x
თეოსოფია (ყველაფერი თეოსოფიის შესახებ)
თეოსოფია ძველი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს "ღვთაებრივ სიბრძნეს". თეოსოფია ღვთიური სიბრძნის წარმოჩენის მეცნიერებაა. ესაა ღვთაების შემეცნების მეთოდოლოგია და მას ამსახელით მოიხსენიებდნენ სხვადასხვა ფილოსოფიურ სისტემებში: იუდაურ კაბალაში, ანტიკურ ე.ი. ელინისტურ და ქრისტიანულ გნოსტიციზმში, ისლამურ სუფიზმში.

თუმცა თეოსოფია როგორც პარამეცნიერული დარგი ჩამოყალიბდა მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში და ძირითადად დაფუძნებულია ინდურ ფილოსოფიურ-მეტაფიზიკურ სისტემებზე, მაგრამ ჭეშმარიტების მარცვლებს ხედავს ყველგან და "ადამიანთა რასის საყოველთაო ძმობას და დობას" ქადაგებს.

არსებობს თეოსოფიის სხვადასხვაგვარი დეფინიცია: 1) რელიგიის ისტორიკოსების და ეზოთერიზმის მკვლევართა განსაზღვრებით, თეოსოფია მისტიციზმის ნაირსახეობაა. თუკი თეოლოგია მოცემული რელიგიის საფუძვლებს, როგორც ავტორიტეტის, რაციონალურ და რეფლექტურ ანალიზს ემყარება, თეოსოფიის წყარო ერთი კონკრეტული რელიგიის ფარგლებს სცილდება. 2) თანამედროვე რელიგიურ-მისტიკური მიმართულების თვალთახედვით, თეოსოფია იმ ზეჭეშმარიტების გამოცხადებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროში არსებული ღვთაებრივი ცენტრიდან გადმოიღვრება და რომლის საფუძველზეც ერთი კონკრეტული დარგი და სისტემა იქმნება.

თეოსოფია ანუ სანსკრიტულ ენაზე "ბრაჰმავიდია" (ღმერთის ცოდნა) იგივე "პარავიდია" (უმაღლესი ცოდნა) მსოფლიოს ყველა რელიგიის, ფილოსოფიური და მეტაფიზიკური სისტემის საწყისი, პროტოფორმა და თეოსოფიური ტრადიციით თავად ბუნების სულების - "დაიმონების" მიერ ადამიანთათვის შორეულ მითიურ წარსულში გადმოცემული მოძღვრებაა.


თეოსოფია ცნობს რეინკარნაციას ანუ მეტემფსიქოზს (სულთა გადასახლება) და პოლითეიზმს (მრავალი ღვთაების არსებობა).

თეოსოფია სცილდება ყოველგვარ ეკუმენურ ფარგლებს და წარმოადგენს უაღრესად ულტრა სინკრეტისტულ სწავლებას, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს მსოფლიოს მრავალ მოძღვრებას და მითოლოგიურ სისტემას, როგორებიცაა: ბუდიზმი, ინდუიზმი, ჯაინიზმი, ლამაიზმი, სიქჰიზმი, დაოსიზმი, შინტოიზმი, ანიმიზმი, ზოროასტრიზმი, სუფიზმი, ტრანსცენდეტური კაბალა, ქრისტიანული გნოსტიციზმი, ქრისტიციზმი, ტრითეიზმი, საბელიოსის მოდალიზმი, მეზოამერიკული შამანიზმი და ა.შ.

თეოსოფიური მოძღვრება, რომელიც წარმოადგენს დედამიწის ყველა რელიგიის, ფილოსოფიისა და მეტაფიზიკური სისტემის საფუძველს, ეზოთერული ტრადიციის მიხედვით გაჩნდა ე.წ. მესამე რასის - ლემურიული რასის დროს, რომელიც მოხდა 600 000 000 წლის წინ.

თეოსოფია გვეუბნება რომ მზისა და მთვარის დაიმონებმა ანუ პიტრისებმა - აგნიშვატებმა და ბარჰიშადებმა, რომლებიც დედამიწაზე დაეშვნენ ჰიპერ ურანიიდან ანუ სელესტიური ე.ი. ზეციური სამყაროდან, საკუთარი ეთერული, ასტრალური და მენტალურ-სულიერი ენერგიებისგან "შექმნეს" ახალი ტიპის არსებები; ეთერული ტიტანები, ეს იყო პირველი რასა - ჰიპერბორეის პირველი რასა, მისგან წარმოიშვა ჰიპერბორეის მეორე რასა, რომელიც უფრო მატერიალური იყო. შემდეგ წარმოიშვა ლემურიული რასა, რომელსაც უკვე ფიზიკური სხეული ჰქონდა. ლემურიელნი ფლობდნენ განუზომელ ზეადამიანურ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სულიერ ძალას. ისინი იკვებებოდნენ ინტრაკოსმიური სულიერი ენერგიებით და არასდროს არ ავადმყოფობდნენ. მათ შექმნეს კოსმიური დონის ზეცივილიზაცია. ისინი ფლობდნენ კვანტურ ტექნოლოგიებს და მაგიას.

შემდეგ წარმოიშვა ატლანტიდის რასა ანუ მეოთხე რასა, ატლანტიდური რასისგან წარმოიშვა მეხუთე რასა - არიული.

ეს მოხდა 50 000 000 წლის წინ, თუ დავუჯერებთ თეოსოფიას.

საქმე იმაშია, რომ თეოსოფიის მიხედვით დედამიწას ეთერულ, ასტრალურ, ფსიქიკურ, მენტალურ, სულიერ და ზესულიერ განზომილებებში გააჩნია დუბლიკატები ანუ ორეულები, ე.წ. "ულტრა დედამიწები". აგრეთვე თითოეული ულტრა პლანეტური სფერო დასახლებულია ნატიფი სხეულების მქონე არსებებით - დაიმონებით.

რასების წარმოშობა ხდება ასე: თითოეული რასა იყოფა შვიდ ქვერასად, რომელთაგან მეშვიდედან (მეშვიდე განშტოებიდან) იბადება ახალი რასა, მაგალითად, ატლანტიდური რასა წარმოიშვა ლემურიულის მეშვიდე ქვერასიდან. თანამედროვე ადამიანები არიან არიული მეხუთე რასის მეხუთე ქვერასა. მეშვიდე ქვერასიდან გაჩნდება მეექვსე რასა. საერთო ჯამში დედამიწაზე იქნება 7 რასა და ადამიანური სულიერი არსებები დაბრუნდებიან კოსმიური გონის წიაღში, საიდანაც გამოვიდნენ ემანაციის გზით.

თეოსოფიის თანახმად სამყაროს გააჩნია სულიერი საფუძველი ანუ სულიერი ბირთვი - პარაბრაჰმანი. ბრაჰმანი ესაა უმაღლესი სულიერი ცნობიერება, უპიროვნო სულიერი სუბსტანცია, ეს სუბსტანცია არის იმანენტური ანუ იმყოფება ყველასა და ყველაფერში.

ბრაჰმანს გააჩნია ემანაციები, მოდუსები და ავატარები. ავატარა ნიშნავს ღვთაებრივ განსხეულებას. ყველა ცოცხალი არსება წარმოადგენს უმაღლესი სულის პიროვნული ასპექტის - იშვარას ანუ უფლის ღვთაებრივ განსხეულებას და შესაბამისად ფლობს შინაგან ღვთაებრივ სულიერ, ფსიქიკურ და ფიზიკურ ძალებს.

თეოსოფიის თანახმად, არსებობს სამყაროს მატერიალურობის შვიდი პლანი და ყველა არსებას აქვს 7 კარმული გარსი და 3 სხეული, ესენია: 1) ფიზიკური 2) ეთერული 3) ასტრალური 4) ფსიქიკური 5) მენტალური 6) ბუდჰიალური და 7) ატმანური ე.ი. სულიერი. სამი სხეულია: 1) ფიზიკური 2) ასტრალური (შეიცავს ეთერულ, ასტრალურ და ფსიქიკურ გარსებს) და 3) სულიერი ანუ კაუზიური (მიზეზთა სხეული, შეიცავს მენტალურ, ბუდჰიალურ და სულიერ გარსებს).

ცოცხალ არსებას ეწოდება - ჯივა. ჯივას ასტრალურ ფორმას ეწოდება - "ეიდოლონი".

ბრაჰმანს გააჩნია სამი ტიპის ენერგია: 1) ანტარანგა შაკტი - ზესულიერი 2) ტატასტხა შაკტი - ცოცხალი არსებების და 3) ბაჰირანგა შაკტი - გარეგანი მატერიალური ენერგიები.

სამყაროს მატერიალური პლანები აგებულია ამ სამ ენერგიაზე.

თეოსოფიური საზოგადოება 1875 წელს შექმნეს ელენა ბლავატსკაიამ და ჰენრი ოლკოტმა, ეს მოხდა ნიუ-იორკში. ბლავატსკაია იყო წარმოშობით გერმანელი, რომელიც ძალით გაათხოვეს რუს პოლკოვნიკ ბლავატსკიზე, მაგრამ ელენა გაიქცა და გახდა მოგზაური სწავლული.

თეოსოფთა დევიზია: "სატიატ ნასტი პარო დჰარმა" ანუ "არცერთი რელიგია არ დგას ჭეშმარიტებაზე უფრო მაღლა".

არსებობდა აგრეთვე ქრისტიანული თეოსოფიაც, რომლის წარმომადგენლები იყვნენ - იაკობ ბიომე, პარაცელსი, ემანუელ სვედენბორგი, სენ ჟერმენი, სენ მარტენი, ფრიდრიხ ეტინგერი და ა.შ.

ბლავატსკაიასეული თეოსოფიის წარმომადგებლები იყვნენ: ალისა ენ ბეილი, ანა ბეზანტი, კუტ ჰუმი, ლევ ტოლსტოი, ჰენრი ოლკოტი, ჩარლზ ლედბიტერი და სხვები.

თეოსოფიური სწავლების თანახმად ბიბლიის სულ პირველი სტროფი ორთოდოქსებმა არასწორად თარგმნეს. იქ წერია: "დასაბამში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა", მაგრამ ეს მცდარი თარგმანია. ელენა ბლავატსკაია, ისააკ მეიერი და მაკ გრეგორ მატერსი ამტკიცებდნენ, რომ ებრაული ფრაზა: "ბარაშიტ ბარა ელოჰიმ ეთ ჰაშამაიმ ვეთ ჰაარეც" ითარგმნება ამგვარად: მარადიულად არსებული სუბსტანციიდან მამრობით-მდედრობითმა ღვთაებებმა მოახდინეს ორმაგი ცის ფორმირება.

თეოსოფები მიუთითებენ რომ ტრადიციულ აბრაამულ სისტემებში სიტყვა ელოჰიმი არასწორად ესმით. "ელოჰიმ" ნიშნავს არა "უფალს", არამედ "მამრობით-მდედრობით ღვთაებებს" ე.ი. "ღმერთებს" მრავლობითში!

სწორედ ასე ფიქრობენ აგრეთვე მეცნიერები: ერიხ ფონ დანიკენი, მაიკლ კრემო, გრემ ჰენკოკი და სხვები.

თეოსოფიაში უარყოფილია სამყაროს შექმნის აბრაამული იდეა და ითვლება რომ ჩვენ კოსმიურ რეალობამდე უმაღლესი სულიდან ემანაციის გზით მრავალჯერ წარმოიშვა სხვადასხვა სამყარო და ჩვენი კოსმოსის დანგრევის შემდეგაც მისი ენერგეტიკული ნამსხვრევებისგან წამოიშვება ახალი სამყარო.

თეოსოფიის მიხედვით სიცოცხლის 8 400 000 ფორმა არსებობს და მათგან 400 000 არის ადამიანური.

თეოსოფიას ახასიათებს ე.წ. "გენოთეიზმი", ეს არის ისეთი სისტემა როცა მრავალი ღმერთი არსებობს, მაგრამ ყველანი ისინი წარმოადგენენ ერთი ღმერთის განუყოფელ ნაწილებს ანუ იპოსტასებს. ეს ტერმინი მოიგონა გერმანელმა მეცნიერმა მაქს მიულერმა.

თეოსოფიის თანახმად ისევე როგორც გნოსტიკური ქრისტიანობის მიხედვით, ფიზიკური კოსმოსის შემოქმედი "ღმერთი", არის ბოროტი ანგელოზი - არქონტი, ხოლო მისი შვილები: ლუციფერი და სატანა, ის ანგელოზები, რომლებიც მას აუჯანყდნენ, არიან ადამიანთა მეგობრები და კაცობრიობის განმანათლებლები. ბლავატსკაია ემხრობოდა გნოსტიკურ იდეას, რომლის თანახმადაც კეთილმა დემონებმა ლუციფერმა და სატანამ პირველ ადამიანებს - ადამს და ევას მისცეს შემეცნების ნაყოფი რათა ისინი არქონტისგან, ბოროტი დემიურგი - ილდაბაოთისგან ეხსნათ, რაც მოხდა კიდეც.

თეოსოფიაში დემონები ანუ "ასურასები", იგივე "დაიტიები" და "დანავები" არ წარმოადგენენ ავ სულებს და ბოროტ ძალებს, როგორც ამას ქადაგებს ისლამი, ქრისტიანობა და იუდაიზმი.

ელენა ბლავატსკაია თავის წიგნში "საიმდუმლო დოქტრინა", პირდაპირ აცხადებს, რომ აბრაამული დოგმატები დემონთა შესახებ მცდარია და რომ დემონებს აქვთ ღირსება და სულიერება, რომ ისინი არ არიან ადამიანთა მტრები. ბლავატსკაიას მიხედვით დემონები და ადამიანები ატლანტიდის დროს ერთად ცხოვრობდნენ.

თეოსოფია დღესაც არსებობს და გააჩნია ფილიალები მთელს მსოფლიოში. თვით ტიბეტელი ბუდისტების ლიდერი - დალაი ლამა ტენზინ გიაცო სიყვარულით იხსენიებს თეოსოფებს როგორც მსოფლიოს გამაერთიანებლებს.

imageimageimage
imageimageimageimageimageimage
imageimage
imageimage
image
imageimageimage
imageimageimageimage
imageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageთეოსოფია ესაა სულიერი მეცნიერება ადამიანებისა და ზეადამიანების ჭეშმარიტი სულიერი ბუნების შესახებ. თეოსოფია ესაა სწავლება სამყაროს ფიზიკური, ასტრალური და სულიერი სტრუქტურის შესახებ. თეოსოფია ესაა რაციონალიზირებული მისტიკური ფილოსოფია განკუთვნილი რჩეულთათვის.

0
301
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0