x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ლაოკოონის ქანდაკება

ელინიზმისთვის უფრო სახასიათო იყო ტრაგიკული და დრამატული მომენტების ასახვა .ზუსტად ამის ნათელი ნიმუშია კუნძულ როდოსზე, დაახლოებით ძვ.წ პირველი საუკუნის შუა ხანებში, მოქანდაკეების აგესანდროსის, ათენოდოროსისა და პოლიდოროსის მიერ შექმნილი ქანდაკება-ლაოკოონი . სიუჟეტი ჰომეროსის პოემიდან არის აღებული, რომლის მიხედვითაც აქაველებმა ტროას ბჭესთან დიდი ხის ცხენი დადგეს შიგ დამალული მეომრებით.ქალაქის მცხოვრებნი, რომლებსაც ცხენის ქალაქში შეყვანა სურდათ, ტროელმა ქურუმმა, ლაოკოონმა, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა.ამისთვის აპოლონმა, აქაველების მფარველმა, იგი სასტიკად დასაჯა და ზღვიდან გამოსული გველები მიუსია მას და მის ორ ვაჟს.

ეს ქანდაკება მეტისმეტად დინამიურია. რთულია, შექმნა რამდენიმე ქანდაკებისგან შემდგარი უძრავი კომპოზიცია, მაგრამ ავტორმა ეს ბრწყინვალედ მოახერხა.ოთხივე მოძრაობს, მაგრამ ამით კომპოზიცია კი არ ირღვევა, პირიქით ერთიანდება.რაღაც დეტალებია კიდევ შესამჩნევი . ლაოკოონის ფეხები ბოლომდე არ დგას, თითისწვერებზე დგას, რითაც ხელოვანი მოძრაობას ასახავს. მარჯვენა ფეხის მდებარეობა ფიდესტრალზე, თითქოს ლამის არის ჩამოსცდეს მას, მხოლოდ დინამიზმის ვიზუალიზაციას როდი ემსახურება, არამედ მოლოდინს გვიქმნის უარესი მოძრაობისას, რითაც ემოციური და დაძაბული ფონი იქმნება. შესაჩნევია გველის ზომების ცვალებადობაც. ავტორი აკომპენსირებს გველის ზომების ზრდას და იმის მიხედვით იცვლის ფორმას რამხელა დეტალზეც არის შემოხვეული. რაც შეეხება ტორსის გამოჩენას, რასაც დიდი ყურადღება ექცეოდა იმ პერიოდში, გველი უკნიდან არის შემოხვეული და ტორსს არ ფარავს. ძველი ბერძნები სახეს გამოსახავდნენ გაწონასწორებულად,
რაც სილამაზედ ითვლებოდა. რაც შეეხება ლაოკოონის სახეს, ავტორი ცდილობს მთელი ემოცია გამოხატოს და მიმართავს ამგვარ ხერხს :როდესაც ჩვენ გვაქვს გაწონასწორებული სახე ყველა ნაკვთი თავის ადგილზე დგას, მაგრამ თუ პირს გავაღებთ, ნაკვთებიც აირევა. ლაოკოონსაც პირი ღია აქვს, ამიტომ მისი ნაკვთებიც ინაცვლებენ ადგილს, რათა ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩეს, რომ მის სახეზე მთელი ტანჯვაა გამოსახული. ქანდაკებაში ავტორის ოსტატობა შესანიშნავად ვლინდება.image

0
1050
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი დათუაშვილი
ლალი დათუაშვილი
1050
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0