x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
წამალი, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას დაამარცხებს

image

რამდენი ადამიანი იტანჯება ნარკოდამოკიდებულებით... ამასთან, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია არა არის – აკრძალული ნივთიერებებისადმი ლტოლვა მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებს და მათ ახლობლებს უდიდეს ტკივილს აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება აქტიურად ებრძვის ნარკობიზნესს, ნაკლებად სავარაუდოა რომ ის ძირფესვიანად აღმოიფხვრება ახლო მომავალში.


image
სპეციალისტებმა, სკრიპსის სამეცნიერო-კვლელვითი ინსტიტუტიდან, შექმნეს ვაქცინა, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ბლოკირებას ახდენს, და როგორც დამტკიცდა, ეფექტს ინარჩუნებს ორგანიზმში შეყვანიდან 8 თვის მანძილზე.

ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა

ვაქცინის მოქმედება მიმართულია იმაზე, რომ იმუნურმა სისტემამ გამოიმუშავოს ანტისხეულები ჰეროინის წინააღმდეგ. თავდაპირველად კვლევები ტარდებოდა მაიმუნებზე. ვაქცინაციის შემდეგ მათში შეჰყავდათ ჰეროინი. როდესაც ნარკოტიკი ორგანიზმში შედიოდა, შექმნილი ანტისხეულები მის მოლეკულებს ნეიტრალიზებას უკეთებდნენ. მაიმუნები არ განიცდიდნენ ეიფორიას ჰეროინისგან, რადგან მისი მოლეკულების ბლოკირება ხდებოდა მანამ, სანამ ტვინამდე მიაღწევდა.


image
აღნიშნული ვაქცინის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გამოყენება იმ ნარკომანების სამკურნალოდაა შესაძლებელი, რომლებიც იღებენ ჰეროინს და უფრო სუსტ ნივთიერებებს. მისი ორგანიზმში შეყვანის შემდეგ პაციენტებს ნარკოტიკების მიღების მოტივაცია საერთოდ დაეკარგებათ. აღნიშნული პრეპარატი ხელს უშლის რეციდივების განვითარებას გამოჯანმრთელების პროცესში.

კვლევის შედეგად 4 მაიმუნმა, რომელთაც ვაქცინის სამ დოზას აძლევდნენ, კარგი იმუნური შედეგი გამოავლინა – ჰეროინის სხვადასხვა დოზების ნეიტრალიზება ხდებოდა. ამასთან, დაადგინეს რომ პრეპარატი გაცილებით ეფექტურია ვაქცინაციიდან პირველ თვეში, თუმცა, მისი გავლენა ორგანიზმზე 8 თვეს გრძელდება. წამლის განმეორებით შეყვანას კი უფრო დიდი შედეგი აქვს.


image
ექსპერიმენტის მეორე და მესამე რაუნდები უფრო დიდ დადებით შედეგს იძლეოდა, რამდენადაც მძიმე ნარკოტიკის მოქმედების ბლოკირების ხარჯზე, ორგანიზმი თანდათან უარს ამბობდა მასზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ექსპერიმენტში მონაწილეებს არ ჰქონდათ აბსტინენციის სინდრომი (ე.წ. "ლომკა") და ჰეროინის მოხმარების სურვილი.


image
"ჩვენ ვთვლით, რომ ეს ვაქცინა სრულიად უსაფრთხო იქნება ადამიანებზე გამოცდის შემთხვევაში" – აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი კიმ ჯანდი. გუნდის შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენს ვაქცინის პარტნიორობის ლიცენზია კლინიკურ კვლევებში.

P. S. არასოდეს აჰყვეთ ცდუნებას და არ გასინჯოთ შემოთავაზებული ნარკოტიკი! ეს შეიძლება ფატალურად დამთავრდეს თქვენთვის! არასოდეს თქვათ: "როცა მომინდება, თავს მაშინ დავანებებ"- ეს უბრალოდ შეუძლებელია! ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება ძალიან რთულია. იფიქრე საკუთარ თავზე და ახლობელ ადამიანებზე – სამყაროში ბევრი საინტერესო რამ არის, რაც გაგახალისებს, ბედნიერს გაგხდის. ნუ იქნები სუსტი!

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ვაქცინა კარგ შედგს მოუტანს იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

20 შემაძრწუნებელი ფოტო – როგორ ანადგურებს ამფეტამინი ადამიანის სახესა და სულს

10 ფაქტი შიზოფრენიის შესახებ

მეცნიერებმა ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც დიაბეტს, გაფანტულ სკლეროზს და ალცჰეიმერის დაავადებას დაამარცხებს

იაპონელ მეცნიერთა კვლევები – რა დაემართება თქვენს ორგანიზმს თუ ერთი თვის მანძილზე უზმოზე წყალს მიიღებთ

2016 წლის ნობელის პრემია: ლაურეატმა დაამტკიცა, რომ მარხვა მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის

1
403
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
403
  
2017, 29 აგვისტო, 17:37
საინტერესო სტატიაა, იქნებ ეშველოს ჩვენს "მენიანგეებსაც"...
0 1 1