პროზა თანამედროვე იაპონური ლიტერატურა; "რანობე" ანუ ლაით-ნოველა - "ვერცხლისფერი ჯვარი და დრაკულეა" (ავტორი - ტოცუკი იუუ, ილუსტრაციები - მინატო) 2017, 20 აგვისტო, 11:39 აგერ უკვე მრავალი ათწლეულია იაპონიაში პოპულარობას იხვეჭს ლიტერატურის ახალი ფორმა - "რანობე" ანუ ლაით-ნოველა. ხშირ შემთხვევაში რანობე გაფორმებულია მაღალი დონის ილუსტრაციებით. რანობეების დიდი ნაწილი რომანტიკული ან ეროტიკული ხასიათისაა, ზოგჯერ ეს ორი ჟანრი შეერთებულია ფენტეზის ან სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრებთან.
რანობეს ჩვეულებრივ წერს ერთი ადამიანი, ხოლო ილუსტრაციებს აკეთებს სხვა პიროვნება, დაქირავებული მხატვარი. რანობეები, მსგავსად "მანგებისა" და "ანიმეებისა" კეთდებიან სპეციალურ სტუდიებში. ხშირია "დედლაინი" ანუ როცა პროდუქტი არ იყიდება კარგად.
ამ სტატიაში წარმოდგენილია რანობე - "ვერცხლისფერი ჯვარი და დრაკულეა". ხსენებული რანობე არის ფენტეზის და ეროტიზმის ჟანრის ნაწარმოები რომანტიკის ელემენტებით.
მთავარი გმირებია: 1) ვამპირი გოგონა - რაშელა დამ დრაკულეა 2) დამპირი (ნახევრად ვამპირი და ნახევრად ადამიანი) გოგონა - კარია ერურუ 3) ფრანკენშტეინის მონსტრის ახალი ტიპი, გოგონა - სუდო მეი 4) მოგვი გოგონა - უნო კირიკა 5) ადამიანი, ბიჭი სახელად - კუზე ჰისუი 6) ნახევრად მაქცია და ნახევრად ადამიანი ქალი - ოოგამი რანგეცუ 7) უმაღლესი ვამპირი ქალი - მირალუკა და 8) ადამიანი, გოგონა სახელად - სერა რეინა.
თითოეულ პერსონაჟს საკუთარი ინდივიდუალური პრობლემები აქვს, რომლებსაც ისინი ერთად წყვეტენ. ჰისუი შეხვდა თითოეულ მათგანს და შეიყვარა ისინი და მათაც შეიყვარეს ბიჭი. მათ შორის ხშირია კონკლაობები, რომლებიც შეზავებულია ეროტიული სცენებით და რომანტიკული ვნებათაღელვებით. მაგალითად ჰისუიმ ბავშვობაში ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანა, შიზოიდ პარანოიკ მშობლებს მისი მოკვლა უნდოდათ, როცა ბიჭი სულ 6 წლის იყო, მაგრამ კეთილმა ვამპპირესამ - მირალუკამ დახოცა მისი გიჟი მშობლები, გადაარჩინა ყმაწვილი და გამოზარდა როგორც საკუთარი შვილი, თუმცა შემდეგ დროებით სადღაც გაქრა. ჰისუის ეგონა რომ მოკვდა, მაგრამ მირალუკა მკვდრეთით აღდგა და დაბრუნდა შვილობილთან. რეინას ასევე გადარეული და გარეკილი ფანატიკოსი მშობლები ("მორწმუნეები") ჰყავდა. ჰისუი მუდამ მის დახმარებას ცდილობდა. მირალუკას მელანქოლია აწუხებდა. კირიკას სკოლაში ფსევდოინტელექტუალი თანაკლასელები დასცინოდნენ და ავიწროებდნენ. მეი თავს მარტოდ გრძნობდა და მუდამ ბავშვების გაჩენაზე ფიქრობდა. რანგეცუს კომპლექსები აწუხებდა რადგან მაქციის და ადამიანის ჰიბრიდი იყო. ერურუსაც რანგეცუს მსგავსად აწუხებდა ის, რომ დემონის (კერძოდ ვამპირის) და ადამიანის ჰიბრიდი, კერძოდ კი - დამპირი იყო, მას ეშინოდა სისხლის სმის, მაგრამ ჰისუი მას დაეხმარა საკუთარი ბუნების შეცნობაში. რაც შეეხება რაშელას, ჰისუიმ ის მაინც შეიყვარა, მიუხედავად იმისა, რომ რაშელა არ იყო ადამიანი. ისინი ერთ მთვარიან ღამეს შეხვდნენ ერთმანეთს და იმ დღიდან რაშელა გვერდიდან არ შორდებოდა ბიჭს, თუმცა ერთხელ, როცა მირალუკა დაბრუნდა რაშელა ატირებული სადღაც გადაიკარგა და ჰისუის მისი ძებნა მოუხდა. რაშელას მთელი გულით უყვარდა ჰისუი, პრინციპში ისევე როგორც ბიჭს... "ვერცხლისფერი ჯვარი და დრაკულეა" არის საკმაოდ ემოციური და კარგი სიუჟეტის მქონე ნოველა. ამ ნოველაში წარმოდგენილია ადამიანთა და დემონთა მეგობრობის იდეა, რაც არაა სიახლე იაპონური რეალობისთვის. რანობეს ავტორია - ტოცუკი იუუ, ხოლო ილუსტრატორი - მინატო. რანობე გამოვიდა სულ რამოდენიმე წლის წინ. 48 შეფასება არ არის
|