სხვა ლოტოში მოგებულ 40 მილიონზე, პენსიონერმა მამაკაცმა უარი თქვა. მიზეზი აგატირებთ! 2017, 25 აგვისტო, 10:40 ხშირად გვესმის, რომ ვიღაცამ ლოტოში, ლატარიასა თუ სხვადასხვა გათამაშებებში საკმაოდ სოლიდური თანხა ან ჯეკპოტი მოიგო, თუმცა გულის სიღრმეში მაინც დაუჯერებლად მიგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ რეკლამის ერთ-ერთი ხრიკია. გაოცდებით და ფორტუნა ზოგჯერ მართლაც ამართლებს, შემთხვევა, რომელიც თითქმის სამი წლის წინ მოხდა, მსმენელს დღესაც აოცებს და ატირებს.
კანადაში მომხდარმა ამბავმა სრულიად კანადა და მსოფლიო შეძრა, არა ლატარიაში მოგებული თანხის, არამედ გამარჯვებულის საოცარი გადაწყვეტილების გამო. 65 წლის პენსიონერმა მამაკაცმა Tom Crist-მა ერთ-ერთ ლოტოში 40 მილიონი ამერიკული დოლარი მოიგო. თუმცა გაიგო თუ არა მოგების შესახებ, მაშინვე უარი განაცახადა მთლიან თანხაზე და უკლებლივ ქველმოქმედებაში გადარიცხა. "თითქმის 2 წელია რაც მეუღლე გარდამეცვალა, ის კიბოს მსხვერპლია. საკმაოდ ახალგაზრდა, მთელი 6 წელი ებრძოდა ამ საშინელ დაავადებას, თუმცა 2012 წლის თებერვლაში კიბომ თავისი გაიტანა და იგი ხელიდან გამოგვაცალა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სრული თანხა ქველმოქმედებას მოვახმარო, ფული სნეულებს უფრო გამოადგებათ. მოგებული თანხის შესახებ შვილებმაც არ იცოდნენ, მე მათ ვუმალავდი. მოგებისთანავე ვიფიქრე, რომ თანხა ავტომატურად ჩამერიცხებოდა საკუთარ ანგარიშზე და სურვილისამებრ გამოვიყენებდი ყოველგვარი ჟურნალისტების ჩარევისა და პუბლიკის წინაშე წარდგენის გარეშე, თუმცა როდესაც ვიყიდე ლატარიის ბილეთი, ავტომატურად მისი წესების ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი. ახლობლებმაც სწორედ ჟურნალისტების მეშვეობით გაიგეს ეს ამბავი, მოიწონეს ჩემი საქველმოქმედო გადაწყვეტილება, თუმცა მისაყვედურეს აქამდე რომ დავუმალე"- განაცხადა ტომმა CBC News-ის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს. ტომმა მოგებული 40 მილიონი, ტომ ბეიკერის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრს გადაურიცხა და ამბობდა, რომ წამითაც არ უნანია გადაწყვეტილება. ფოტოზე ტომი მეუღლესთან ერთად 1386 15-ს მოსწონს
|