კერძები ხორცისაგან სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი შემწვარი ღვიძლის რეცეპტი. 2017, 24 აგვისტო, 16:00 საჭირო მასალა : 500 გრამი ღვიძლი (შესაძლოა ღორის, ძროხის), 2 ცალი საშუალო ზომის ხახვი, პილპილი და მარილი გემოვნებით, ფქვილი, 50-100 გრამი კარაქი ან რაიმე სხვა ცხიმი . გარეცხილი ღვიძლი დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად .ავიღოთ თეფში, ავურიოთ ფქვილი, მარილი და პილპილი ერთმანეთში და ამოვავლოთ ღვიძლის ნაჭრები მასში .შემდეგ შევწვათ ცხელ, ცხიმიან ტაფაში ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.ბოლოს მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ამოვიღოთ თეფშზე. 941 1-ს მოსწონს
|