x
იდუმალი ცხრაჯვარის საოცარი ისტორია


image

არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წავიდა. ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაწყვიტა შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღემართა. მან საკუთარი მხრებით აიტანა მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია…


image


სალოცავიდან უკან ბრუნდები და უკვე იმაზე ფიქრობ თუ როდის ახვალ კიდევ ერთხელ და მუდმივად თვალწინ გიდგას ის პეიზაჟი, რაც შენ თვალწინ ამ ორ საათში გადაიშალა.



საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც გამოირჩევა თავისი სილამაზით, მაგრამ ეს ადგილი ნამდვილად რჩეულთა შორის რჩეულია. ერთხელ მაინც თუ მოხვდები აქ მიხვდები თუ რა ახლოს ხარ ღმერთთან და რა პატარაა სამყარო, რომელიც შენ ფეხქვეშ ეფინება.

image

კალმით შეუძლებელია იმის გადმოცემა რაც იქ ვნახე, შეუძლებელია იმის დაწერა თუ რას გრძნობ როცა იმ ჯვრის გვერდით დგეხარ, წარმოუდგენელია ის გრძნობა რაც იქ გეუფლება, შესაშურია ის დაბრუნების და მონატრების სურვილი, რაც ამ ადგილის მიმართ გაქვს სანამ კიდევ ერთხელ ინახულებ…



0
238
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლუხუტაშვილი
ნინო ლუხუტაშვილი
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0