x
ჯანმრთელობის ხელშემწყობი აპლიკაციები


image

წარმოიდგინეთ, რომ მისეირნობთ ტყეში და უცებ შეამჩნიეთ, რომ რაღაცამ გიკბინათ, მაგრამ არ იცით
რამ, დაგეწყოთ შეშუპება და გამონაყარი... ანდა წარმოიდგინეთ, რომ ძლიერი თოვლის
გამო ვერ გადიხართ სახლიდან, სასწრაფო დახმარების მანქანებაც ვერ მოდის ამინდის
გამო და თქვენი ხველა კიდევ უარესი ხდება, სიცხეც უფრო მაღლა გიწევთ... რა
შეიძლება, რომ გააკეთოთ?

დღევანდელი ტექნოლოგიების წყალობით,
ექიმს მაშინვე შეგვიძლია ველაპარაკოთ, როცა დაგვჭირდება, შეუძლიათ მობილური
ტელეფონის საშუალებით გამოგვიწერონ წამალი. ტელემედიცინა და ტელეჯანმრთელობა
თანდათან უფრო პოპულარული ხდება, მობილური აპლიკაციების გამოგნებამ ჯანდაცვა
ბევრად უფრო მოსახერხებელი გახადა, უფრო იაფი და უფრო პრევენციული. ზოგიერთი
აპლიკაცია უფასოა, ზოგიერთი არა.



DoctorOnDemand

ამ აპლიკაციის საშუალებით შეგვიძლია გავიაროთ ექიმთან ვიდეო კონსულტაცია, ექიმმა
შესაძლებელია გამოგვიწეროს რეცეპტი, ანდა უბრალოდ უპასუხოს ჩვენს
კითხვას.აპლიკაცია იმის შესაძლებლობასაც გვაძლევს, რომ ფსიქოლოგთან გავიაროთ
კონსულტაცია. სერტიფიცირებული ექიმები დაგვეხმარებიან ისეთი პრობლემების
მოგვარებაში, როგორებიცაა გაციება და გრიპი, რესპირატორული ინფექციები, საშარდე
გზების პრობლემები, სხვადასხვა სახის ალერგიები, სპორტული დაზიანებები,
პედიატრიულისაკითხები, დამწვრობა თუ სხვადასხვა სახის ტკივილი.

არც თუ ისე იაფი, მაგრამ როგორც ვნახეთ, ძალიან სასარგებლო აპლიკაციაა. ერთი
კონსულტაცია ექიმთან 40$ ღირს. ფსიქოლოგთან 25წუთიანი ვიზიტი 50$, ხოლო 50წუთიანი
95%.

DoctorOnDemand-ის მსგავსი ბევრი აპლიკაცია არსებობს, მათ შორის HealthTap (კითხვების
დასმა უფასოა, მაგრამ კონსულტაცია დაახოებით იგივე ჯდება, რაც DoctorOnDemandisSemTxvevaSi), HelloMD,
LiveHealth Online და ა.შ.



Microsoft HealthVault

არის უფასო აპლიკაცია, რომელშიც შეგვიძლია ჩავინიშნოთ ჩვენი სამედიცინო
ჩანაწერები, განვაახლოთ ისინი და გავუზიაროთ ექიმებსა და იმ ადამიანებს ვისაც
გვსურს, რაც შეიძლება წლების განმავლობაში მიმდინარეობდეს. აღნიშნული აპლიკაცია
ნამდვილად ღირებულია იმ ადმიანებისთვის, რომლებსაც ქრონიკული დაავადება აქვთ,
სჭირდებათ ყოველდღიური კონტროლი გლუკოზის, წნევის და ა.შ, რადგან მათ შეახსენებს
ამ ყველაფერს.



Text4Baby

არის უფასო აპლიკაცია, რომელიც გამოსადეგია ორსული ქალებისა და დედებისათვის,
რომელთაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. ამ აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ გაეცნონ
ჯანმრთელობასთან დაკაშირებულ სხვადასხვა სახის რჩევას, მას აქვს ე.წ რემაინდერები
(remindres)
და დაგეხმარებათ გაგახსენოთ წამლის დალევა, ვარჯოშის დრო და ა.შ. აღსანიშნავია,
რომ აპლიკაცის გამოსაყენებლად არ არის საჭირო ძვირადღირებული ტელეფონის ქონა
(რასაც ვერ ვიტყვით ზემოთაღნიშნულ აპლიკაციებზე), რადგან ინფორმაცია ვიღებთ SMS ის
გაგზანით. თუ დარეგისტრირდებით ამ აპლიკაციაზე, მაგალითად, ბავშვის დაბადების
შემდეგ დედა მიიღებს ასეთ შეტყობინებას: „თქვენი შვილი ერთი თვის ხდება და დროა
ესტუმროთ ექიმს, სისხლის ანალიზი მხოლოდ დაბადების დროს გაიკეთა და ახლაც
გაუკეთეთ, შედეგების წამოღება კი არ დაგავიწყდეთ“.



Alcodroid

ეს არის უფასო და სასარგებლო აპლიკაცია.
მას აქვს პატარა გამომთვლელი, რომელიც დაგითვლით თქვენ მიერ მიღებულმა ალკოჰოლის
რაოდენობამ გადააჭარბა თუ არა დასაშვებ ლიმიტს (ამისათვის სხვადასხვა საზომ
ერთეულს იყენებს). ეს აპლიკაცია „ნადირობს“ ალკოჰოლ მომხმარებლებზე და უთვლის
სისხლში ალკოჰოლის შემცველობას, გარდა ამისა ეხმარება მათ გადაეჩვიონ დალევის
მავნე ჩვევას, რაც დაეხმარება ხალხს ჯანმრთელობა გაიუმჯობესონ და დაზოგონ ხარჯები.



Zombies,

Zombie, Run! - ეს საუკეთესო ფიტნეს-აპლიკაცია გახლავთ,
რომელიც დღემდე შექმნილა. ირბინე რეალურ სამყაროში, ვირტუალურში კი გმირი გახდი.გიჭირს სირბილის დაწყება? ამ თამაშის დახმარებით ეს პრობლემა აღარ შეგექმნება, რადგან იგი სირბილის რუტინულ პროცესს სახალისო გამოცდილებად აქცევს. შეგიძლია ნებისმიერ ადგილას ირბინო, ყურსასმენებში კი მუსიკას და მოცემულ მისიებს მოუსმინო. ზომბების დადევნების შემთხვევაში, სიჩქარის მომატება მოგიწევს! ზომბების ეპიდემიას ძალიან ცოტა თუ გადაურჩა. შენ გადარჩენილების დასახსნელად კაცობრიობის უკანასკნელი დასახლებისკენ მიიჩქარი. მათ შენი დახმარება სჭირდებათ. არსებობს სხვა მისიებიც, რომელთა შესახებაც შენ არ იცი...აპლიკაციის საშუალებით, სირბილის
ისტორიაზე თვალის დევნება და გააზიარებაც კი შეგიძლიათ. ამასთანავე, შესაძლებელია საკუთარი მისიების შექმნაც.მთავარი კი ისაა, რომ იქ შეგეძლებათ სირბილი, სადაც გსურთ, საკუთარ სახლშიც კი!





Fitnet

ეს არის უფასო, სავარჯიშო აპლიკაცია იმ ადამიანებისათვის,
ვინც ვერ ახერხებს სავარჯიშო დარბაზში სიარულს. მას აქვს 5წუთიანი და 7წუთიანი ვარჯიშები,
შედეგად თქვენ ხართ ფორმაში, დრო არ გეხარჯებათ დარბაზში სასიარულოდ და თავისუფლად
შეგეძლებათ დრო გაატაროთ როგორც მოგესურვებათ, ოჯახსა და მეგობრებს დაუთმობთ დროს იმის
მაგივრად, რომ ის დარბაზში სიარლს შესწიროთ. გარდა ამისა, აპლიკაცია იყენებს თქვენი
ტელეპონის წინა კამერას, რაც ადგენს რამდენად სწორად აკეთებთ ეკრანზე ნაჩვენებ ვარჯიშს.



მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოშ აქვს დიაბეტი.დიაბეტის კონტროლი ძირითადად გულისხმობს
სისხლში გლუკოზის ოდენობის მონიტორინგს, ამის გაკეთება კი შეიძლება საკვების კონტროლით
და იმის ცოდნით პროდუქტები როგორ ახდენენ გავლენას სისხლში შაქრის დონეზე.მრავალი დიაბეტით
დაავადებული ადამიანი ასევე იღევს წამლებს იმისთვის რომ სისხლში შაქარი დაარეგულირონ.
მობილური აპლიკაციები კი გვეხმარება ხელი შევუწყოთ დიაბეტით დაავადებულებს მის მართვაში.


http://www.healthline.com- ის მიხედვით აპლიკაციათა შორის პირველ ადგილზეა


BlueLoop-არის
აპლიკაცია რომელიც შექმნა დედამ შვილისთვის რომელსაც 15 წლის ასაკში დაუდგინეს
დიაბეტი.მას შემდეგ რაც გოგონას ეს დიაგნოზი დაუსვეს დედის და შვილის საუბრები
მხოლოდ ამ თემით შემოიფარგლებოდა, ხომ არ დაავიწყდა შვილს სისხლის შემოწმება, რა
მონაცემი აჩვენა აპარატმა და ა.შ დედას დაებადა აზრი რომ შეექმა აპლიკაცია სადაც
შვილი თავისი მობილური ტელეფონიდან შეიყვანდა მონაცემებს თუ რა რაოდენობის შაქარი
ქონდა სისხლში და როგორ გრძნობდა თავს, დედას კი ამის შესახებ oმეილი
მიუვიდოდა, ასევე ბავშვს ამ აპლიკაციით შეეძლო დაკავშიებოდა ექიმს და თვალყური
ედევნებინა სტატისტიკისთვის (როგორ იცვლებოდა სისხლში შაქრის რაოდენობა).აპლიკაცია
საკმაოდ ადვილი გამოსაყენებელია და ეხმარება „დიაბეტიკებს“ დაავადების მართვაში, იმითი რომ ითვლის ინსულინის
და ნახშირწლების რაოდენობას.რაც მთავარია აპლიკაცია სრულიად უფასოა.


ასთმა- მძიმე
ალერგიული რეაქციაა, რომელიც შეიძლება მრავალმა უცხო ნივთიერებამ
გამოიწვიოს-მტვერმა, ძაღლის ან კატის ბეწვმა, სოკო.ასევე ასთმური შეტევა შეიძლება
განაპორობოს ემოციურმა სტრესმა ან ვარჯიშმა.ეს შეტევები შეიძლება იმდენად
სერიოზული იყოს, რომ გამოიწვიოს ბრონქული სპაზმი
და გიპერვენტილაცია.





დაავადების მართვა რომ
შედარებით მარტივი გამხდარიყო შეიქმნა მობილურის აპლიკაცია AsthmaMD.
აპლიკაცია შექმნა მედიცინის დოქტორმა და მკვლევარმა სემ პეიემმა.ეს
უფასო აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომ ადვილად და სწრაფად
აკონტროლონ ასთმის აქტივობა, კერძოდ მათ შეუძლიათ შეიყვანონ შემდეგი მონაცემები :რა
ინტენსივობით აქვთ ასთმის შეტევა, რა მედიკამენტებს იღებენ, ასთმის შეტევების
თარიღი, რიცხვი და ადგილი და ასთმის სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები.ეს მონაცემები
შეუძლიათ აწარმოონ დღიურის სახით რაც ძალიან მოსახერხებელია ექიმებისთვის რათა
დაადგინონ ასთმის ზუსტი სახე და მკურნალობის ტიპი.. AsthmaMD არის ერთადერთი
მობილური აპლიკაცია რომელიც დაჯილდოვებულია UCSF
Collaborative Research Network (CRN) გრანტით.





საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გულმავიწყი მშობლებისათვის აცრების კალენდარის მობილური აპლიკაცია შექმნა.



„აცრების ეროვნული კალენდრის მობილური აპლიკაცია მშობლებისათვის“ 1 ივნისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა ჩაჩავას კლინიკაში წარადგინეს. უფასო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მობილური და ტაბლეტ აპლიკაცია (რომელიც მუშაობს IOS და Android პლათფორმებზე) შეიქმნა მშობლებისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით.



აპლიკაციის საშუალებით მშობლები მიიღებენ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი პროფილაქტიკური აცრების კალენდრის, ვაქცინების, ვაქცინაციის უკუჩვენებების და ცრუ უკუჩვენებები, გაფრთხილებების, აცრების ჩატარების რეკომენდებული ასაკებისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ. აპლიკაციის ერთერთი ფუნქციაა ჩასატარებელი აცრების ვადების შეხსენება. ამისთვის საჭიროა, მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთულ აპლიკაციაში მშობლებმა შეიყვანონ ბავშვის/ბავშვების — სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მონიშნოთ უკვე ჩატარებული აცრები. მომდევნო აცრის თარიღის მოახლოებისთანავე მშობლები მიიღებენ შეტყობინებას ჩასატარებელი აცრების სახეობისა და თარიღის შეხსენების შესახებ.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:პოპიაშვილი
პოპიაშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0