x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კანონი და საიდუმლო აღსარება:ვალდებულია თუ არა მღვდელი გათქვას პედოფილი?
image


ავსტრალიაში მღვდელმა საიდუმლო აღსარებისას თუ შეიტყო, რომ სექსუალური ძალადობა მოხდა ბავშვის მიმართ, ვალდებულია სამართალდამცავებს შეატყობინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სასამართლო პროცესი ელოდება.


ასეთი რეკომენდაცია გასცა სპეციალურად შექმნილმა სამეფო კომისიამ, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას.


კომისიამ დაასკვნა, რომ 1950-2010 წლებში ავსტრალიის კათოლიკური მღვდლების 7% მხილებული იქნა პედოფილიაში.



კომისიის წინადადებები მოცემულია ფართო ინსტიტუციონალურ კონტექსტში. ბავშვებთან მომუშავე ყველა ორგანიზაციის თანამშრომლებს სთხოვენ დაუყონებლივ აცნობონ ბავშვზე სექსუალური ძალადობის ნებისმიერი ეჭვის შესახებ. ეს მოიცავს არა მხოლოდ ბავშვთა სახლებს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არამედ ეკლესიებსაც.


თუმცა რომის კათოლიკური ეკლესია ავსტრალიაში ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა, დაეყრდნო რა საიდუმლო აღსარება- ზიარებას, როგორც დამოუკიდებელი სახის ლეგალურად დაცული საიდუმლოებას, რელიგიის თავისუფლების ერთ-ერთი გარანტიას.


ეკლესიამ სრული მზადყოფნა გამოაცხადა ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან ბავშვზე განხორციელებული ნებისმიერი ძალადობის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი პირობით: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეჭვები წარმოიქმნება ეკლესიის გარეთ.

image


image



იხილეთ აგრეთვე

0
65
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0