x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა გავლენას ახდენს შოპინგი ჩვენს ჯანმრთელობაზე? ეს უნდა იცოდეთ!
შოპინგი, ეს ერთ–ერთი მშვენიერი რამაა, რაც ქალებს აბედნიერებს და ცხოვრებისეული ჯუნგლებიდან ცოტახნით მაინც ეხმარებათ თავის დაღწევაში. მთავარია თავის კონტროლი შევძლოთ და ის შოპოჰოლიზმში არ გადავიდეს.


გასაგებია, რომ ბევრისთვის სასიამოვნო პროცესია, თუმცა, რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ჯანმრთელობაზე, ალბათ, ბევრმა არ იცოდით.


ტაივანელი მეცნიერების დასკვნით, შოპინგს ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. 2013 წლიდან 29 ნოემბერი მსოფლიო საშობაო გაყიდვების დღედ ცხადდება, რასთან დაკავშირებითაც იმ "შავ პარასკევს" ექვსი მტკიცებულება გამოქვეყნდა შოპინგთან დაკავშირებით, რომ ის ნამდვილად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.


image




1. შოპინგი მოწყენილობისგან განკურნების საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს თავისუფლად შეგიძლიათ მოუხმოთ მეგობარს და მასთან ერთად წახვიდეთ შოპინგზე რომელიმე სავაჭრო ცენტრში, რაც გაგახალისებთ და განწყობას რადიკალურად გამოგიკეთებთ.



2. შოპინგი ფსიქოთერაპიის ტოლფასია და უფრო მეტიც, ამ დროს გიწევთ ეკონომიის გაკეთება, ვინაიდან ფსიქიატრთან კურსებზე გაცილებით იაფი გიჯდებათ ერთი სასურველი კაბა და თან შეძენილი ახალი ნივთი უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ და ბუნებრივია ხასიათიც უკეთესდება.



3. თუ ყოველდღე მოახერხებთ შოპინგზე სიარულს, დეპრესია სამუდამოდ გაგიქრებათ, ვინაიდან მუდმივი კომპლიმენტი, რომელიც გამოწვეულია თქვენი ახალი სამოსით თუ აქსესუარით, ფსიქიური ჯანმრთელობის გარანტიის ერთგვარი დოპინგია.


image


4. ფსიქოლოგები ასევე განმარტავენ, რომ მეტად სასარგებლოა სპონტანური და არაპროგნოზირებადი შოპინგი. რაოდენ საოცრადაც არ უნდა ვლინდებოდეს ეს ფაქტი, ფაქტია, რომ მეტ ემოციებთან ასოცირდება ასეთი შოპინგი და უფრო დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქოლოგიაზე.



5. ტაივანის მეცნიერები კიდევ უფრო შორს წავიდნენ ამ პროცესის შესწავლისას და 9 წლიანი კვლევების განმავლობაში აკვირდებოდნენ სიკვდილიანობას ხანდაზმულ ადამიანებს შორის, სადაც გამოვლინდა, რომ პირების სიკვდილიანობა, რომლებიც კვირაში ერთხელ ან მეტჯერ დადიოდნენ შოპინგზე, 27%-ით ნაკლები იყო. ასევე იგი ტოლფასია ტანვარჯიშის, ვინაიდან ფიზიკურ ხარჯვასთანაც არის დაკავშირებული.



6. შოპინგი მამაკაცებისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ქალებისთვის! ასევე ტაივანელი ექსპერტების ცდების შედეგად დამტკიცდა, რომ შოპინგის მოყვარული მამაკაცების სიკვდილიანობა ჩვეულებრივ მამაკაცებთან შედარებით 28%-ით ნაკლებია, ხოლო იგივე ფარდობითობით ქალის შემთხვევაში კი 23%-ით ნაკლები.


image




P.S. შოპინგში აუცილებლად მთელი ძვირადღირებული მაღაზიების დაცლა არ იგულისხმება, სიარული, დათვალიერება და თუნდაც ერთი აქსესუარის შეძენაც, უკვე დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე. ასე, რომ ხშირად იშოპინგეთ და იყავით ჯანმრთელები.



0
220
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0