x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ტიტანიკი არ ჩაძირულა და ის სხვა გემი იყო? ტიტანიკის ჩაძირვის შოკისმომგვრელი თეორიები
კარგად იცით, რომ 1912 წლის 14 აპრილს 23:40 სთ-ზე საკრუიზო ლაინერი "ტიტანიკი"აისბერგთან შეჯახების შემდეგ ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა, რასაც ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. რა მოხდა და რატომ ჩაიძირა ტიტანიკი? არსებობს უამრავი ვერსია, უამრავი ჭორი, მათგან კი ყველაზე პოპულარული აისბერგთან შეჯახებაა, თუმცა რა მოხდა სინამდვილეში, მხოლოდ ღმერთმა იცის.


image


კიდევ ახალი, შოკისმომგვრელი თეორიები წამოიჭრა, თუ რა რეალური მიზეზებით ჩაიძირა ტიტანიკი. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ სამ ახალ ვერსიას.


ვერსია № 1: ტიტანიკი კი არა, სინამდვილეში ის მისი ტყუპისცალი გემი "ოლიმპიკი" ჩაიძირა. ის ტიტანიკზე ერთი წლით ადრე აშენდა და არ იყო დაზღვეული. ფირმამ White Star Line–მ კი ტიტანიკის ნაცვლად ოლიმპიკი გაუშვა სამგზავროდ, რომელიც ჩაიძირა და შესაბამისად ზარალი დაზღვევას უნდა აენაზღაურებინა. უბედური შემთხვევაც მოწყობილი იყო, თუმცა გეგმის მიხედვით არავინ არ უნდა მომკვდარიყო, უნდა მოეხდინა დამხმარე გემს და რაზმს სწრაფი რეაგირება და მგზავრები გადაესხა სხვა გემზე, თუმცა ოლიმპიკი იმდენად სწრაფად ჩაიძირა, რომ დამხმარე ძალამ ვერ მოასწრო ადგილზე მისვლა.image







ვერსია № 2: წყალში შეცურებამდე ტიტანიკი უკვე იწვოდა. ამის დასტური კი გამშვებ პუნქტში გადაღებული ფოტოებია, რომელზეც ნათლად ჩანს შავი მური და კვამლი. ფაქტს John Dilli–ც ადასტურებს და ინტერვიუში ამბობს, რომ 5 დღის მანძილზე ებრძოდნენ გემის ბუნკერის მე–6 განყოფილებაში ცეცხლის კერას. მომხდარზე კი ყველა სდუმდა, რადგან კომპანიის რეპუტაცია არ შელახულიყო. სწორედ გაცხელებული და დამწვარი კედლით მოხდა აისბერგთან შეჯახება, რის გამო წყლის წნევას ვერ გაუძლო და წყალმა ადვილად შეაღწია წყალგაუმტარ კარატებში.image




ვერსია № 3: ყველაზე წარმოუდგენელი ვერსიის თანახმად გემით ბრიტანეთის მუზეუმის ცნობილი უძველესი ეგვიპტური სარკოფაგი გადაჰქონდათ. სარკოფაგს წინა პატრონისთვის აუხსნელი მოვლენით უბედური შემთხვევა მიუტანია ისევე, როგორც ეს ტიტანიკის შემთხვევაში მოხდა. ახალ მფლობელს, კოლექციონერ ლორდ კენვერილს შეუძენია სარკოფაგი და სწორედ ტიტანიკით გადაჰქონდა. უბედური შემთხვევის შემდეგ გამომცემლობები წერდნენ, რომ სარკოფაგი ეგვიპტის მმართველის ამენ-რაის საკუთრება იყო და წარწერა ჰქონდა: "წამოდექი საჭიროებისამებრ და ერთი შეხედვით გაიმარჯვე ყველაზე, ვინც წინ გადაგეღობება".image



P.S. არსებობს კიდევ ერთი, სულ სხვა უტყუარი ფაქტი ტიტანიკის კატასტროფაზე და გაეცანით ბმულზე გადასვლით.




5
1875
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1875
  
2017, 11 ოქტომბერი, 20:42
კიი, ნათია, ერთ–ერთ ვერსიად ეგეც სახელდება.
2017, 11 ოქტომბერი, 20:37
კი, ესეც დადასტურებული ფაქტია უკვე ჰიპოტეზა არაა...
2017, 11 ოქტომბერი, 20:35
მე მქონდა ტიტანიკზე სტატია, ერთ-ერთი ვერსიით: მოგზაურობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ხანძარი გაჩნდა გემზე, და ის სანაპიროზე გამურულ მდგომარეობაში მიიყვანეს. აქაც არის ფოტო
2017, 19 აგვისტო, 16:58
ძალიან ბევრი ამოუხსნელი ხასიათის ამბები ხდება, რასაც ჩვენი მიწიერი ბუნება ვერა და ვერ წვდება.
2017, 19 აგვისტო, 14:35
მუმიას ვერსია ოფიციალურად დადასტურებულია, გადაჰქონდათ ტიტანიკის სპეციალური კაიუტით.
კვლევებისას და მანამდე ვინც გამოიტანა აღნიშნული მუმია პირამიდიდან ყველა გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, უმეტესობა სუიციდით.
0 1 5