კინო თქვენ ალბათ არასდროს გინახავთ "ზორაიდე" ფილმ "კლონიდან" თავსაბურავის გარეშე. აი ასე გამოიყურება ის რეალურ ცხოვრებაში! 2017, 29 აგვისტო, 13:59 ამბობენ, რომ ნამდვილ და ნიჭიერ მსახიობს შეუძლია თავი დაამახსოვროს და შეაყვაროს ნებისმიერ მის მაყურებელს, არამარტო ნამდვილი პიროვნებით არამედ მისი გამოგონილი პერსონაჟითაც. ეს ყველაფერი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ ბრაზილიელ ნიჭიერ მსახიობზე ჯანდირ მარტინზე.ჯანდირი ქართველი ტელემაყურებლებისათვის ცნობილი გახდა სერიალიდან "კლონი" სადაც ის "ზორაიდეს" როლს ასრულებდა. ამ ფილს მილიონობით ადამიანი უყურებდა მთელს მსოფლიოში და ქალბატონმა მათი გულები მისი ქარიზმატული და ბრძნული გამონათქვამებით მოიგო. ჯანდირს საკუთარ ცხოვრებაზე ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, ამიტომ მასზე ცოტა რამ არის ცნობილი. მსახიობი დაიბადა 1944 წლის 10 ივლისს ბრაზილიის ქალაქ სანტოსში. მისი გატაცება ტეათრი და მსახიობობა იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან გაანალიზა, რომ მისი ცხოვრება სცენასთან და მსახიობობასთან იყო დაკავშირებული.ახლანდელი მსახიობები, როგორც წესი პირდაპირ კინოში გადაღებაზე ოცნებობენ, მაგრამ მარტინისთვის ფილმში გადაღება ადვილი საქმე არ იყო. დროთა განმავლობაში მან დააგროვა და მიიღო გამოცდილება რაშიც თეატრი დაეხმარა. რთული დასაჯერებელია, მაგრამ მარტინი 73 წლისაა! და სერიალი კლონი გადაღებულია 15 წლის წინ. დრო ფრიალებს და მიფრინავს, მაგრამ ეს არ არის სამწუხარო. კარგი ფილმები და მსახიობები ყოველთვის იარსებებნ და მათი სახელი ისტორიას დაამახსოვრდებათ.ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 2393 7-ს მოსწონს 1-ს არა
|