x
სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი შემწვარი ღვიძლის რეცეპტი.

საჭირო მასალა : 500 გრამი ღვიძლი (შესაძლოა ღორის, ძროხის), 2 ცალი საშუალო ზომის ხახვი, პილპილი და მარილი გემოვნებით, ფქვილი, 50-100 გრამი კარაქი ან რაიმე სხვა ცხიმი .

გარეცხილი ღვიძლი დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად .ავიღოთ თეფში, ავურიოთ ფქვილი, მარილი და პილპილი ერთმანეთში და ამოვავლოთ ღვიძლის ნაჭრები მასში .შემდეგ შევწვათ ცხელ, ცხიმიან ტაფაში ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.ბოლოს მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ამოვიღოთ თეფშზე.image

0
941
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი დათუაშვილი
ლალი დათუაშვილი
941
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0