ქალი და მამაკაცი ბიჭმა ცოლად მოიყვანა გარდაცვლილი შეყვარებული 2012, 15 ივნისი, 14:22 ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ერთი ძალიან სევდიანი ამბავი, რომელიც მოხდა ტაილანდში. ეს პატარა სევდიანი ისტორია ასახავს 1 ადამიანის სევდასა და ნამდვილ სიყვარულს. ტაილანდის მცხოვრებმა ჩადილ იუნიინგმა ცოლად მოიყვანა გარდაცვლილი შეყვარებული, რომელიც დაიღუპა ავტოავარიაში. მათ ათი წლის განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი, გოგონას სურდა გათხოვება და არაერთხელ თხოვა ჩადილს ცოლად მოეყვანა იგი, მაგრამ ჩადილი უარზე იყო მას სურდა, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ გადაეხადათ ქორწილი. როგორც იქნა მოვიდა დრო და შეყვარებულები შეთახნმდნენ ქორწილის ამბავზე და ჩადილმა პირობა მისცა, რომ მას ცოლად მოიყვანდა. ქორწილის თარიღიც ცნობილი იყო მათთვის. თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ მოხდა ძალიან სამწუხარო ამბავი. გოგონა ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ბიჭმა პირობა მაინც არ დაარღვია. ჩადილმა გადაწყვიტა მოეწყო პატარა საქორწილო წვეულება და ასე აესრულებინა გოგონას ოცნება. როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება გოგონას საქორწილო კაბა ეცვა და ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ჩვეულებრივ ქორწილში ხდება. ამ ქორწილს დაესწო რამდენიმე ნათესავი და შეყვარებულების უახლოესი მეგობრები. ეს პატარა ისტორია ბევრმა სისულელედ ჩათვალა და ჩადილის საქციელს სიგიჟე უწოდეს, მაგრამ მე ამ მოვლენას სიყვარულს ვუწოდებდი, რომელიც ძალიან იშვიათია დედამიწაზე. 398 9-ს მოსწონს 1-ს არა
|