ბახმარო ცნობილია მისი უნიკალური ჰაერით, არსებობს ერთ-ერთი მოსაზრება, რომლის თანახმადაც ბახმაროს უნიკალური თვისებების აღმომჩენად მწყემსს მოისაზრებენ. მწყემსი, რომელიც ჭლექით იყო დაავადებული სწორედ ბახმაროს ჰაერის
წყალობით განიკურნა. მწყემსმა მისი განკურნება მკურნალ ექიმს ამცნო, რომელიც თავადაც დაავადებული იყო ამავე სენით. 1893 წელს ოზურგეთის მაზრის ექიმმა, დავითიანცმა, ამავე დაავადების მქონე პაციენტები ბახმაროზე სამკურნალოდ გაგზავნა,
იქიდან ჩამოსულთა უმეტესობა კი ჯანმრთელი ბრუნდებოდა უკან.1894 წელს თავად დავითიანცი გაემგზავრა ბახმაროზე სამკურნალოდ . დავითიანცმა იქ პატარა სახლი
ააშენა, რომელსაც ყოველწლიურად სტუმრობდა. ადგილს, სადაც დავითიანცმა სახლი ააშენა, დავითიანცის მოედანი ჰქვია და პატარა ხის სახელბითაა გაშენებული.