x
მეტი
  • 01.11.2025
  • სტატია:140562
  • ვიდეო:350948
  • სურათი:514021
ლედი გაგამ შავი ფერის სუნამო გამოუშვა

საკუთარი სუნამოს გამოშვების სურვილი უკვე დიდი ხანი არ ასვენებდა ეპატაჟურ ლედი გაგას. უკვე დადასტურდა ხმები, რომ ლედი გაგა თავის პირველ არომატზე მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ მომღერალმა თაყვანისმცემლებს გააცნო დეტალები არომატის შესახებ. ტუალეტის წყალი გამოვა სახელწოდებით "Fame"-დიდება და მაღაზიებში უკვე შემოდგომაზე გაიყიდება. მომღერლის განცხადებით არომატი მოიცავს თაფლის, ორქიდეის, გარგარის, შროშანის, ბელადონას ნოტებს.

ლედი გაგას არომატის ორიგინალურობას მხოლოდ მისი შემადგენლობა არ განაპირობებს, არამედ ფერი. ტუალეტის წყალი გამჭვირვალე არ იქნება, ის შავი ფერის სითხე გახლავთ.

"ჩემი სუნამო პირველი შავი ფერის არომატია პარფიუმერიის ისტორიაში "-დაწერა ლედი გაგამ Facebook-ის გვერდზე და ფანებს სუნამოს ფლაკონის სურათიც გაუზიარა.

image
image

2
117
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
117
  
2013, 25 აპრილი, 20:59
მე მაქვს
0 1 2