x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ გახდა გაგარინი №1 კოსმონავტი

image


იური გაგარინი... პლანეტა დედამიწის №1 კოსმონავტია. მისი ნაცნობობა სამყაროსთან 108 წთ. გაგრძელდა და ის იყო პირველი დედამიწელი, ვინც ჩვენი პლანეტა კოსმოსიდან დაინახა.
რატომ გაგარინი? – ამ კითხვას იმ დღიდან სვამენ, რაც პირველი კოსმონავტის გვარი გახდა ცნობილი.
თავდაპირველად კოსმონავტების ჯგუფში 20 ადამიანი აიყვანეს. სტარტამდე, ერთი თვით ადრე, ჯგუფში გამოკითხვა ჩაატარეს. კითხვაზე, თუ ვინ იყო ღირსი, რომ №1 კოსმონავტი გამხდარიყო, როგორც ამბობდნენ, ჯგუფის 20 წევრიდან, 19-მა გაგარინი დაასახელა.
სინამდვილეში ლიდერი ორი იყო: გერმან ტიტოვი და იური გაგარინი.


image


და ისმის ისევ კითხვა: რატომ გაგარინი? ყოველ შემთხვევაში, არა იმიტომ, რომ კოსმონავტების ჯგუფში შემავალმა 19 კაცმა ასე გადაწყვიტა. I კოსმონავტის საკითხი, საბჭოთა კავშირში, კოსმოდრომის დონეზე ნამდვილად არ გადაწყდებოდა. ამბობენ, როდესაც ნ. ხრუშოვს საბუთები წარუდგინეს და მომავალი კოსმონავტების ბიოგრაფიები გააცნეს, მას არ მოეწონა ტიტოვის სახელი. «ეს რა გერმანული სახელიაო» - წამოუძახია მას. შესაძლებელია, პირველი კოსმონავტის ბედი, სწორედ ამ ფრაზამ გადაწყვიტა ან შეიძლება იმან, რომ პირველი კოსმონავტი, იმ ეპოქის და ქვეყნის ჭეშმარიტი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო... გერმან ტიტოვი ამასთან დაკავშირებით წერდა:
«გლეხის შვილი, ხელოსნის მოსწავლე, მუშა, სტუდენტი, აეროკლუბის კურსანტი, მფრინავი - ეს არის გაგარინის გზა, გზა რომელიც ჩვენი თაობის ათასობით ახალგაზრდამ გაიარა... მე ვიგრძენი, რომ პირველი გაგარინი გაფრინდებოდა».
თავად ტიტოვი მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. სახელი გერმანი, მამამ, ა. პუშკინის რომანის «პიკის ქალის» («Пи́ковая да́ма»), ერთ-ერთი გმირის საპატივცემულოდ დაარქვა.
გაგარინი კოსმოსში 1961 წ. 12 აპრილს «ვოსტოკი - 1»-ით გაფრინდა.


image


რაც შეეხება გერმან ტიტოვს, ის №2 კოსმონავტი გახდა. მისმა ხომალდმა, «ვოსტოკ - 2»-მა სტარტი 6 აგვისტოს აიღო და 7 აგვისტოს დაბრუნდა დედამიწაზე. მან კოსმოსში 25 საათი გაატარა.

1
277
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
277
  
2017, 19 სექტემბერი, 13:07
ყოველთვის მაინტერესებდა ამ კაცის ბედი... ნამდვილად დაიღუპა თუ მოკლეს, რამდენიმე ვერსია მახსოვს...
0 1 1