «ფრანგული კოცნა». თუმცა საფრანგეთში კოცნის ეს სახეობა ცნობილი იყო, როგორც კოცნა ენით ან სულების კოცნა.
«ფრანგული კოცნის» დროს, სახის ყველა ანუ 34 კუნთი მუშაობს, ხოლო ლოყაზე კოცნისას – მხოლოდ 2.

image6. პირის წრიული კუნთი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც საკოცნი კუნთი, ტუჩების წინ გამოწევაში ეხმარება ადამიანს, კოცნის სურვილის შემთხვევაში.

image7. კოცნა დადებითად მოქმედებს კბილებზე. ამ პროცესის წინ, პირში ნერწყვის გამომუშავება ხდება, რომელიც კბილებს ნადებისგან ასუფთავებს.


image8. რომაელები კოცნის სამ სახეობას გამოყოფდნენ:

I. «Osculum» – კოცნა ლოყაზე
II. «Basium» – კოცნა ტუჩებში
III. «Savolium» – ღრმა კოცნა.

image

9. საქორწინო ცერემონიალის დროს კოცნის ტრადიციაც, ძველი რომიდან მოდის, სადაც კოცნა ხელშეკრულების დადების, შეთანხმების ნიშნად გამოიყენებოდა.

image

10. ჯვარი, წერილის ბოლოს, ტუჩების კონტაქტს ნიშნავს – ასე წერილის ავტორი ადრესატს კოცნას უგზავნის.

image

11. კოცნის დროს, 10 მლნ-დან – 1 მლრდ-მდე ბაქტერიის გაცვლა ხდება.

image

12. შუა საუკუნეებში, ევროპის რიგ ქვეყქნქში, პოპულარული იყო დიდგვაროვნების მიერ კეთროვანების კოცნა, რაც ამ უკანასკნელის მორჩილებად აღიქმეოდა.

image

13. კომპანია «Hershey» მიერ წარმოებული კანფეტი «კოცნა» 26 კალორიას შეიცავს. ვნებიანი კოცნა წუთში, დაახლოებით, 7 კალორიას წვავს ანუ შოკოლადი «კოცნის» შედეგად მიღებული კალორიების დაწვა, ისევ კოცნით შეიძლება, რომლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 4 წუთი უნდა იყოს.

image

14. ყველაზე ხანგრძლივი კოცნა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში არის დაფიქსირებული, ტაილანდელ ცოლ-ქმარს ეკაჩაემ და ლაკშან ტირანარატებს ეკუთვნით. მათ რეკორდი 2013 წლის 12 თებერვალს დაამყარეს და მისი ხანგრძლივობა 58 საათი 35 წუთი და 58 წამი არის.

image

15. ესკიმოსების კოცნას (ცხვირიბით ხახუნი) საფუძვლად ესკიმოსური მისალმება უდევს, და მათ ენაზე «Kunik»-ი ჰქვია.

image

0
277
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0