სხვა ლემურის 15 მცნება – მათთვის, ვისაც კარგად უნდა ცხოვრება! (სახალისო ფოტოკოლაჟი) 2017, 24 აგვისტო, 9:43 ლემურების მოთვინიერება რთულ საქმეს სულაც არ წარმოადგენს. ისინი არ არიან აგრესიულები და არიან დამჯერები, რის გამოც ეგზოტიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთ საყვარელ ცხოველს წარმოადგენს. იმისთვის რომ ლემურმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თქვენს სახლში, საჭიროა შესაფერისად მოუაროთ. სანამ ლემურს აიყვანთ, უპირველეს ყოვლისა, მოიძიეთ და შეისწავლეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იზრუნოთ მასზე სწორედ, როგორ კვებოთ. ლემური სრულიად უკონფლიქტო ცხოველია და ძალიან მარტივად ეწყობა კატებს, ძაღლებს და სხვა სახლის ბინადრებს. სხვა პრიმატებისგან განსხვავებით ისინი არაფერს აფუჭებენ, არ ღრღნიან და არ ანადგურებენ ნივთებს. ერთადერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ არიან ძალიან ცნობისმოყვარეები, რის გამოც შეიძლება ავიდნენ ფანჯრის კარნიზზე ან მაღალ ადგილას, საიდანაც მოხერხებულად დაზვერავენ და გააკონტროლებენ სიტუაციას.
მოგეხსენებათ, ადამიანს ბევრი რამის სწავლა შეუძლია ბუნებისგან, კერძოდ კი, ცხოველებისგან. სწორედ ამ საყვარელ არსებებზე დაკვირვების შედეგად, გვსურს გაგიზიაროთ თუ როგორია მათი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, რა შეიძლება მათგან ვისწავლოთ. 1. შეიყვარე ისე, როგორც ლემურს შეუძლია უყვარდეს – ერთხელ და მთელი ცხოვრება ლემურებს ნამდვილად მხოლოდ ერთი მეწყვილე ჰყავთ ცხოვრების მანძილზე. 2. იცეკვე სანამ ახალგაზრდა ხარ და შეგიძლია... მერე სინანული გვიანი იქნება ცეკვა განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა... უფრო მეტი პოზიტივი ცხოვრებაში... 3. ჭამე რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული (რაღა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა... თუ ასეთს სადმე იშოვი) – ჭამა ხომ სიამოვნებაა, ხალხოოო....
5. გიხაროდეს ყოველი დღის გათენება! "–მადლობა, ღმერთო, ასეთი მომხიბვლელი რომ გამაჩინე"– დილა ამ სიტყვებით დაიწყე! 6. დაკავდით მედიტაციით! ნებისმიერმა, საკუთარი თავის პატივისმცემელმა ლემურმა იცის მედიტაციის ესოდენ დიდ მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის, კერძოდ კი, გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის! 7. დაკავდი სპორტით! – ამაზე უკეთესს საკუთარი თავისთვის ვერაფერს მოიფიქრებ! 8. ისწავლე მოშვება! ხანდანდახან ასეც შეგიძლია... ... უბრალოდ ზღვარს ნუ გადახვალ, მსგავსი შედეგის თავიდან ასაცილებლად 9. იყავი მშვიდი და გაწონასწორებული! მაშინაც კი, თუ ვინმე შენთვის თვალის ამოთხრას დააპირებს, არ დაკარგო წონასწორობა – სიფიცხეს სიკეთე ჯერ არავისთვის მოუტანია! 10. გონივრულია, თუ ხანდახან სათნო და საყვარელი იქნები ეს ხერხი სოციალიზაციის პროცესში ნამდვილად დაგეხმარება! 11. იყავი ბუნებასთან რაც შეიძლება ახლოს! 12. არავის მისცე იმის უფლება, რომ წყობილებიდან გამოგიყვანოს! თუმცა, თუ სხვა გზას არ გიტოვებენ ...13. მუდმივად ავარჯიშე გონება სხვადასხვა თავსატეხით ნაადრევი სკლეროზის თავიდან ასაცილებლად!
ასევე დაგაინტერესებთ: გსურთ უფრო მოქნილი გონების პატრონი გახდეთ? 5 მოქმედება, რომელიც აღადგენს ტვინის უჯრედებს რომელი ცხოველი რა დაავადებებს კურნავს 8 უმნიშვნელოვანესი რჩევა ცნობილი ფსიქოთერაპევტისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანის 8 ოქროს წესი. ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს! მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი" დალაი ლამა: "ჩვენი ცხოვრების მიზანია – ვიყოთ ბედნიერები." რა გზით უნდა მივაღწიოთ ამას როგორ მოვიზიდოთ იღბალი – წარმატების ტიბეტური საიდუმლო 235 12-ს მოსწონს
|