სხვა "დუნდულებით" დახატული ყვავილები და ხატვის სხვა უცნაური ხერხები 2012, 15 ივნისი, 16:44 1) ესრეფ არმაგანი- მხატვარი რომელსაც არასდროს უნახავს მზის სხივი და მაინც გასაოცარი სიზუსტით ხატავს სახლებს, ცხოველებს... კვლევებმა აჩვენეს რომ მის ტვინში დროგამოშვებით ირთვება მხედველობითი უბანი, თუმცა ეს გაუთვითცნობიერებლად ხდება და მხოლოდ მის ცნობიერებაში ილექება. ესრეფი უფუნჯოდ, მხოლოდ თითების გამოყენებით ხატავს . 2) გერმანელი მარკო ფიგენი, რომლის წვერის სიგრძე 1 მეტრს აღემატება ფუნჯის მაგივრად სწორედ ამ ''სიამაყეს'' იყენებს 3) ქართველი ნინო სლეპჩენკო ნახატებს ცხელი უთოთი ქმნიდა 4) სტეფან მარმერი საკუთარ ნახატებს ( ყვავილები, პეპელები ) ინტერნეტის მეშვეობით საკმაოდ სარფიანად ყიდდა. ხატვის ხერხი მარტივი იყო - იგი დუნდულებს ყოფდა საღებავში და შემდეგ ტილოებს აჯდებოდა. ამის გამო იგი სკოლიდან გაათავისუფლეს- თქვენ წარმოიდგინეთ და მასწავლებელი იყო 5) დი პილი - ავსტრიელი მხატვარი ქალი, იგი საკუთარი მკერდით მუშაობს ( წარმომიდგენია ქმარი რა ბედნიერი ყავს ) 374 3-ს მოსწონს
|