x
image
ნათია ჯიქურაშვილი
ახტალის ტალახი უშვილობას შველის

image
ახტალა- საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.
ახტალა თბილისიდან 120 კმ-ში, ქალაქ გურჯაანში მდებარეობს. ახტალის ტალახი გამოიყენება აბაზანებისა და და აპლიკაციის სახით. ასევე დანერგილია ელექტრო ტალახი, პარალელურად ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული პროცედურები. ახტალის ტალახი გამოიყენება პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადების სამკურნალოდ. როგორიცაა რადიკულიტი, საჯდომი ნერვის ანთება, ფლექსიტები, პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენები, ბავშვთა ცერებრალური დაავადებით გამოწვეული “ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული აქვთ მკურნალობა. სწორედ ჩვენთან მკურნალობის შემდეგ იწყებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას''- აღნიშნა დირექტორმა გიორგი უტიაშვილმა.

ახტალის ტალახი გამოიყენება შეხორცებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ჭრილობებისა და დამწვრობის შემდგომი კელოიდური ნაწიბურები. ასევე გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ხშირად მიზეზია უშვილობის, დანამატებისა და საშვილოსნოს ქრონიკული ანთებების. ახტალის ტალახით მკურნალობენ საშვილოსნოს ქრონიკულ ანთებებს, განუვითარებლობას, ფუნქციის დაქვეითებას, შეხორცებებს მცირე მენჯის ღრუში.

“ხშირია შემთხვევები, როდესაც გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სრული კურსის გავლის შემდეგ პაციენტებს უბრუნდებათ შვილოსნობის უნარი''- განაცხადა ახტალის დირექტორმა გიორგი უტიაშვილმა.

მკურნალობის კურსის ხანგრძლოვობა 10-20 პროცედურებისგან შედგება. მომსახურებაში შედის ტალახის პროცედურა, მასაჟი, ფიზიოთერაპია, ბინით განთავსება და დღეში სამჯერადი კვება.

0
64
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0