x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
რონალდ რეიგანი

imageამერიკელი კინომსახიობი პოლიტიკური მოღვაწე გახდა. 1967-1975 წლებში კალიფორნიის შტატის გუბერნატორი იყო, 1980-1988 წლებში - აშშ-ის პრეზიდენტი. რეიგანმა სსრკ-ს "ბოროტების იმპერია" უწოდა და მის წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო. თუმცა მოგვიანებით, 1987 წელს, სსრკ-ის პრეზიდენტ გორბაჩოვთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროპაში განლაგებული ბირთვული რაკეტების რაოდენობის შემცირების შესახებ. 1983 წელს რეიგანის ინიციატივით შეიქმნა აშშ-ის კოსმოსური თავდაცვის სისტემა. იგი ითვალისწინებდა დედამიწის ორბიტაზე განლაგებული თანამგზავრების მეშვეობით აშშ-ის ტერიტორიის დაცვას ყოველგვარი ბირთვული თავდასხმისაგან და მტრის სტრატეგიული რაკეტების განადგურებას ყველაზე თანამედროვე იარაღით. პრესაში ამ სისტემას "ვარსკვლავური ომები" უწოდეს.

4
136
5-ს მოსწონს
ავტორი:მარი45
მარი45
136
  
2013, 12 მარტი, 21:29
ჩემი რეიგანი 333
2012, 1 სექტემბერი, 14:57
+1
2012, 29 ივლისი, 12:52
+10
0 1 4